Connect with us

საკითხავი

ვლოცულობთ წმინდა სპირიდონის მიმართ, ვთხოვთ დახმარებას და გვაქვს სასწაულის იმედი

როცა სახლში უბედურება მოდის, მორწმუნე უფრო ხშირად დადის ტაძარში, ხატების წინ სანთლებს ანთებს და ლოცვით პატიებას და კურთხევას ითხოვს. მაგალითად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მფარველობს ყველა ქალს, წმინდა პანტელეიმონს ადამიანის განკურნება შეუძლია, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს სამსახურში დახმარებას სთხოვენ, მატრონა მოსკოველს ბავშვების აღსაზრდელად ბრძნულ რჩევას. თუ ლოცვა გულწრფელია, ზეცა თქვენს სიტყვებს მოისმენს.

ლოცვა წმინდა სპირიდონის მიმართ სამსახურზე

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა უიღბლობა და უსიამოვნება ერთმანეთის მიყოლებით წვიმასავით მოდის. ხშირად ხალხი პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება, ნებდება და დინებას მიჰყვება, ზოგჯერ უარესიც ხდება, ნუგეშს სასმელში ეძებს.

არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარ თავში ძალას პოულობენ და დახმარებისთვის მიმართავენ ფსიქოლოგს, გავლენიან პირს ან მამაოს. მათ სთხოვენ რჩევას, როგორ გააგრძელონ ცხოვრება. ამ დროს სასულიერო პირი ხშირად გვითითებს, რომ ვილოცოთ და პასუხი ჭეშმარიტ რწმენაში ვიპოვოთ.

ლოცვა ზედმეტი არასდროსაა, თუნდაც ადრე გამოუსწორებელი ათეისტი იყავით. მცოდნე მოხუცს ან სასულიერო პირს ჰკითხეთ, რომელ წმინდანს დაუნთოთ სანთელი და წაიკითხოთ ლოცვა იმ იმედით, რომ ლოცვა შესმენილი იქნება და ზეციდან დახმარება მოვა.

შექმნილ რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში ბევრს აწუხებს სტაბილური შემოსავლის უქონლობა ან სამსახურის დაკარგვის ან შემცირებაში მოხვედრის შიში. თუ მსგავს პრობლემას შეეჯახეთ, უმუშევარი დარჩით და შესაფერისი ვაკანსიის წარუმატებელი ძიებისგან დაიღალეთ, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მიმართ ლოცვა დაგეხმარებათ სამსახურის პოვნაში და სასურველი თანამდებობის დაკავებაში.

როგორ ვილოცოთ სწორად წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მიმართ?

ლოცვა და კურთხევის თხოვნა შეგიძლიათ როგორც ტაძარში, ასევე სახლში ხატის წინ. მცოდნე ხალხი გირჩევთ, რომ ჯერ წმინდანის ხატს თაყვანისცეთ და პრობლემის არსი მკაფიოდ გამოხატოთ. შემდეგ ლოცვა წაიკითხოთ. სასწაულთმოქმედს ყოველ დილა–საღამოს უნდა მიმართოთ, როცა მის სასწაულმოქმედ ძალასთან ურთიერთობის სულიერ მოთხოვნილებას გრძნობთ, სანამ დავა თქვენს სასარგებლოდ არ მოგვარდება, სანამ სამსახურში არ მოეწყობით და ფინანსური პრობლემები არ გაქრება.

ლოცვის ტექსტს ლოცვანში იპოვით. წმინდანს თქვენი სიტყვებითაც შეგიძლიათ მიმართოთ. მთავარია, გულწრფელად, წრფელი ფიქრებით და გულით ილოცოთ. უნდა გჯეროდეთ და სასწაულთმოქმედი თქვენს ლოცვას აუცილებლად შეისმენს და გზას გიჩვენებთ.

ლოცვის წაკითხვის შემდეგ რეზიუმე სწორად შეადგინეთ და სხვადასხვა კომპანიას სამსახურის დაწყების მიზნით გადაუგზავნეთ. ვერავინ დაეხმარება ადამიანს, რომელიც მაქსიმალურ ძალისხმევას არ იღებს.

რა პრობლემებით მივმართოთ წმინდა სპირიდონს?

სასწაულთმოქმედს სთხოვენ უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვის საქმეში და სხვადასხვა საცხოვრებელი პრობლემის მოგვარებაში დახმარებას. წმინდანის მიმართ ლოცვა ოჯახში ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ხალხი ელის მის შუამავლობას ბიზნესში, მოშურნეებისა და არაკეთილმოსურნეებისგან დაცვას, რომ საქმის განვითარებასა და მოგების მიღებაში დაეხმაროს.

წმინდანს სანთელს უნთებენ, როცა ბავშვი ან უფროსი ავადაა, რადგან განკურნების ღვთიურ ძალას ფლობს. წმინდანის მიმართ ლოცულობენ, როცა ოჯახში ურთიერთობის დამყარება და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება აუცილებელია.

გახსოვდეთ: მხოლოდ ლოცვით ყველა პრობლემას და სირთულეს ვერ მოაგვარებთ. დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოთ და წარმატების მიღწევა სცადოთ. როგორც ამბობენ, ზარმაცი კაცი ღმერთს ემდუროდაო.

Advertisement