Connect with us

საკითხავი

თეთრ ტანსაცმელს ჟანგის ლაქა სწრაფად მოვაშორე. გიზიარებთ გამოცდილებას

სულ 2 ტიპის ადამიანი არსებობს. ერთი, ვინც ბინძურ ტანსაცმელს ნაგავში ყრის, და მეორე, ვინც ბოლომდე მის გადარჩენას ცდილობს. მე მეორე ტიპს მივეკუთვნები. როცა საყვარელ მაისურს ვეღარ ვრეცხავ, აგარაკისთვის ვინახავ. იგივე ეხება ბოტასებს, ჯინსებს და ქურთუკებს. შედეგად, მივიღე მთელი რიგი გაფუჭებული ნივთები და ერთი კითხვა: როგორ ამოვიყვანო ლაქები სახლის პირობებში? იქნებ გადაგდება სჯობს?

ჩვენს დროში ქიმწმენდა ყველგან არის, მაგრამ ძალიან ძვირია. სარეცხი მანქანის ჩვეულებრივი საშუალებები არ გვადგება. აქ, კი თვალში მომხვდა შინაურული ლაქის ამომყვანი საშუალების რეცეპტი.

ხელნაკეთი ლაქების ამომყვანი საშუალება

მისი მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს, თან დასაკარგიც არაფერია. დიასახლისის საპონი და საყვარელი ლაქების ამომყვანი საშუალება უძლური აღმოჩნდა.

ინგრედიენტებს სამზარეულოში იპოვით. სასიხარულოა, რომ საშუალება აგრესიული (ძმარი), მაგრამ უსაფრთხოა. აქ, ჭუჭყიანი თეთრეულის მთელ კალათაზე გათვლილი რაოდენობაა მითითებული. ყოველთვის შეგიძლიათ 2-3-ჯერ ნაკლები გამოიყენოთ.

დაგჭირდებათ:

  • 40 გრ სოდა (თითქმის ¼ ჭიქა)
  • 50 მლ ლიმონის წვენი
  • 1,5 ჩ/კ მარილი
  • 100 მლ ძმარი
  • 40 მლ სპირტი

თითოეული ინგრედიენტი რაღაცას იძლევა, ანუ შეგიძლიათ შემადგენლობა პრობლემის მიხედვით შეცვალოთ. მაგალითად, ცოტა ცარცი დაუმატეთ, თუ ცხიმის ლაქის მოშორება გსურთ.

სოდა ყავის ლაქას ადვილად უმკლავდება. ძმარი ბალახის კვალს აქრობს, მაგრამ ჟანგთან უსარგებლოა. აქ, კი ლიმონის წვენი დაგეხმარებათ! მარილს ღვინის ლაქები კარგად ამოყავს, ხოლო სპირტი ტუჩსაცხის ან მელნის ლაქების ამოსაყვანად დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები აურიეთ და რეცხვას შეუდექით. პრობლემური ადგილები კარგად გახეხეთ და გააჩერეთ, სანამ ლაქები არ გაღიავდება. ახლა ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში მოათავსეთ. ნაყიდი ლაქების ამომყვანის საშუალებაც ზედმეტი არ იქნება, მაგრამ თუ პირველად ლაქებს ვერ გაუმკლავდა, შინაურულ ნარევს გვერდს ვერ აუვლით.

ერთადერთი, რასთან გამკლავებაც სახლის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია – საღებავის და ჟანგის ლაქების ამოყვანა. თუ ქსოვილი სინთეტიკური არაა, შეგიძლიათ ლაქების მოშორება ნავთით სცადოთ.

ლაქების ამომყვანი საშუალება თეთრ, ბამბის ნივთებთან ეფექტურად მუშაობს. ჟანგიც კი მკრთალდება. ფერად ნივთებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. ამ შემთხვევაში ლიმონის წვენი და დიასახლისის საპონი არ გამოიყენოთ. აუცილებლად, პროცესის დროს ხელთათმანები გაიკეთეთ! აგრესიული გარემო ხელის კანს აზიანებს.