Connect with us

თავის მოვლა

თუ ხელების კანზე ბზარები გაგიჩნდათ, მოამზადეთ უებარი მალამო საკუთარი ხელით, რომელიც პრობლემას სწრაფად გაუმკლავდება

სუფთა ჰაერი, თეთრი ჰორიზონტი, მარხილი და ციგურები, სველი ხელთათმანები ზრდასრულ ასაკშიც კი, ახალი წელი და შობა, საჩუქრები და მანდარინები – ყველაფერი ეს ზამთარს ახლავს. ერთი მხრივ, შეუძლებელია ზამთარი არ გიყვარდეთ. მეორე მხრივ მისთვის დამახასიათებელია პრობლემა, რომელიც მხოლოდ ზამთარში ჩნდება. ხელის კანი თბილ და კომფორტულ ხელთათმანშიც კი იტანჯება. ნებისმიერი ქალისთვის ეს ნამდვილი პრობლემაა: გალურჯებულ, დახეთქილ ხელის კანს მიმზიდველს ნამდვილად ვერ უწოდებთ. ბზარების საწინააღმდეგო ხელის კრემი შეგიძლიათ სახლში თავად მოამზადოთ.

თუ კანი წლის სხვა დროს გისკდებათ, შეიძლება ორგანიზმის წყლის ბალანსი დარღვეული გქონდეთ. ბევრი წყალი დალიეთ, სახლში ჰაერის დამატენიანებელი დააყენეთ, გვირილას აბაზანების დახმარებით კანი დაიორთქლეთ და მოამზადეთ კრემი, რომელიც ბზარებს შეხორცებაში ხელს შეუწყობს.

რისთვის არის საჭირო შესახორცებელი კრემი

ზამთარში კანი შეიძლება სისხლის წამოსვლამდე დაიხეთქოს. ნახეთქები სხვადასხვა ადგილას ჩნდება, მაგრამ განსაკუთრებით პრობლემურია თითების მოღუნვის ადგილას. დერმატოლოგები ამბობენ, რომ ასეთი ბზარების გაჩენის მიზეზი მგრძნობიარე კანია.

კანის ზედაპირს მგრძნობიარეს უწოდებენ, როცა კაპილარებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. შედეგად კანი მკვებავ ნივთიერებებს მინიმალური რაოდენობით ღებულობს, ანუ მისი მდგომარეობა გამუდმებით უარესდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხელის თითებზე ნახეთქების საწინააღმდეგო კრემებს არ იყენებთ.

კანის მდგომარეობის გაუარესების გამო სიცივეზე რეაქცია იზრდება და ხელები ხელთათმანებშიც კი იყინება. ასეთი მდგომარეობა შეიძლება რეინოს სინდრომს შევადაროთ. სპეციალისტთან კონსულტანციის გავლას გირჩევთ.

თუ რეინოს სინდრომი გაქვთ, რკინის შემცველი პროდუქტები მიიღეთ და უფრო აქტიური ცხოვრების წესს მისდიეთ, რომ სისხლის მიმოქცევა გააუმჯობესოთ. ხელის და ფეხის ვარჯიში ძალიან დაგეხმარებათ.

რეინოს სინდრომი

ეს დაავადება ხშირად ქალებს ახასიათებთ. დაავადების სირთულის მიხედვით სიმპტომები იცვლება.

პირველი ეტაპი: კიდურების მსუბუქი დაბუჟება, სპაზმები, ტკივილი, გაშეშება. ხელის თითები ძალიან თეთრია.

მეორე ეტაპი: ზემოთ მოცემულ ნიშნებს ემატება ზამთარში ხელების გალურჯება და ზაფხულში შეშუპება.

მესამე ეტაპი: წითელი კიდურები, მკვეთრად გამოხატული ტკივილი, ჩნდება წყლულები, რომლებიც რთულად ხორცდება.

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ხელების სიცივე და სიწითლე ყინვაზე ნორმალური რეაქციაა. სინამდვილეში, ეს ასეთი უვნებელი არაა. თუ მსგავსი ნიშნები შენიშნეთ, ექიმს უნდა მიმართოთ. აი,  ნახეთქების შესახორცებელი კრემი კანის გარეგნულ პრობლემებს მოგვარებს.

როგორ მოვამზადოთ კანის ნახეთქების კრემი

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ ნუშის ეთერზეთი
  • 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი
  • 4 კაფსულა E ვიტამინი
  • 2 ჩ/კ ალოე ვერას გელი

მომზადება და გამოყენება:

ყველა ინგრედიენტები აურიეთ. კრემი სუფთა ხელის კანზე წაისვით და ხელთათმანები ჩამოიცვით. დაახლოებით 40 წუთით გაიჩერეთ და ხელთათმანები მოიშორეთ. პროცედურის შემდეგ ხელის დაბანა აუცილებელი არაა. ჩვენ მიერ შემოთავაზებული სიმშრალის და ნახეთქების საწინააღმდეგო კრემი საღამოს წაისვით.

მაშინაც კი, თუ ძალიან არ ცივა, ზამთრის პერიოდში ხელთათმანების გარეშე გასვლა არ ღირს. გარეთ გასვლის წინ ხელზე დამატენიანებელი კრემი წაისვით და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი შეიზილეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.