Connect with us

ჰოროსკოპი

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ასტროლოგმა თამარ გლობამ თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის უკვე შეადგინა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, ვის გაუმართლებს ზამთრის ბოლო თვეს.

თებერვლის ჰოროსკოპი

თებერვალი მერწყულის თვეა. ამ დროს წარსული და მომავალი ერთმანეთს ხვდება, რომ კაცობრიობა დროთა ახალ ნაკადში შევიდეს. ეს პროცესები შეუმჩნევლად მიმდინარეობს. უკვე გაზაფხულის დასაწყისში განახლებები მოვა.

ვერძი

ეს თვე თქვენი სამომავლო გეგმის, მიზნების ჩამოსაწერად გამოიყენეთ. მეგობრებს და ახლობლებს დახმარება სთხოვეთ. მათგან ძლიერ მხარდაჭერას მიიღებთ. ყოფით საკითხებში ქაოსია მოსალოდნელი. სამსახურში ახალი მომგებიანი შემოთავაზება გამოჩნდება.

კურო

სოციალურად გააქტიურდებით. ახალ ნაცნობებს შეიცვლით, მივლინებაში წახვალთ ან სწავლის გაგრძელებას ისურვებთ. ეს თვე პროდუქტიულად გამოიყენეთ. ქალ კუროს შეუძლია ორსულობაზე დაფიქრდეს. თუ ამისთვის მზად არ ხართ, შინაური ცხოველზე ზრუნვით დაიწყეთ.

ტყუპები

ბევრი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ, რაც ნათესავებთან კავშირშია. თქვენთვის ძვირფას ხალხზე იზრუნეთ, რომ მომავალში მათი ჯანმრთელობა არ გაუარესდეს. სახლიდან შორს პროდუქტიული მუშაობა გელით. ძველ იდეებს გაახორციელებთ. ამაში კოლეგები და მეგობრები დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ოჯახს და ყოფით საქმეებს მეტი დრო დაუთმეთ. ფულთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უსიამოვნებები მოსალოდნელია. ახლობლების დახმარებით ყველაფერს გაუმკლავდებით. თვის ბოლოს სამსახურში ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მოაგვარებს.

ლომი

ღირებულებებს ძირეულად გადააფასებთ. საყრდენს იპოვით ადამიანებში, რომელთაც ადრე ეჯიბრებოდით. მათთან თავის შერცხვენას მოერიდეთ. ყურადღებით იმუშავეთ, რადგან სკანდალის დიდი რისკია. ყველაფერთან გამკლავების შემთხვევაში თვის ბოლოს დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ.

ქალწული

ოჯახს მეტ დროს დაუთმობთ. შვილებთან ურთიერთობა დაალაგეთ. ინტელექტუალურ საქმიანობას და შემოქმედებას დრო დაუთმეთ. სამსახურში ბევრი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება.

სასწორი

სახლის საზრუნავს მიხედეთ. გადადებულ საქმეებს მიხედეთ და ბოლომდე მიიყვანეთ. რუტინაში ჩაძირვა საჭირო არაა. თქვენი სურვილები და გატაცებები არ დაივიწყოთ. საბედისწერო ნაცნობობა მოსალოდნელია.

მორიელი

თვის პირველ ნახევარში სწავლების გაძლიერებულ რეჟიმს გაივლით. კარგი დროა პროფესიული უნარების გასავითარებლად და იმის საჩვენებლად, რომ მეტს იმსახურებთ. ასე დაწინაურების შანსს გაზრდით. თვის მეორე ნახევარი ოჯახს დაუთმეთ.

მშვილდოსანი

ფინანსურად წარმატებული თვე გაქვთ. მოლაპარაკებები, მივლინებები და ახალი ნაცნობები თქვენს შემოსავალს გაზრდის. ახლობლები თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ძველ ნაცნობებთან შეხვედრისას სასიამოვნო სიახლეებს გაიგებთ.

თხის რქა

ინტელექტუალური მუშაობით სასურველ შედეგს მიიღებთ. პროფესიული კუთხით კარგი თვეა. კარიერულ კიბეზე წინსვლის შანსი გამოჩნდება. ზამთრის ბოლო თვე ნათესავებთან კონტაქტის დასამყარებლად და ახალი ჰობის ასათვისებლად გამოიყენეთ.

მერწყული

ჯანმრთელობას მიხედეთ, სპორტით დაკავდით. გეგმა შეადგინეთ და ახალი საქმის დასაწყებად მოემზადეთ. დიდი ინვესტიცია შეგიძლიათ ჩადოთ. გარიგების ჩაშლის არ შეგეშინდეთ. საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება.

თევზები

მეგობრები თქვენს ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. სასიხარულო მოვლენებს სამწუხარო შეცვლის. მეგობრების მხარდაჭერა გამოგადგებათ. პატარა ყოფით საკითხებს მიხედეთ და ახალი სეზონისთვის მოემზადეთ.

Advertisement