Connect with us

ჰოროსკოპი

თეთრი, მეტალის ხარის წელი: სად, როგორ და ვისთან ერთად შევხვდეთ ახალ წელს?

ახალ წლამდე თვეზე ნაკლები დარჩა და დროა დაფიქრდეთ, როგორ შეხვდებით 2021 წელს, რომ თითოეულმა დღემ ბედნიერება, სიხარული, ფინანსური კეთილდღეობა და სიყვარული მოგიტანოთ (და გასული წლის მოვლენები ნაკლებად შეგახსენოთ).

ვისთან ერთად აღვნიშნოთ?

გარემოცვა ჩვენს განვითარებასა და მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს. ყველასთვის ნაცნობი ფრაზა „როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებ მთელ წელს“ ამ ჯადოსნური ღამის კომპანიის არჩევაში პასუხისმგებლობას გაკისრებთ. ახალი წლისთვის კავშირები მოაწესრიგეთ. პირველ რიგში, კონტაქტები გაწმინდეთ. გაგიკვირდებათ, იმდენ უსარგებლო სახელს იპოვით, რომლებიც პიროვნებასთან საერთოდ არ ასოცირდება. თამამად წაშალეთ! სივრცე ახალი ნაცნობებისთვის გაათავისუფლეთ – როგორც პირადი, ასევე საქმიანი.

დაპატიჟების მიღების და სახლში წვეულებების მოწყობისას საკუთარ სურვილებს მოუსმინეთ. ნამდვილად ასე გსურთ, თუ ტრადიციაა და ახლობლებს ვერ აწყენინებთ? ოცნებობთ, რომ მომავალ წელს უფრო თავისუფალი და თავდაჯერებული იყოთ? შეხვდით ისე, როგორც თქვენ გსურთ და არა სხვას.

მანძილი შეამცირეთ. თუ გსურთ დღესასწაული ვინმესთან ერთად აღნიშნოთ, ონლაინ კავშირი გამოიყენეთ. ამჟამად, მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი ვიგრძნოთ. ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნეთ მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია. იმპულსი სწორედ თქვენი ხმით გადაეცით. და საპასუხო შეტყობინებას მოუსმინეთ.

მარტოობა მიიღეთ. თუ გარემოება მოითხოვს ან ხმაურიან წვეულებაში მონაწილეობა არ გსურთ, თქვენი სივრცით ისიამოვნეთ. ეს ღამე თქვენთვის კომფორტული უნდა იყოს. მადლიერი იყავით იმისთვის, რაც გაქვთ.

მთავარია, გახსოვდეთ – კომპანია სასიამოვნო უნდა იყოს.

სად აღვნიშნოთ?

ხარი მიწიერი ცხოველია. კარგი იქნება, თუ ახალ წელს ბუნებაში ან კერძო სახლში აღნიშნავთ. იდეალურ შემთხვევაში თქვენ გვერდით უნდა იყოს დიდი მინდვრები, მდელოები, ტყე, ბუნებრივი წყალსაცავები. თუ შესაძლებლობა არ გაქვთ, უბრალოდ ქუჩაში გადით და სუფთა ჰაერი ისუნთქეთ.

შენობა, სადაც დღესასწაულს აღნიშნავთ, მწვანე ფერებში, ხის და მეტალის ელემენტებით გააფორმეთ. ინტერიერს ნებისმიერი ცოცხალი მცენარე შესანიშნავად მოერგება.

ასე მიწის ენერგიით აგავსებთ, ძალას და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

რა ჩავიცვათ?

ითვლება, რომ ხარს წითელი ფერი არ უყვარს, თუმცა მას ცხვირწინ ნაჭრის ფრიალი აღიზიანებს. სწორედ ამიტომ, უპირატესობა ენიჭება მკაცრ სილუეტებს და არა მოფარფატე კაბებს და შარფებს. ფერი – ნებისმიერი, ღია, მეტალის ბზინვარებით. აი, წითელი ქვედა საცვალი ახალი წლის ღამეს – სიმდიდრის და ვნების სიმბოლოა. გსურთ ნამდვილი ცეცხლის დანთება? თქვენს სადღესასწაულო სამოსის ქვეშ თამამად ჩაიცვით.

აქსესუარებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ძვირფას ლითონებს ძვირფასი ქვებით ან ბუნებრივ მასალებს: ხე, მინერალი და ა.შ. მრგვალი საყურეები გამორიცხეთ. ყვავილების მოტივით შექმნილი სამკაული გამოდგება.

თმა სჯობს მჭიდროდ შეიკრათ ან გაიშალოთ. დამატებითი თავის აქსესუარები საჭირო არაა. ხარი თავნებაა და თავისუფლების შეგრძნება უყვარს, ამიტომ ჰალსტუხებს და შარფებს მოერიდეთ. სჯობს სხვა დღისთვის გადადოთ. რაც უფრო კომფორტულ ტანსაცმელს აირჩევთ, მით უკეთესი.

ყველაზე მთავარი საიდუმლო: ახალი წლის ღამეს აუცილებლად რამე ახალი ჩაიცვით. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი აქსესუარი ან ტანსაცმელი. მთავარია, იარლიყი 31 დეკემბერს მოხსნათ. ეს ნივთი უნდა მოგწონდეთ და სიამოვნებას განიჭებდეთ, მაშინ თქვენი ცხოვრება სიხარულით, სიახლეებით, საინტერესო იდეებით, შესაძლებლობებით, ცვლილებებით და ახალი ნაცნობებით სავსე იქნება.