Connect with us

თავის მოვლა

თმის მოკვლის 5 ძვირიანი მეთოდი: კერატინი, გაუფერულება და საღებავის ჩამორეცხვა

თმას შეიძლება წლები იზრდიდეთ და რამდენიმე წუთში გაანადგუროთ, თან ამაში დიდი ფული გადაიხადოთ. მშვიდად! Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გამოასწოროთ სიტუაცია.

პროცედურები, რომლებიც უფასოდაც არ უნდა ჩაიტაროთ, თუ ლამაზი თმის და ნერვების შენარჩუნება გსურთ. დიახ, შეგიძლიათ სტილისტის მიმართ პრეტენზიები გამოთქვათ და ფული დაიბრუნოთ, მაგრამ თმას ბზინვარებას და სიგლუვეს ვერ დაუბრუნებთ.

თმის ძირების მოცულობის გაზრდა Boost Up

თმის ძირების მოცულობის გასაზრდელი პროცედურა, რომელიც 6 თვე ძლებს, სხვა არაფერია თუ არა საშიში დახვევა. თმის ძირებში სპეციალურ შემადგენლობას უსვამენ და უთოთი ტალღავენ. მსუბუქი ტალღა ხილული რომ არ ყოს, სწორი თმის ნაწილს ტოვებენ და ასე ტალღოვან თმას ფარავენ. მთელი უბედურება ისაა, რომ ამ აჩეხილი თმის დავარცხნას ვერ შეძლებთ. შედეგი: კანის გაღიზიანება, ქერტლი და ქიმიით მოკლული თმა, რომლის მოჭრაც შეუძლებელია – თუ ძირამდე არ გადაჭრით. რამდენიმე თვეში „საინტერესო“ გოფრე იზრდება, მოცულობა კი რჩება, ოღონდ უკვე ყურის დონეზე.

როგორ მოვიქცეთ: ამ იდეაზე უარი თქვით. თუ უკვე გაიკეთეთ, ყოველდღე ნიღაბი და კონდიციონერი წაისვით, რომ თმის გასწორება შეძლოთ. რა თქმა უნდა, ამით Boost Up ეფექტს სრულად ვერ მოიშორებთ, მაგრამ უკვე გაზრდის მომენტში მოცულობა შემცირდება და მის დამალვას კონად შეკრული თმით შეძლებთ.

ფერის ჩამორეცხვა ან მოწამვლა

თუ ბუნებრივი თმის ფერის დაბრუნება გადაწყვიტეთ და თმის გაზრდას არ ელოდებით, ცუდი ამბავი გვაქვს. ნებისმიერი ჩამორეცხვა ქიმიაა, რომელიც თმის სტრუქტურაში აღწევს და ხელოვნურ პიგმენტს აშორებს. ნივთიერება თმის ზედაპირს ანადგურებს, ძირებიდან მტვრევადს ხდის. უკვე რამდენიმე დღეში შეამჩნევთ, რომ თმა მოსაწყენი, უსიცოცხლო და მშრალი გახდა. ამასთან, ბუნებრივი ფერი პირველივე პროცედურის შემდეგ არ დაგიბრუნდებათ, 2-3-ჯერ მაინც უნდა ჩამოირეცხოთ, განსაკუთრებით თუ ღია ფერის თმაზე შავი საღებავის მოშორებას აპირებთ. სანამ ბუნებრივი ფერი გამოჩნდება, რამდენიმე თვეს გაუგებარ მონაცრისფრო–მწვანე ფერის თმაში გაატარებთ.

როგორ მოვიქცეთ: თუ ღია ფერის თმაზე დაბრუნება გსურთ, თმა ახლანდელ ფერთან შედარებით 1 ტონით ღია ფერში შეიღებეთ და გაიზარდეთ. კონტრასტი ასეთი მკვეთრი არ იქნება, ხოლო საღებავი ისე არ დააზიანებს თმას, როგორც ჩამორეცხვა.

თმის გაუფერულება

ბევრი ქალი ქერა თმაზე ოცნებობს და თმას იუფერულებენ. აქ, იგივე ქიმიური ხსნარი გამოიყენება, რომელიც თმის ძირებს სწევს და ნატურალურ პიგმენტს კლავს. თმისთვის ამაზე უფრო დიდი სტრესის წარმოდგენა შეუძლებელია: ფერთან ერთად ტენიანობაც ქრება, თმის გამოკვება უკვე უსარგებლოა. ტონირებისა და თმის მოვლისთვის კიდევ ბევრს გადახდა მოგიწევთ, რომლებიც დროებით ეფექტს იძლევიან. სანამ თმა გაქერავდება, ნარინჯისფერი თმით სიარული მოგიწევთ. თმის სტრუქტურა დაიშლება და გაუფერულების შემდეგ არასოდეს აღდგება.

როგორ მოვიქცეთ: თმა მაქსიმალურად დაატენიანეთ და გამოკვებეთ. ყოველდღე ნიღბები წაისვით და სალონური პროცედურები თვეში მინიმუმ ერთხელ ჩაიტარეთ. თმას შიგნიდან დაეხმარეთ, ვიტამინების სპეციალური კომპლექსი მიიღეთ, რომლებიც ამინომჟავებს და კალციუმს შეიცავს. ისედაც დასუსტებული თმა მზის პირდაპირი სხივებისგან SPF საშუალებით დაიცავით.

კერატინით გასწორება

მოდური მეთოდის მავნე ზემოქმედება პროცედურის დაწყებიდან პირველი წუთებში იწყება. თითქმის ყველა ნაერთი შეიცავს ფორმალდეჰიდებს, რომელიც უთოთი გაცხელებისას ორთქლდება. შეუძლებელია მკვეთრი სუნი არ შეამჩნიოთ, ის თვალებს წვავს და ცხვირ–ხახაში გროვდება. უსიამოვნო ნალექს მთელი დღე იგრძნობთ, ორგანიზმში კიდევ უფრო დიდხანს დარჩება. კერატინი, რომელსაც ნაერთი მცირე რაოდენობით შეიცავს, ქიმიკატების მავნებლობას ვერ ანეიტრალებს. თმის სიგლუვე და ბზინვარება რამდენიმე კვირა გასტანს, მაგრამ მთელ სიგრძეზე გაყოფილი თმა, რომელიც დროთა განმავლობაში გამოჩნდება, მხოლოდ უნდა მოითმინოთ ან გადაჭრათ.

როგორ მოვიქცეთ: თუ სწორი თმით სიარული ძალიან გსურთ, ყოველდღე უთო გამოიყენეთ და თერმული დამცავი საშუალებები მოიმარაგეთ. თუ კერატინით გასწორებამ ზიანი უკვე მოგაყენათ, თმა ზეთით გამოკვებეთ და ნიღბებით მაქსიმალურად დაატენიანეთ. გაყოფილი თმის დამალვაში დაგეხმარებათ სალონური პროცედურები, რომლებიც დატენიანებასა და აღდგენაზეა მიმართული.

აფროკულულები

ჩვეულებრივ დავარცხნასაც თმის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია. აფროკულულები ეფექტურად გამოიყურება და რამდენიმე დღე უპრობლემოდ ძლებს. ახლა არა ქიმიურ დახვევაზე, არამედ ჩვეულებრივ უთოთი დახვეულ კულულებზე ვსაუბრობთ. სტილისტები თხელ თმას წვრილ თავებზე ახვევენ, რომ უფრო ეფექტური შედეგი მიიღონ. დიდი ალბათობით უთო 200 გრადუსზე მეტად არის გაცხელებული. აქ, თერმოდაცვა ვერ გიშველით. პრობლემები დაბანის შემდეგ ჩნდება: თმა ურჩი, ელექტრულად დამუხტული და ფუმფულაა. მოგვიანებით შეამჩნევთ, სიმშრალეს და მტვრევადობას, რადგან თმა დამწვარი და გაუწყლოებულია. ღირს კი ეფექტის გამო თმის დაკარგვა?

როგორ მოვიქცეთ: დაუყონებლივ თმის დასწორებას ან დახვევას ნუ ეცდებით. თმა ისედაც დაზიანებულია. სჯობს სპეციალური დასავარცხნი სპრეი და დამატენიანებელი კონდიციონერი წაისვათ. სველი თმა არ ჩამოივარცხნოთ, გაშრობას დაელოდეთ და აბურდული თმის დამშლელი შრატი წაისვით. შემდეგ ძირებიდან თმის დავარცხნა დაიწყეთ. ფენისგან და თერმოგაჯეტებისგან დაისვენეთ, უფრო მეტი ზეთი და ნიღაბი გამოიყენეთ.