Connect with us

საკითხავი

ვწმენდ ფანჯრებს ამ საშუალებით და შრომატევად საქმეს 6 თვით ვივიწყებ. უბრალოდ სცადეთ

გაზაფხულის თბილი მზე მთელ შენობას უფრო კაშკაშად ანათებს და ააშკარავებს ფანჯრებზე მტვერს, ჭუჭყს და წვიმის წვეთებს, რომელიც ზამთარში დაგროვდა. ეს ნიშანია, რომ სამუშაო ტანსაცმელი ჩაიცვათ, ჩვარი, ღრუბელი, საწმენდი საშუალებები მოიმარაგოთ და ფანჯრები გაწმინდოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გაწმინდოთ ფანჯრები იდეალურად ისე, რომ ლაქები და ზოლები არ დარჩეს.

ფანჯრების წმენდა ხელმისაწვდომი საშუალებებით

თუ გსურთ, რომ ფანჯრებზე ზოლები და ლაქები არ დარჩეს, ამინდს დააკვირდით. მზიან და ქარიან ამინდში ფანჯრების წმენდა უშედეგოა. მზეზე მინა სწრაფად შრება და ზოლები დარჩება. ხოლო ქარში სველ მინას მტვრის ახალი ფენა მიეკვრება. სწორედ ამიტომ, თბილი და მოღრუბლური ამინდი შესაფერისია.

სანამ ფანჯრების წმენდაზე გადახვალთ, რამდენიმე პუნქტი შეასრულეთ. პირველ რიგში, სასურველია გამოიყენოთ შვაბრა რეზინის თავით და სპეციალური ჩვარი. ასე წმენდის პროცესი გამარტივდება. ხელოვნური ზამშის ჩვარი, რომელსაც მანქანების საწმენდად იყენებენ, ფანჯრების მინასაც იდეალურად წმენდს.

ფანჯრების საწმენდად დაგჭირდებათ სპეციალური ნივთიერება, ასევე მინის პოლიროლი. ალტერნატივად ხალხური საშუალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ. ფანჯრებს ზედმეტი ნივთები მოაშორეთ, როგორიცაა ფარდა, ჟალუზი, ქოთნის მცენარეები. ავეჯიც გამოწიეთ, რომ ფანჯრებს მარტივად მიწვდეთ და მოსახერხებლად გაწმინდოთ.

პირველ რიგში, ცოცხით, ჩვრით ან მტვერსასრუტით მტვერი და ობობის ქსელი მოაშორეთ. ახლა 1 ვედრო წყალში სარეცხი საშუალება გახსენით. ჩვარი, ღრუბელი და ჯაგრისები მოიმარაგეთ.

ფანჯრების საწმენდი

გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს:

1. ძმარი და ჭურჭლის სარეცხი სითხე. 0,5 ლ წყალი, 2-3 კოვზი ძმარი და რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი სითხე  აურიეთ. მიღებული ნარევით მინა გაწმინდეთ, შემდეგ კარგად გაამშრალეთ.

2. ლიმონის წვენი ან 1 ჩ/კ ლიმონმჟავა. 200 მლ წყალი და 1 ლიმონის წვენი აურიეთ. მიღებული ნარევით მინა გაწმინდეთ. ბოლოს სალფეთქით ან რბილი ჩვრით გაამშრალეთ.

3. წყალი და მარილი. 200 მლ წყალი და 1 კოვზი მარილი აურიეთ. მიღებული ნარევით მინა გაწმინდეთ და გაამშრალეთ.

4. კალიუმის პერმანგანანტი. წყალში ცოტა კალიუმის პერმანგანანტი გახსენით. სუსტი ვარდისფერი ხსნარი უნდა მიიღოთ. მიღებული ნარევით მინა გაწმინდეთ, შემდეგ სალფეთქით ან ჩვრით გაამშრალეთ.

კიდევ რამდენიმე რჩევა

ფანჯრები ჯერ გარედან გაწმინდეთ, შემდეგ შიდა მხარეზე გადადით. შემამჭიდროებელი, სადრენაჟო ხვრელი და კუთხეები კარგად გაწმინდეთ. ფანჯრები და ფანჯრების რაფები ღრუბლით ან ჩვრით კარგად გახეხეთ. სუფთა წყლით გაწმინდეთ და გაამშრალეთ. საწმენდად სპეციალური მინის საფხეკი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბოლოს სპეციალური ჩვრით, სალფეთქით ან ძველი გაზეთით გაამშრალეთ. ასე ზოლები არ დარჩება.

სუფთა მინები მაღაზიაში ნაყიდი მინის პოლიროლით გააპრიალეთ. ალტერნატივად ეფექტური საშუალება შინ მოამზადეთ. 100 მლ თბილი წყალი, 5 მლ გლიცერინი და 15 მლ თმის კონდიციონერი ან ბალზამი აურიეთ. 30 წუთის შემდეგ ნარევი მინის გასაპრიალებლად გამოიყენეთ. ასეთ გაპრიალებულ მინაზე მტვერი ნაკლებად დაილექება.

გაპრიალების ეტაპები: ნარევი პულვერიზატორში ჩაასხით და მინის ზედაპირს წაუსვით. შემდეგ ღრუბლით ზოლების გაქრობამდე გაწმინდეთ, სულ ბოლოს კარგად გაამშრალეთ.

ამ მეთოდების გამოყენების შემდეგ ფანჯრები დიდხანს სუფთა და ბზინვარე დარჩება.

Advertisement