Connect with us

საკითხავი

თუ სახლში ძველ კარტოფილს ინახავთ, გადააგდეთ – მას თქვენი მოკვლა შეუძლია!

კარტოფილი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი პროდუქტია პლანეტაზე. მისგან უამრავი კერძის მომზადება შეიძლება, თუმცა კარტოფილთან ფრთხილად უნდა იყოთ. მას მეორე, ბნელი მხარეც აქვს. თუ კარტოფილს ყუთით ყიდულობთ და საკმაოდ დიდხანს ინახავთ – მას თქვენი მოკვლა შეუძლია!

რუსეთში, 2014 წელს 8 წლის გოგო დაობლდა მას შემდეგ, რაც მისმა ოჯახის წევრებმა სარდაფიდან კარტოფილის ამოტანა გადაწყვიტეს, სადაც საკმაოდ დიდხანს ინახებოდა.

მარი ჩელშევოის მამა სარდაფიდან ცოტა კარტოფილის ამოსატანად წავიდა. როცა არ დაბრუნდა, დედამ ამბის გასაგებად დახედვა გადაწყვიტა. დედაც არ დაბრუნებულა. რა დაემართათ მშობლებს, ამის გასაგებად უფროსი, მოზარდი ძმა წავიდა. ისიც არ დაბრუნებულა. სწორედ მაშინ, ბებიამ დახმარებისთვის მეზობელს დაუძახა, მაგრამ სარდაფში მეზობლის მოსვლამდე ჩავიდა. მასაც იგივე ბედი ეწია.

საქმე იმაშია, რომ კარტოფილი ადამიანისთვის შეიძლება ტოქსიკური იყოს. მასში შედის ნაერთები, რომელთაც გლიკოალკალოიდები ეწოდებათ, რომელიც ყველა ძაღლყურძენა მცენარისთვის დამახასიათებელია. როცა კარტოფილი ლპება, გლიკოალკალოიდების კონცენტრაცია იზრდება და სასიკვდილო გაზად გარდაიქმნება.

როგორც ჩანს, სარდაფში კარტოფილის ნაწილმა ლპობა დაიწყო და ტოქსიკური გაზის კონცენტრაციამ ძალიან მაღალ დონეს მიაღწია. გაზით მოწამვლა ოჯახის სიკვდილის მიზეზი გახდა.

მაშამ ოჯახის წევრების ძებნა დაიწყო. ის გადარჩა, რადგან დედას კარი ღიად დატოვებული ჰქონდა და შხამიანი გაზი ოდნავ გაიფანტა.

ყველაფერი ეს გულისშემძვრელი და საშიშია. ახლა უკვე ვიცი, რომ კარტოფილი სწრაფად უნდა შეიჭამოს, რომ ტოქსიკური გაზის შესაძლო ზემოქმედებისგან თავი დავიცვა.