Connect with us

ჯანმრთელობა

თუ მუდმივად შფოთავთ და სტრესში ხართ მაშინ აუცილებლად გესაჭიროებათ – მაგნიუმი!

თანამედროვე საზოგადოებაში სტრესი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, სამწუხაროდ ის 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი პრობლემაა.

შფოთვა ნერვოზულობა, შიში, უძილობა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება – როგორც წესი ეს იმის ნიშანია, რომ თქვენს ორგანიზმს მაგნიუმი არ ყოფნის.

მაგნიუმი (განსაკუთრებით В6 ვიტამინთან ერთად) ახდენს ნერვული სისტემის ზედა ნაწილების ნორმალიზებას – ემოციური დაძაბულობის, დეპრესიის, ნევროზების დროს. ეს შემთხვევით არ ხდება.

სტრესი (როგორც ფიზიკური ასევე ფსიქიკური) ზრდის მაგნიუმის მოტხოვნილებას, რაც შეიძლება შიდა უჯრედული მაგნიუმის უკმარისობის მიზეზი გახდეს.

მაგნიუმის დეფიციტი ასაკთან ერთად რთულდება და მაქსიმუმს 70 წლის ასაკის ადამიანებში აღწევს. ითვლება, რომ მოსახლეობის 25-30%-ს მაგნიუმის ნაკლებობა აქვს. ეს შეიძლება მინერალური სასუქების და გადამუშავების თანამედროვე მეთოდების ბრალიც იყოს.

მაგნიუმის ქრონიკული დეფიციტი შაქრიანი დიაბეტის მქონე მოხუცებში, არტერიული ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზისა და ოსტეოპოროზის მქონეებში აღინიშნება.

ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანი დღეში 270-400 მილიგრამ მაგნიუმს უნდა იღებდეს – სხეულის მასის მხიედვით. თუ რაციონს გაამრავალფეროვნებთ, ამ რაოდენობის მიღება ძალიან იოლი იქნება.

თუ ბუტერბროდებითა და სწრაფი მომზადების საკვებით იკვებებით ამან შეიძლება ორგანიზმის მუშაობაში სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს.

ყველაზე გავრცელებული მეთოდი მაგნიუმის დანაკლისის შესავსებად იმ საკვების მიღებაა რომელიც მაგნიუმს შეიცავს.

როგორ შევაჩეროთ მაგნიუმის დაკარგვა:

  • ეცადეთ შეამციროთ ყავის, გაზიანი სასმელების, მარილის, შაქრის და ალკოჰოლის მიღება, რაგდნა ისინი ორგანიზმიდან მაგნიუმს გამოდევნიან.
  • ზოგიერთი ჰიპერტონიის სამკურნალო საშუალებაც უწყობს ხელს მაგნიუმის დაკარგვას, ამიტომ მათ მირებამდე აჯობებს კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.

როგორ შევავსოთ მაგნიუმის დეფიციტი საკვების მეშვეობით:

გაზარდეთ მაგნიუმით სავსე პროდუქტების გამოყენება: ნუში, კეშიუ, წიწიბურა, ბრაზილიური კაკალი, თხილი, ნიგოზი, ბრინჯი, ლეღვი, ფინიკი, კომბოსტო, კრევეტები, ავოკადო, ოხრახუში, ნიორი და ორგანული მარილი.

როგორ მივიღოთ მაგნიუმის შემცველი დანამატები

ნუ მიიღებთ დანამატებს, მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე! ეს მინერალი აუცილებლად D და K2 ვიტამინების კომპლექსთან ერთად უნდა მიიღოთ.

შეეკითხეთ თვენს მკურნალ ექიმს მაგნიუმის დეფიციტის შესახებ და თუ მართლა გაწუხებთ ეს პრობლემა, ის მკურნალობს კურსს დაგინიშნავთ!