თავის მოვლა
ზღვის მარილის აბაზანით ვერავის გააკვირვებთ, მაგრამ რას იტყვით შხაპზე?
აბაზანა ზღვის მარილით სილამაზის ჟანრის კლასიკაა. ქალები მას ფეხის ან მთელი ტანის აბაზანისთვის იყენებენ, რომ კარგად მოდუნდნენ. ზღვის წყლიდან მიღებული მარილი განსაკუთრებულ სასარგებლო თვისებებს ფლობს. თუმცა ყველამ არ იცის, რომ საშუალებას გამწმენდი შხაპის დროს იყენებენ. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია ყველაფერზე დეტალურად გიამბობთ, ასევე ზღვის მარილის გამოყენების ხრიკებს გიზიარებთ.
აბაზანა ზღვის მარილით
ზღვის მარილის მიღება ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინ ისწავლეს. ინდოეთში, ჩინეთსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებში მის სამკურნალო თვისებებზე საუბარი დაიწყეს. უფრო მეტიც, ჩინურ ტრაქტატში „პენ–ცაო–კან–მუ“ ამ პროდუქტის გამოყენების 100-ზე მეტი ვარიანტი იყო აღწერილი.
მსოფლიოში ზღვის მარილს სხვადასხვა მეთოდით იღებენ. მაგალითად, ინდური შავი მარილი ყველაზე ღირებულად ითვლება. ასეთი თიხის და ზღვის წყალმცენარის გამო ხდება. აი, ჰავაის კუნძულებზე მარილს არა მხოლოდ შავი, არამედ წითელი შეფერილობა აქვს. ასეთ ფერს ვულკანის ლავა და წითელი თიხა ანიჭებს.
სხვათა შორის, მარილის ფერი მის გემოზე გავლენას ახდენს. უფრო მწარე და ტკბილი სახეობის მარილი არსებობს. გასაკვირი არაა, რომ მთელი მსოფლიოს მზარეულები ფერად ზღვის მარილს უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე ჩვეულებრივ მარილს.
კანისთვის სარგებელი
ზღვის მარილი ორგანიზმისთვის სასარგებლო მიკროელემენტების საწყობია. ის შეიცავს ბრომს, სილიციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ასევე იოდს, კალიუმს, თუთიას და კალციუმს. ბოლო 3 კომპონენტი კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან მის აღდგენას და განახლებას ხელს უწყობს. მარილში შემავალი სელენი და რკინა ორგანიზმის დაბერებას ანელებს, ამიტომ კოსმეტოლოგიაში მარილს ხშირად იყენებენ.
ზღვის მარილი მშვენივრად მუშაობს არა მხოლოდ ცალკე, არამედ სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში, რომლებიც მის ეფექტს აძლიერებენ. მაგალითად, მარილის და მცენარეული ექსტრაქტების კომბინაცია კანს ამშვიდებს და მის მდგომარეობას აუმჯობესებს. ზღვის მარილის და ზეთის ტანდემი კანს ტონუსს მატებს და სტრესს სწრაფად აქრობს. მარილი თერმულ წყალთან ერთად ხშირად გამოიყენება.
თუ კანის პრობლემები გაქვთ, ყოველდღიურად ზღვის მარილზე დაფუძნებული თავის მოვლის საშუალებები გამოიყენეთ. მაგალითად, ცხიმიან კანზე მარილიანი გამწმენდი ქაფი დაგეხმარებათ. მარილის ნიღაბი კანის უსიამოვნებების გაქრობაში დაგეხმარებათ.
სხეულისთვის სარგებელი
ზღვის მარილს სხეულისთვის ხშირად იყენებენ. პროდუქტი განსაკუთრებით გამოადგება მათ, ვისმა კანმაც მოქნილობა დაკარგა. ასევე მათ, ვინც საძულველ ფორთოხლის ქერქს უჩივის. გარდა ამისა, მარილი ჭარბ ოფლიანობას ებრძვის.
თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება გიყვართ, ტერფების მდგომარეობაზე იზრუნეთ. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ზღვის მარილით ფეხები ხშირად დაისკრაბოთ. ასე უსიამოვნო ნახეთქებს თავიდან აიცილებთ. ფეხის აბაზანას ზღვის მარილთან ერთად ეთერზეთები, მაგალითად, ლავანდის, ბერგამოტის ან ბარამბოს ზეთი დაუმატეთ.
სხვათა შორის, იგივე ზღვის მარილის აბაზანები შეგიძლიათ ხელისთვის გაიკეთოთ. სილამაზის პროცედურა აქტუალურია მათთვის, ვინც ფრჩხილებს გელლაქით ხშირად იფარავს. მარტივი საშუალების რეგულარული გამოყენება მას უფრო ძლიერს გახდის. ამავე პრინციპით ზღვის მარილზე დაფუძნებული თმის მოვლის საშუალება მოქმედებს.
სულის გამწმენდი პრაქტიკა
როგორც ხედავთ, ზღვის მარილი შეგიძლიათ სხვადასხვა მიზნით გამოიყენოთ. ოღონდ სასურველი ეფექტის მისაღებად ყოველთვის აბაზანის მიღება აუცილებელი არაა. საკმარისია შხაპი მიიღოთ და მარილი გამოიყენოთ. უჩვეულოა, ასეა?
ითვლება, რომ ზღვის მარილს ცუდი ენერგეტიკის და ნეგატივის შთანთქვა შეუძლია. ამრიგად, ის განწყობას აუმჯობესებს. სასურველი ეფექტის მისაღწევად სხეული დაისველეთ, შემდეგ მარილით დაისკრაბეთ. მსუბუქი, მასაჟური მოძრაობით მარილი მთელ ტანზე წაისვით. ახლა ზღვის მარილი წყლით ჩამოიბანეთ.
ამ შესანიშნავი მეთოდით მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სტრესს და დაღლილობას მოიშორებთ. როცა ასეთ შხაპს მიიღებთ და მარილს ჩამოიბანთ, წარმოიდგინეთ, თუ როგორ იშორებთ მთელ ნეგატივს და როგორ ივსებით სუფთა და ნათელი ენერგიით.
ზღვის მარილის რომელი სასარგებლო თვისება არ ჩამოვთვალეთ? აუცილებლად მოგვწერეთ, თქვენ თუ იყენებთ ამ სასწაულ პროდუქტს!