Connect with us

საკითხავი

თვალები სულის სარკეა! აი, რაზე მეტყველებს მათი ფერი

თვალები ყოველთვის სიმართლეს ამბობს. ისინი სულის ფანჯარად და სარკედ ითვლება. თვალის ფერი მათ განსაკუთრებულსა და მარტივად გასაგებს ხდის.

გარდა ამისა, თვალის ფერი ადამიანის პიროვნებასაც განსაზღვრავს. მაშ ასე, გავიგოთ, რაზე მეტყველებს თქვენი თვალის ფერი.

1. შავი თვალები: დინამიური, სიცოცხლით სავსე ხასიათი

თვალის ეს ფერი საკმაოდ იშვიათია და მისი მეპატრონეები პასუხისმგებლიანი, სანდონი არიან. მათ შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა, ურთიერთობაში კი ყოველთვის ერთგულებად რჩებიან. გარდა ამისა, ასეთი ადამიანი შრომისმოყვარე და თავისი სამსახურით გატაცებულია.

2. თაფლისფერი თვალები: კონტაქტური, ცოცხალი და გახსნილი

ყავისფერი თვალები მსოფლიოში ყველაზე უფრო გავრცელებულია. ასეთი ადამიანი თავდაჯერებული, პოზიტიური, დამოუკიდებელი, თავაზიანი, მზრუნველია, უყვარს ახალი ნაცნობებისა და მეგობრების გაჩენა. გარდა ამისა, ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ მათთვის, ვინც უყვართ. ასევე, მუდმივად ეძებენ ბედნიერებას წვრილმანებში.

3. ღია ყავისფერი-მწვანეში: მტკიცე, ხელოვანი, თავგადასავლების მოყვარული

ადამიანები, რომლებსაც ყავისფერი და მწვანე ფერების შემცველი თვალები აქვთ, მხიარული, მოსიყვარულე და წინდახედული არიან, ყოველდღიურობა მათთვის მოსაბეზრებელია. გარდა ამისა, ხშირად, ისინი ვერ აკონტროლებენ ბრაზს.

ამრიგად, ასეთ ადამიანთან ურთიერთობა დიდხანს არ გასტანს, თუ მას განსაკუთრებულ მიდგომას არ უპოვით.

4. ნაცრისფერი თვალები: გამბედავი და ჯიუტი

ასეთი ადამიანი ბუნებით ლიდერია. იგი დომინირებს, საკუთარ თავში დარმუნებულია. გარდა ამისა, ნაცრისფერი თვალების მქონე პიროვნება ნაზი, მოალერსე და შრომისმოყვარეა. იგი ყოველთვის ცდილობს, სიყვარულისთვის ყველაფერი გააკეთოს. მათი ძალა ნებისმიერი სიტუაციაში იმარჯვებს.

5. ცისფერი თვალები: მაღალი ინტელექტი, ქველმოქმედება, გულწრფელობა, თვითკმაყოფილება

ეს ძალიან მკვეთრი ფერია, რომელიც ყოველთვის იპყრობს ყურადღებას. ცისფერთვალებიანი ადამიანი ენერგიულია და მუდმივად ცდილობს სხვების გაბედნიერებას. მისი კიდევ ერთი კარგი თვისებაა მუდმივად მზადყოფნა იმისათვის, რომ გააკეთოს ყველაფერი, რაც მის პარტნიორს სჭირდება.

6. ქარვისფერი თვალები: მორცხვი და ჩუმი

ამ იშვიათი თვალისფერის მქონე ადამიანი ითვლება თავშეკავებულ, თუმცა თბილ პიროვნებად. მისი გაცნობისთანავე მიხვდებით, რომ იგი შესანიშნავი თანამოსაუბრეა და მარტივად იქცევს და ინარჩუნებს ყურადღებას.

7. მწვანე თვალები: უზომოდ მომთმენი, ემოციურად თავშეკავებული

ამ ადამიანებს კარგად შეუძლიათ ძლიერი გრძნობების დამალვა და ატანა. სავსე არიან ენთუზიაზმით, ენერგიითა და ცხოვრების სიყვარულით.

რამდენადაც მწვანე მკვეთრი ფერია, ასეთ თვალებში ჩახედვისას თავს დაკარგულად იგრძნობთ. ამ ადამიანების უარყოფითი თვისებაა ის, რომ მარტივად ეწყებათ დეპრესია. ნებისმიერ შემთხვევაში, პოზიტივი აუცილებლად იმარჯვებს.

8. იისფერი თვალები: კრეატიული, მაღალი თვითშეფასების მქონე

მართალია, თვალის ასეთი ფერი უკიდურესად იშვიათია, თუმცა, მისი მფლობელები კეთილი და გემოვნებიანი ხალხია. ასევე, ისინი ბუნებით ლიდერებად ითვლებიან და მუდმივად სულიერი ჭეშმარიტების ძიებაში არიან.

ისინი მიმზიდველი, ქარიზმატული, კრეატიული და ვიზუალიზაციის უნარის მქონენი არიან. ასევე, თვალის ამ ფერის მქონეთა უმრავლესობა პერფექციონისტია.

9. წითელი თვალები: ძლიერი, მიზანმიმართული და აქტიური

ადამიანი, რომელსაც წითელი თვალები აქვს, რეალურად, დაავადებით იტანჯება. ასეთი თვალების მქონე ორიენტირებულია შედეგზე, გამბედავი და აგრესიულია.

ამოიცანით საკუთარი თავი აღწერაში? რა ფერის თვალები გაქვთ?