Connect with us

ტესტები

ზუსტი ტესტი ფსიქოტიპის დასადგენად, რომ თქვენი ქცევა უკეთესობისკენ შეცვალოთ

გსურთ გაიგეთ მეტი საკუთარი თავის შესახებ და გამოავლინოთ თქვენი ხასიათის ახალი საზღვრები? Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ფსიქოლოგიურ ტესტს ფსიქოტიპის დასადგენად. ყველაფერი მარტივია: მოდუნდით და სურათს შეხედეთ. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. დიდხანს არ იფიქროთ, რადგან ამ ტესტში პირველი შთაბეჭდილება ყველაზე მნიშვნელოვანია.

ტესტი ფსიქოტიპის დასადგენად

საქმეს არ გავაჭიანურებთ და პირდაპირ შედეგებზე გადავალთ. ქვემოთ თითოეული ფსიქოტიპის მოკლე დახასიათებაა. თუ თემაში ჩაღრმავება გსურთ, წაიკითხეთ ჰაიდი პრიბეს საინტერესო წიგნი „როგორი პიროვნების ტიპი გაქვთ?“

ნახატი № 1: ჰიპერთიმიური ფსიქოლოგიური ტიპი

თუ პირველი გამოსახულება აირჩიეთ, გილოცავთ. ოპტიმისტი ხართ, რომლისთვისაც ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა და არა ცარიელი. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კარგის დანახვას ახერხებთ. ინიციატივას ხშირად საკუთარ თავზე იღებთ, თუმცა ზოგჯერ საქმე ბოლომდე არ მიგყავთ.

ცუდ განწყობაზე იშვიათად ხართ, რადგან მოსასვლელი არსაიდან აქვს. თქვენ ხომ მუდმივად მოძრაობაში ხართ და თავგადასავლებს ეძებთ. რუტინა და ერთფეროვნება გაღიზიანებთ. მარტოობის გადატანა გიჭირთ: კომუნიკაბელური ადამიანი ხართ.

ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა ახალი სასარგებლო ნაცნობების შეძენაში გეხმარებათ. თქვენი წყობილებიდან გამოყვანა ძალიან ადვილია. ზოგმა შეიძლება კონფლიქტური გიწოდოთ, მაგრამ უბრალოდ ემოციებს აყოლილი ხართ.

ნახატი № 2: აღელვებული ფსიქოლოგიური ტიპი

იმპულსური ხართ და საკუთარ სურვილებს ხშირად ნებდებით. ზედმეტი ემოციურობა საკუთარი თავის გაკონტროლებაში ხელს გიშლით. როცა საქმე პრობლემის მოგვარებას ეხება, ინსტინქტურად აზროვნებთ, შესაძლო შედეგებზე არ ფიქრობთ.

შეიძლება ითქვას, რომ გაღიზიანებული ადამიანი ხართ, ნებისმიერი კრიტიკის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ხართ. თუ სწავლა ან სამსახური არ მოგწონთ, დასახულ ამოცანას ენთუზიაზმის გარეშე შეასრულებთ. მხოლოდ იმიტომ, რომ აუცილებელია.

რეალობის აუტანლობა, რომელიც თქვენს სურვილებს ხშირად არ ემთხვევა, სხვებთან კონტაქტში ხელს გიშლით. აწმყოთი და მომენტით ცხოვრობთ, მაგრამ ამისთვის გჭირდებათ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც თქვენ გსურთ.

ნახატი № 3: გაჭედილი ფსიქოლოგიური ტიპი

ამ ფსიქოტიპის სახელი თავისთავად საუბრობს. იმ ადამიანებს შორის ხართ, ვინც საკუთარ განცდებს უღრმავდება, თითქოსდა მათში იჭედება. თქვენთვის გულის ტკენა ადვილია და თქვენი ნდობის დაბრუნება ძალიან რთულია. თუ ვინმე თქვენს თავმოყვარეობას, სიამაყეს და პატივს შეურაცხყოფას მიაყენებს, ჩათვალეთ დაკარგულია.

თავდაჯერებული და ჯიუტი ხართ, დასახული მიზნების მიღწევა გიყვართ. როგორი თავბრუდამხვევიც არ უნდა იყოს წარმატება, თქვენთვის საკმარისი მაინც არაა. პროდუქტიულობა, მოტივაცია და ცნობისმოყვარეობა სიმაღლეზე ყოფნაში გეხმარებათ, იქნება ეს სამსახური თუ პიროვნული ზრდა. თუ რაიმე ბიზნესს ხელს კიდებთ, საქმე აუცილებლად ბოლომდე მიგყავთ.

ნახატი № 4: პედანტური ფსიქოლოგიური ტიპი

პასუხისმგებლობა, სისუფთავე, სკრუპულოზობა და პუნქტუალურობა – თქვენი ხასიათის მთავარი ნიშნები. ნებისმიერ დასახულ ამოცანას კეთილსინდისიერად და საფუძვლიანად ეკიდებით. იმ ადამიანებს შორის ხართ, ვისზე დაყრდნობაც შეიძლება. კონფლიქტში ჩარევა არ გიყვართ, მაგრამ სამართლიანობის მწვავე გრძნობა გაჩუმების უფლებას არ გაძლევთ, თუ რაიმე დარღვევის მოწმე გახდით.

ზოგჯერ ძალიან მომაბეზრებელი და მეწვრილმანე ხართ. სიზუსტეს და ოპერატიულობას მიჩვეული ხართ, მაგრამ რთული ამოცანების მოგვარება გიჭირთ. ჯერ ყველაფერზე კარგად უნდა დაფიქრდეთ, ყველაფერი აწონდაწონოთ, შემდეგ მოაგვაროთ.

ნახატი № 5: ემოციური ფსიქოლოგიური ტიპი

ნაზი სულიერი ორგანიზაცია გაქვთ. ყველაზე უმნიშვნელო სიტუაციაც გულთან ახლოს მიგაქვთ. ძალიან ადვილია, ვინმემ გული გატკინოთ და წვრილმანებზე ნერვიულობა გაიძულოთ. სხვებს ადვილად ეჯაჭვებით და ახლობლებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხართ.

უცნობის შიში თქვენთვის ჩვეულია. სამსახურში ლიდერად ყოფნას არ ცდილობთ, რადგან ზედმეტი პასუხისმგებლობა არ გჭირდებათ. უფრო მოგწონთ მშვიდი ცხოვრება, რომელშიც ყველაფრისთვის მზად იქნებით. სინამდვილეში ასე არ ხდება. სწორედ ამიტომ, საკუთარ ემოციებთან გამკლავება მოგიწევთ.

ნახატი № 6: ექსტრავერტული ფსიქოლოგიური ტიპი

კომუნიკაბელური ადამიანი ხართ და ახალი ნაცნობების შეძენა გიყვართ. ხშირად სხვების გავლენის ქვეშ ექცევით და აზრს სწრაფად იცვლით. გარისკვა და საკუთარი თავის გამძლეობაზე გამოცდა გიყვართ. როგორ სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ, თავს ყოველთვის ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში.

ხალხთან ურთიერთობა მოგწონთ, რადგან მათი შესწავლა გიყვართ. დარწმუნებული ხართ, რომ მოსაუბრის გრძნობების გაგებას ყოველთვის შეძლებთ. ყურადღება გიყვართ და სხვებს უპრობლემოდ უზიარებთ. საკუთარ გრძნობებსა და განცდებზე ხმამაღლა საუბარი არ გაშინებთ.

Advertisement