Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სწრაფად და შეუჩერებლივ ბერდებიან

იმის ცოდნით, თუ რა არის ადამიანის ზოდიაქოს ნიშანი, როგორ იქცევა, როგორ ურთიერთობს და რაზე განიცდის, მისი მომავლის პროგნოზირება შეიძლება. დრო უმოწყალოდ გარბის, ხოლო ადამიანი ოდესღაც დაბერებას იწყებს. საინტერესოა, რომ ზოგიერთ ზოდიაქოს ნიშანს სხვებზე სწრაფად დაბერება ახასიათებთ.

Alltime.ge-ს რედაქცია ამ ზოდიაქოს ნიშნებზე გიამბობთ და ეცდება გაარკვიოს, შეიძლება თუ არა მათ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა, რომ უფრო დიდხანს და კარგად იცხოვრონ. სწრაფი დაბერების მიზეზი ყოველთვის არსებობს და მიზეზის აღმოფხვრით შეიძლება ახალგაზრდობით უფრო დიდხანს დატკბეთ.

ზოდიაქოს ნიშნები ცხოვრებაში

ქალწული

ყველაფერში გულმოდგინე ქალწული ყველა წვრილმანს ყურადღებას აქცევს. ყოველთვის სისუფთავეს თვალყურს ადევნებს, მას ყველაფერი დალაგებული აქვს: ფინჯნები ფერების მიხედვით, წიგნები ანბანის მიხედვით, ნივთები იდეალურად სწორად. ქალწული სახლში სიმყუდროვეს დიდ ყურადღებას უთმობს, ზოგჯერ ზედმეტად. დღიდან დღემდე გაუჩერებლივ მუშაობს. ყოველთვის სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის, ამიტომ პენსიაზე გასვლამდე ბერდება. ქალწულში აპათია დუღს, გაღიზიანებული და ჩაკეტილი ხდება. მას შეუძლია მთელი ცხოვრება ერთ ადამიანს მიუძღვნას და სიბერეში ოჯახი მისი ერთადერთი ნუგეშია.

კირჩხიბი

კირჩხიბი მთელი ცხოვრება თანაუგრძნობს ყველა ადამიანს, რომელთაც ცხოვრების გზაზე ხვდება. ბუნებით გულახდილია და ნებისმიერ უცნობთან საერთო ენას პოულობს. თავად კირჩხიბი საკუთარ თავზე საუბარს არ ჩქარობს. ახლობელს გულს მხოლოდ დროთა განმავლობაში უშლის. კირჩხიბი თავის ემოციებს სათანადოდ მალავს. უკმაყოფილებას იშვიათად გამოხატავს, მაგრამ წყენიაა. სხვების ბედზე ბევრს ნერვიულობს, ამიტომ ცხოვრების ეკვატორზე ურთიერთობისგან იღლება და გულგრილობას ავლენს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანთან არ მოიწყენთ. ამ ცეცხლოვან ნიშანს ცხოვრება თავგადასავლების გარეშე ვერ წარმოუდგენია. მშვილდოსანი ერთ ადგილას არასდროს ზის. როგორც კი მოწყენილობას გრძნობს, საქმიანობას იცვლის. ადამიანებთან საერთო ენას პოულობს, სიტყვებს ჯიბეში არ ეძებს. ახალგაზრდა მშვილდოსნისგან მუდმივობას არ უნდა ელოდოთ. ხანდაზმულ ასაკშიც მოსაწყენ ერთფეროვან ცხოვრებას ვერ ეგუება. ეს საპენსიო ასაკამდე დიდი ხნით ადრე მისი უკმაყოფილების და აგრესიული ქცევის მიზეზია.

მორიელი

მორიელი ყველაზე ძლიერ ნიშნად ითვლება, ცივსისხლიანობას და მოთმინებას ავლენს იქ, სადაც სხვები უძლურები არიან. მიზანდასახულობა და შეუპოვრობა სასურველის მიღწევის საშუალებას აძლევს. მორიელი თავის განცხადებებში საკმაოდ მკვეთრია, ამიტომ ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავს. მორიელს ეს არ აწუხებს, ოჯახში ახლობლების ერთგულია და მთელი ძალებით მათ დაცვას ცდილობს. მორიელს დაშოშმინება უჭირს, შეუპოვარი შრომის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. საქმისადმი მგზნებარე ერთგულება უმოწყალოდ აბერებს. არასწორი კვება, მავნე ჩვევები და უსასრულო სტრესი ამ ზოდიაქოს ნიშანს ძალიან სწრაფად აჭკნობს.

თევზები

თევზები მგრძნობიარე და მზრუნველი ნიშანია, რომელიც ყოველთვის სხვების დახმარებას ცდილობს. მის განწყობაზე ნებისმიერი წვრილმანი გავლენას ახდენს. თევზი სწრაფად ბერდება და ადამიანები მას ზურგს აქცევენ, რადგან საკუთარი ცხოვრებით ტკბობა არ შეუძლია. თევზები ყოველთვის რაღაცას იგონებს და გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს. რეალობაში, უშაქრო ყავამ ან გამვლელის ირიბმა გამოხედვამ შეიძლება გული ატკინოს. ეს მეგობრებთან და ნაცნობებთან სამყაროს უსამართლობის გაზიარების მიზეზია. თევზის წუწუნი და ნეგატივი მეგობრებს და ნათესავებს აშორებს.

ზოგჯერ სჯობს საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ, ნათესავების და მეგობრების რჩევებს მოუსმინოთ, რომ ცხოვრება ახლიდან დაიწყოთ და ყოველი დღით ისიამოვნოთ. იდეალური არავინაა, მაგრამ ყველა ჰარმონიული არსებობისკენ მივისწრაფვით. ვარსკვლავები არასდროს იტყუებიან, ზოგჯერ მთვარე ბედნიერი ცხოვრების გზას გვიჩვენებს, ამიტომ ჰოროსკოპის უგულებელყოფა არ ღირს.