Connect with us

საკითხავი

თუ ვინმეზე გამუდმებით ფიქრობთ, ეს ტყუილად არ ხდება. სასწრაფოდ ასე გააკეთეთ

ამ დღეებში მეგობარი ფინჯან ყავაზე მესტუმრა. ლაპარაკში მითხრა: „მასზე გამუდმებით ვფიქრობ. არ ვიცი, როგორ მოვიშორო ეს ფიქრები. რაც მთავარია, უახლოეს მომავალში მასთან შეხვედრის მიზეზი არ არსებობს“. გამახსენდა, რომ ახლახანს წავიკითხე ინფორმაცია, როგორ მოვიშოროთ ადამიანზე ფიქრი. მეგობარს ვუამბე და ეს სიტუაცია დავივიწყე.

მუდმივად მასზე ვფიქრობ

რამდენიმე დღის შემდეგ მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა. ადრე ამის შესახებ რომ სცოდნოდა, ამდენი დღის ტანჯვაში გატარება არ მოუწევდა. ამ მეთოდით პრობლემა 10 წუთში მოაგვარა. გიზიარებთ, რომ ნაკლები პრობლემა გქონდეთ. ზოგჯერ ადამიანზე ფიქრი უფრო მნიშვნელოვან საკითხზე კონცენტრირებაში ხელს გვიშლის. ეს გაღიზიანებას და შფოთვას იწვევს.

თუ მუდმივად ერთ ადამიანზე ფიქრობთ, თუ მასთან დიალოგს მართავთ, თქვენს საქმეზე და პრობლემებზე ესაუბრებით, გამოდის, მასთან დახვეწილი მენტალური კავშირი გაქვთ. ისიც თქვენზე ფიქრობს.

თქვენ შორის რაღაც კითხვა ჩნდება, რომელიც განხილვას მოითხოვს. რაღაც მიზეზით ცხოვრებაში საუბარი ვერ ხერხდება. ასეთი მდგომარეობა რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს. არადა პრობლემა ერთ დღეში შეიძლება მოგვარდეს.

როგორ მოვიშოროთ მშფოთვარე ფიქრები

თუ მუდმივად ფიქრობთ ადამიანზე, რომელიც თქვენი მეგობარი ან ახლობელია, გამოსავალი არსებობს. ყველაზე მარტივი, რაც ამ სიტუაციაში შეგიძლიათ გააკეთოთ, დაურეკეთ ან შეხვდით. საუბრისას თავად ეცდება პრობლემის მოგვარებას.

ამ საუბრის შემდეგ ზუსტად გეცოდინებათ, რა გააკეთოთ და ადამიანი თქვენს ფიქრებს დატოვებს. ჩვენი განცდები უმეტესად დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანთან უბრალოდ დარეკვა არ შეგვიძლია. მზად ვართ, მთელი დღე ამ ადამიანზე ვიფიქროთ იმის ნაცვლად, რომ დავურეკოთ და გავესაუბროთ.

რა უნდა გააკეთოთ, თუ ადამიანი თქვენს ფიქრებში არა მეგობარი, არამედ მტერი ან მეტოქეა? ამ შემთხვევაში რეალური შეხვედრა ან საუბარი უადგილოა. მენტალური კავშირის გასაწყვეტად ფეხზე უნდა წამოდგეთ. ფიქრებით თქვენ წინ წარმოიდგინეთ და მასთან საუბრის 3 ვარიანტი განიხილეთ.

დაფიქრდით, რამდენი უსიამოვნება მოგიტანათ.  ფიქრები გადახაზეთ და თქვით: „ყველაფერ ცუდს წყალი ჩარეცხავს“. შემდეგ გრილი წყლით აუცილებლად დაიბანეთ.

ფიქრობთ ადამიანზე, რომელიც არც ახლობელია და არც მტერი? იქნებ ახალი ნაცნობია ან კოლეგა სამსახურში. თუ ფიქრებით სულ მასთან ბრუნდებით, შესაძლოა ამქვეყნად ყველაზე ლამაზი გრძნობა იბადება. ყურადღებით დააკვირდით, შესაძლებლობის შემთხვევაში გაესაუბრეთ.

ასე ფიქრები თავისით დალაგდება და ეს ადამიანი დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. თქვენი სხეული უფრო მეტს გრძნობს, უბრალოდ თქმა არ შეუძლია. მენტალური კავშირი წლები შეიძლება გაგრძელდეს და განშორება და მანძილი არ აშინებს. ის საშუალებას იძლევა მოაწყოთ მოვლენები ისე, რომ ადრე თუ გვიან საჭირო ადამიანს საჭირო ადგილას შეხვდეთ.

Advertisement