Connect with us

ვიდეო

თუ შვილები ნაყინს გთხოვენ, ეს მოუმზადეთ. სიამოვნებისგან კოვზს გადაყლაპავთ

ზაფხულში სიცხისგან არაფერი ისე არ გიშველით, როგორც შეუდარებელი ცივი ნაყინი. ტყუილად არ უყვართ ცივი დელიკატესი არა მხოლოდ ბავშვებს, რომლებიც მზად არიან ნაყინი კილოგრამებით შეჭამონ, არამედ უფროსებს.

ამასთან, პასუხისმგებელ მშობლებს შვილების ნაყინით ხშირად განებივრების ეშინიათ, რადგან ის შეიძლება შეიცავდეს ქიმიურ დანამატებს, მცენარეულ ცხიმებს და მავნე ემულგატორებს. თუმცა ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს: შეგიძლიათ სამარხვო ნაყინი სახლში მოამზადოთ და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები გამოიყენოთ!

დღეს გთავაზობთ გემრიელი, ბანანის დესერტის მომზადებას, რომელიც მაღაზიის პლომბირს სამუდამოდ დაგავიწყებთ.

ბანანის ნაყინი

ინგრედიენტები:

  • ბანანი
  • შავი შოკოლადი
  • კოჭის ფხვიერი ნამცხვარი
  • დარიჩინი

მომზადება:

1. ქერქისგან გასუფთავებული ნაყინი 2 საათით მაცივრის საყინულეში შეინახეთ.

2. როცა ბანანი გაიყინება, ნაყოფი შუაზე გაჭერით, სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ. ტკბილეულის მოყვარულებს შეუძლიათ ბანანის მასას რამდენიმე კოვზი შაქრის პუდრა ან თაფლი დაუმატონ.

3. ესეც ასე, ბანანის მასა პრაქტიკულად მზადაა! შეგიძლიათ პირდაპირ ახლა შეჭამოთ, ან 1 საათით საყინულეში შეინახოთ, რომ კიდევ უფრო სქელი გახდეს!

სუფრაზე გატანის წინ შინაურული, ბანანის ნაყინი ჭიქაში გადაიტანეთ, ზემოდან დაფქული დარიჩინი, გახეხილი შოკოლადი და დაფშვნილი ფხვიერი ნამცხვარი მოაყარეთ (მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ნამცხვარი, რომელიც თქვენ მოგწონთ). სრული რეცეპტი ამ ვიდეოში ნახეთ!