ჯანმრთელობა
თბილი წყალი თაფლით: რა მოუვა თქვენს ორგანიზმს, თუ მას რეგულარულად დალევთ
ზოგიერთი ადამიანი ყოველ დილით სვამს ყავას. თუმცა, უზმოზე საუკეთესო არჩევანია თაფლიანი თბილი წყლის დალევა. დაწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი თბილი წყლით სავსე ფინჯანში, დაუმატეთ 1 ს.კ. ნატურალური თაფლი. მოურიეთ და მიირთვით დილით, საუზმემდე 30 წუთით ადრე. ეს დაგეხმარებათ საკვებიდან ყველა სასარგებლო კომპონენტის ათვისებაში.
მიზეზეი, თუ რატომაა აუცილებელი ამ სასწაულმოქმედი ნაზავის მიღება:
1. ასტიმულირებს იმუნურ სისტემას
ლიმონის წვენი იმ ვიტამინების შესანიშნავი წყაროა, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ამრიგად, ასეთი სასმლის რეგულარული მოხმარება გვეხმარება ზედა სასუნთქი გზების ინფექციების, მათ შორის, გაციებისა და გრიპის გაჩენის რისკის შემცირებაში. ხოლო თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც გვეხმარება დაავადებებთან, მათ შორის, ხანგრძლივ დაავადებებთან და მდგომარეობებთან ბრძოლაში.
2. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს ნერვულ სისტემას
გლუკოზა და ფრუქტოზა აუმჯობესებს უჯრედების კვებას, ამამჟავებელ პროცესებს, აძლიერებს შხამების მაუვნებელყოფელ მოქმედებას, რის შედეგადაც ხდება მშვიდი ძილის უზრუნველყოფა, მცირდება გაღიზიანებადობა, უმჯობესდება მხედველობა, ჩნდება სიმხნევე და იზრდება შრომისუნარიანობა. შაქრების ასეთი მოქმედება ძლიერდება ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებსაც თაფლი შეიცავს. მასშივე არსებული კალიუმი და ნატრიუმი ხელს უწყობს იონურ წონასწორობას ორგანიზმში და, ამ სახით, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაც უმჯობესდება.
3. ზრდის ენერგიის დონეს
ბევრი ჩვენგანი უპირატესობას ანიჭებს დღეში რამდენიმე ფინჯანი ყავის დალევას, ენერგიის მოზღვავების მიზნით. თუმცა, ყავა შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინს, რომლის ზედმეტი მოხმარებას იწვევს გულისცემის გახშირებას, შფოთვასა და თავის ტკივილებს. სამაგიეროდ, თაფლიანი თბილი წყალი კოფეინს არ შეიცავს. მისი მოხმარება მეტისმეტად ატენიანებს ორგანიზმს და იწვევს ძალების მოზღვავებას, რაც თავს განახლებულად გვაგრძნობინებს და გვამზადებს მუშაობისთვის.
4. ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და დეტოქსიკაცია სურთ, ეს ჩვეულებრივი სასმელი შესანიშნავი საშუალებაა. იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აუმჯობესებს ჩვენი თმისა და კანის მდგომარეობას, რამდენადაც თვილი წყალი ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებსა და სხვა მავნე ნივთიერებებს. ყოველ დილით ამ სასმლის მიღება განკურნავს ქრონიკული ყაბზობის პრობლემას.
5. გვეხმარება წონის დაკლებაში
თაფლიანი წყალი აჩქარებს ჩვენს მეტაბოლიზმს, ჩვენს სხეულს საშუალებას აძლევს, უფრო მეტი კალორია დაწვას, დაშალოს ცხიმები, რომლებიც ჩვენი კანის ქვეშაა დაგროვილი, და გამოდევნოს ტოქსინები. მიირთვით თაფლიანი წყალი ყოველთვის, როცა რაღაც ტკბილი მოგინდებათ. მას მადის შემცირების თვისება აქვს, რომელიც შიმშილის გრძნობას ანაყრებს დიდი ხნით. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ჭარბი კილოგრამების მოშორებას უწყობს ხელს.
6. ამცირებს სახსრების ტკივილს
თაფლს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, რომლებიც გვეხმარება ქრონიკულ ანთებასთან ბრძოლაში, მათ შორის, სახსრების ანთების, ტკივილის, შესიებისა და გამაგრების დროს. მათ, ვისაც ართრიტი აწუხებს, ასეთი სასმლის მოხმარება მნიშვნელოვან შვებას მოგვრის.
7. ანელებს დაბერებას
ტოქსინები იწვევს ნაადრევ დაბერებას. თაფლიანი წყალი გამორეცხავს მავნე ტოქსინებს და წმენდს ორგანიზმს. კანი თანდათან ახლდება, რამდენადაც თაფლი აღადგენს უჯრედებს, ახდენს ნაოჭების პროფილაქტიკას და ზრდის მის ელასტიურობას.