Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთათვისაც ეს კვირა ყველაზე ცუდი ან ყველაზე კარგი იქნება

ამ კვირაში უსიამოვნებები და უბედურებები თავიდან რომ აიცილოთ, ეცადეთ, ასტროლოგების რეკომენდაციები შეასრულოთ. ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, რომ მიმდინარე კვირა არც ისე ჩვეულებრივი იქნება.

ნორმალური მოვლენაა, როცა ცხოვრებაში ცვლილებები ხდება, მათ შორის – უსიამოვნოც. კარგი იქნება, თუ მათი მოახლოვება პროგნოზირებადი გახდება და წინასწარ გვეცოდინება ხოლმე. მთავარია, არ ვიფიქროთ ცუდზე და არ მივცეთ უსიამოვნო ადამიანებს თქვენზე გავლენის მოხდენის საშუალება.

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთათვისაც ეს კვირა საუკეთესო ან ყველაზე ცუდი იქნება:

1. ლომი

ლომების უმრავლესობა, კვირის ნაწილს მოდუნებულ მდგომარეობაში და ნოდნავ მელანქოლურ განწყობაზე გაატარებს. ყველაზე მეტად დაკავდებიან თვითსრულყოფის, შინაგანი კომპლექსებისგან გათავისუფლების საკითხებით.

საგრძნობ სარგებელს მოუტანს მათ აღმოსავლური სულიერი პრაქტიკები: ციგუნი, იოგა ან მედიტაცია. შეიქმენით მშვიდი და განმარტოებული გარემო.

თუ სახლში მარტო ყოფნის შესაძლებლობა არ გაქვთ, გაისეირნეთ ბუნებაში. ასევე, კარგი იქნება საუნაში ყოფნაც: წყლის პროცედურები დადებითად აისახება თქვენს სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. კვირის ბოლოს შეიძლება წვეულებაზე მიგიწვიონ, თუმცა, ხმაურიანი კამპანია სიამოვნებას ნამდვილად არ მოგანიჭებთ, პირიქით, შესაძლოა რომელიმე ნაცნობთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.

2. კირჩხიბი

კვირის ბოლოს გაგიჭირდებათ ერთი გადაწყვეტილების პოვნა. თითქოს თქვენში ორი ადამიანი ზის. ერთ-ერთ მათგანს დიდი რაოდნეობით ენერგია ექნება და მარტივადაც გადაწყვეტდა ყველა პრობლემას, რომ არა მეორე, რომელიც არა პრობლემებითა და საქმეებით იქნება დაინტერესებული, არამედ საკუთარი პირადი ცხოვრებით.

აუცილებელია ბალანსის პოვნა. მას იპოვით, ოღონდ არა საუკეთესო გზის გავლით. თქვენ რაღაც ძვირფასს შეიძენთ, რაც დაგეხმარებათ ყველაფრის დავიწყებასა და ამ შენაძენზე კონცენტრირებაში.

3. თევზები

თქვენ გელოდებათ ოჯახური გარჩევები, მშობლიური დრამები. კონფრონტაციული მთვარე პირდაპირ გიბიძგებთ გრძნობების გამწვავებისკენ. სხვა დროს გაივლიდით და ვერ შეამჩნევდით, მაგრამ ახლა რაღაც წვრილმანს შეუძლია თქვენი გაღიზიანება და კამათის მიზეზად ქცევა.

როგორღაც უნდა გადაიტანოთ ეს დრო, რადგან ცოტა ხანში თქვენს თავზე გაგეცინებათ. უმჯობესია, ახლა იტიროთ, თავი შეიკავოთ ჩხუბისგან, რათა შემდეგ არ ინანოთ მიღებული შედეგები.

4. კურო

სამსახურში შესაზლოა გარჩევებისა და უთანხმოების წარმოშობა. არ ჩავარდეთ უკიდურესობაში, ამ კვირას ნამდვილად ვერ შეძლებთ რამის გადაწყვეტას, დასრულებას, გადალახვას –  მოგიწევთ ლოდინი. ფინანსურ მდგომარეობას შეიძლება ვუწოდოთ არამდგრადი – არ გარისკოთ, არ გადადგათ წინდაუხედავი ნაბიჯები!

ოჯახში გულწრფელობის ნაკლებობაა. თვითშეგრძნება – შეუძლო, თუმცა ეს სტრესისა და გადაღლის შედეგია. მიუძღვენით თავი ხელოვნებას – ეს სიამოვნებასა და სიხარულს მოგანიჭებთ.

5. ტყუპები

ტყუპებისთვის, კვირის პირველ ნახევარში, გამორიცხული არაა უფროსობასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობის სირთულე. შესაძლოა, ინიციატივა იმ საკითხებში გამოიჩინოთ, რომელიც თქვენს კომპეტენციაში არ შედის. ეს სწორედ რომ არაა ის დღეები, როცა ინიციატივა დასჯას გამოიწვევს. ასევე, შესაძლებელია ოჯახში უთანხმოებაც.

კვირის მეორე ნახევარში რეკომენდებულია, თავი შეიკავოთ მკვეთრი მოძრაობებისგან პარტნიორთან ურთიერთობასა და ბიზნეს-საქმიანობაში. პარტნიორთან უთანხმოება ახლა შეიძლება პირველ ადგილზე ამოტივტივდეს. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და მოუთმენელი პარტნიორთან. ყველასა და ყველაფრის გაკონტროლების მცდელობა სერიოზულად გაგირთულებთ მდგომარეობას.

6. თხისრქა

ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. სამსახურში – ნერვული გარემოა. ცუდად ორტიენტირდებით სიტუაციებში. ფინანსური საკითხები სავსებით გადაწყვეტადია. დროა, სერიოზულად გადახედოთ ხარჯებს და ისინი შემოსავალთან შესაბამისობაში მოიყვანოთ. ცხოვრების გემოს შეიგრძნობთ, თუ ფულს იმაზე დახარჯავთ, რაც მოგწონთ, თუმცა, კვირის შუა დღეებში ხარჯები უნდა შეზღუდოთ და არავის მისცეთ საფულეში ჩახედვის უფლება.

ოჯახში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს: მკვეთრი, შემოქმედებითი ურთიერთობა. თვითშეგრძნება არც ისე სახარბიელოა. შემოქმედებითი ძალისხმევა ამაოა – ამის დრო ნამდვილად არ გაქვთ.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და მიმდინარე კვირა მარტივად ჩაივლის.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.