Connect with us

ტესტები

თავსატეხები უფროსებისთვის. შეამოწმეთ თქვენი საზრიანობა რამდენიმე წუთში

მიხვედრილობა ნებისმიერ სიტუაციაში სასარგებლო უნარია. ყველა ფიქრობს, რომ საკმარისად ჭკვიანია, მაგრამ ამას რეალური მტკიცებულება ყოველთვის არ აქვს. ეს იმედს გვიცრუებს.

Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე თავსატეხს გასართობად და გონების სავარჯიშოდ. ამოცანები დაფიქრებას და გონების დაძაბვას გაიძულებთ. ეცადეთ, რომ ამოცანები სწრაფად ამოხსნათ. სტატიის ბოლოს პასუხებს შეადარეთ.

ამოცანები

1. პირველი ამოცანა ლოგიკას ავარჯიშებს. მოცემულია სიტუაცია. ცოტნემ ორი დედისა და ორი ქალიშვილისთვის საჩუქრები შეარჩია. სულ სამი საჩუქარი გამოვიდა. ახსენით, როგორ შეიძლება ეს იყოს სწორი.

2. ამ შემთხვევაში მათემატიკური გამოთვლების ცოდნა და დაკვირვების უნარი დაგჭირდებათ. რა ციფრები იმალება ნაძვის ხის, სათამაშოს და ვარსკვლავის უკან? გამოთვალეთ მეოთხე მაგალითი.

3. აქ დაკვირვების უნარი გჭირდებათ. სურათზე ორი ქალი და ერთი კაცია გამოსახული.  ქალებიდან ერთ–ერთი ამ ტრავმირებული კაცის ცოლია. გამოიცანით, ვინ არის მისი ცოლი.

პასუხები:

1. ცოტნემ საჩუქრები გაუკეთა მისთვის ძვირფას ქალებს. ესენია ცოლი, სიდედრი და ღვიძლი ქალიშვილი. ცოტნეს ცოლი დედაც და ქალიშვილიც არის, ამიტომ ასე ამოცანის პირობები სწორია.

2. ჯერ გამოთვალეთ ნაძვის ხის ციფრი: 120 ÷ 3 = 40. ორი ვარსკვლავია (100 – 40) ÷ 2 = 60 ÷ 2 = 30. ერთი ვარსკვლავი გამოდის 30 ÷ 2 = 15. მესამე მაგალითში სამი ვარსკვლავია 3 × 15 = 45. წითელი სასაჩუქრე ყუთი გამოდის 105 – 40 – 45 = 20. აქედან ვიღებთ, რომ მეოთხე მაგალითში კითხვის ნიშნის ნაცვლად უნდა იყოს 15 + 20 = 35.

3. ამ თავსატეხში დეტალებს უნდა დააკვირდეთ. სამივე პერსონაჟის ხელებს დააკვირდით. მამაკაცს არათითზე საქორწილო ბეჭედი უკეთია. მსგავსი ბეჭედი ნარინჯისფერკაბიან ქალს უკეთია, გამოდის მისი ცოლია.

გონების სავარჯიშო თავსატეხები რეგულარულად ავარჯიშეთ, თუ საზრიანობის და დაკვირვებულობის უნარების განვითარება გსურთ.

Advertisement