Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებმაც ადამიანების ნდობა დაკარგეს

Alltime.ge-ს რედაქცია ხშირად გიამბობთ ზოდიაქოს ნიშნების საუკეთესო, ასევე მათი ყველაზე საზიზღარი თვისებების შესახებ. გიზიარებთ ინფორმაციას, თუ რომელი მათგანია ყველაზე მაგარი და ვინ არა. თუმცა არც ერთხელ არ გვითქვამს, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშანია უნდობელია და მუდმივად ყველას საყვედურობს. როგორც აღმოჩნდა, ასეთი მთელი ექვსი ნიშანია!

ოდესღაც ჩვენ, ყველა ნდობის გამო დავიწვით. ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად. ვის არ მოსვლია? მაგრამ ესენი ცხოვრებით ასეთები არიან. მათ დამატებითი გამოცდილება არ სჭირდებათ, რომ ხალხში ეჭვი შეეპაროთ.

ზოდიაქოს ნიშნების თვისებები

1. ვერძი

ვერძი საკმაოდ ეჭვიანია და არ უყვარს, როცა ატყუებენ. განსაკუთრებით ვერ იტანს, როცა ღირსების ასამაღლებლად იტყუებიან. მეორე მხრივ, ხედავენ მათაც, ვისაც ტყუილის თქმა არ შეუძლია. მათ გულუბრყვილოდ მიიჩნევენ. განა შეიძლება ასეთი გახსნილი სულით ცხოვრება? ასეა თუ ისე, ცოტა შრომა მოგიწევთ, რომ ვერძმა მისიანად ჩაგთვალოს და გენდოს. სხვათა შორის, ეს შეიძლება არასდროს მოხდეს.

2. ლომი

ლომი ვინმეს ნდობას უბრალოდ მიჩვეული არაა. როგორ უნდა გაანდოს სამეფო პირმა თავისი გეგმები ვიღაც მდაბიოებს. კიდევ რა! მაშინაც კი, თუ ლომი არ ქედმაღლობს, მაინც არავის ენდობა, რადგან ეს მის ბუნებას ეწინააღმდეგება.

3. თხის რქა

ეს აქტიური ორგანიზმები სხვებს ყოველთვის მსუბუქი ეჭვის თვალით უყურებენ. მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ თხის რქა, ძირითადად, მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობა. ძალიან დიდი დრო გავა, სანამ შეგისწავლით და მიხვდება, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს. როგორც ვერძს, მასაც არ უყვარს მატყუარა ხალხი, რომელიც ტყუილით ნდობის მოპოვებას ცდილობს.

4. მშვილდოსანი

მშვილდოსანი ცდილობს, რომ ადამიანების დიდ ჯგუფს და ძალიან თვალში საცემ ინფორმაციულ ფონს თავი აარიდოს. ასე შინაგან სამყაროს ტყუილისა და სხვა საზიზღრობისგან იცავს. თავს არიდებს მათ, ვინც საიდუმლოებებს არ გასცემს, მაგრამ საქმის კურსში ყოფნა სურს, აქ, კი, ხვდებით კედლებია. ყველაზე მეტად ბანკირებს ენდობიან, ვისთანაც ფულს ინახავენ.

5. მორიელი

პრინციპში, უკვე შეგვიძლია არაფერი დავწეროთ, რადგან მორიელია. თუმცა საკმაოდ შთამბეჭდავი ნიშანია და შეიძლება ინტუიციის, ემოციების დონეზე ვინმეს ენდოს. აი, მოეწონა ადამიანი, მორიელმა „იგრძნო“ და უკვე ენდობა. თუმცა ეს გრძელდება პირველ ტყუილამდე ან ამის მცირე მინიშნებამდე. მორიელი ურთიერთობას არ შეწყვეტს, მაგრამ მის სულში აღარ შეიხედავს.

6. კურო

საკმაოდ მიმნდობი ნიშანი, რომელსაც ადამიანები უყვარს და შეუძლია საკუთარ თავს ერთგვარი სულიერი ფუფუნების უფლება მისცეს. შეიძლება გაიჟღინთოს იმ ზეთით, რომელსაც მის ყურებში ყველანაირი ნაძირლები და პირფერები ასხამენ. თუ სიყვარულის გამო დაიწვება, არც ერთ მომავალ პარტნიორს არასდროს ენდობა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ვინმეს აწყობდეს. დაფიქრდით!

რედაქციისგან

თუ თვლით, რომ დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებიც ასეთ დახასიათებას საჭიროებენ, აუცილებლად მოგვწერეთ. ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხართ – მორიელი თუ თხის რქა, მთავარია, კარგი ადამიანი იყოთ. მაშინაც კი, თუ ზოგჯერ ტყუილის თქმა გიწევთ. მაგალითად, რომ ვერ შეამჩნიეთ ამკრძალავი ნიშანი და მანქანა არასწორ ადგილას გააჩერეთ.

ზოდიაქოს ნიშნების თვისებები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, მაგრამ ერთი რამ გვაერთიანებს – ჩვენ, ყველა ადამიანები ვართ და უბრალოდ ბედნიერება გვსურს.