Connect with us

ჰოროსკოპი

ვკითხულობთ ხელზე: რა არის რგოლები თითების ქვეშ და რაზეა პასუხისმგებელი

თითების ქვეშ არსებული რგოლები იშვიათი ნიშნებია, ამიტომ განსაკუთრებული ძალა და გავლენა აქვთ. თუ რგოლი ორმაგია, მისი ძალაც ორმაგდება. ზოგიერთი რგოლი ადამიანს დაბადებიდან აქვს: გამოდის, ბედი ამა თუ იმ მოვლენაზე განიშნებთ. ზოგჯერ რგოლი უკვე განვლილი მოვლენის შედეგად ჩნდება და ასე მოვლენის წინასწარ გამოცნობა არ შეგვიძლია.

იუპიტერის რგოლი

ამ ნიშნის მქონე ადამიანების მთავარი უნარი – მართვა და ხელმძღვანელობა. მათ თავად ბედმა ხელმძღვანელი პოზიციის დაკავება არგუნათ. ცხოვრებაში ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც რომელიმე კომპანიაში მაღალი თანამდებობის დაკავებით, ასევე საკუთარ თავზე მუშაობით. ასეთი ხალხი სხვებს იზიდავს, რჩევისთვის ხშირად მიმართავენ. ეს განსაკუთრებული ადამიანების ნიშანია, რომელთაც მასების მართვა შეუძლიათ. მათ ხალხის, პრობლემის, სიტუაციის არსის დანახვის უიშვიათესი უნარი აქვთ. სწორედ ამიტომ, შესანიშნავი პროფესიონალები ხდებიან. ეს წარმატებული ბიზნესმენის, სახელმწიფო მოღვაწის და მაღალი თანამდებობის პირების ნიშანია. გარდა ამისა პროფესიონალი ქირომანტების, ასტროლოგების, ფსიქოლოგების და ჯადოქრების ნიშანიცაა. თუ პროფესიის არჩევაზე, შესაძლებლობების განვითარებასა და მაღალი შედეგების მიღწევებზე ვისაუბრებთ, ასეთი ნიშნით ცხოვრება სწორედ ხალხის მართვას ან ეზოთერიკას უნდა დაუთმოთ.

სატურნის რგოლი

სატურნი შეზღუდვების და დაბრკოლებების პლანეტაა, ამიტომ ასეთი ნიშანის არსებობა მფლობელს კარიერულ ზრდასა და მიზნების მიღწევაში რიგ სირთულეებს უქმნის. სატურნის რგოლის მფლობელები პესიმისტები, პირქუშები და საკუთარ თავში ჩაკეტილები არიან. ეს სუიციდისკენ მიდრეკილი ხალხის ნიშანია. ასეთი ფიქრების რეალიზაცია სხვა დამატებითი ნიშნებით განისაზღვრება. ზოგჯერ ასეთი რგოლი ტრაგიკული მოვლენის გადატანის შემდეგ ჩნდება, როგორც მძიმე კარმის ნიშანი. მათ თვითკონტროლზე მუშაობა უწევთ, რომ ფიქრები და მოქმედებები აკონტროლონ. კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ რამეს გააკეთებენ.

მზის რგოლი

მზის რგოლი ადამიანს დიდ და დაუოკებელ სურვილს აძლევს, რომ რაც არ უნდა დაუჯდეს, ცნობილი გახდეს. ამ გეგმის რეალიზაციის შესაძლებლობა სხვა დამატებით ხაზებთან კავშირში განისაზღვრება. მზის რგოლის ადგილმდებარეობის მიხედვით და მზის ბორცვზე ნიშნებით რგოლი ადამიანის თვისებებს შეიძლება აუმჯობესებდეს, ეხმარებოდეს, ან, პირიქით, ბლოკავდეს.

მერკურის რგოლი

ე.წ. ქვრივის ნიშანი. სამწუხაროდ, მერკურის რგოლი ქორწინების შესაძლებლობას ბლოკავს. თუ რაიმე მიზეზით ქორწილი მაინც მოხდა, ის სწრაფი დაშლისთვის განწირულია. თავად მერკურის რგოლი შეიძლება არა თანდაყოლილი, არამედ შეძენილი იყოს (ძლიერი ემოციური სტრესის, შოკის ან გაოგნების შემდეგ გაჩენილი, მათ შორის მძიმე დაშორების ან განქორწინების, ტრაგიკული გარემოების გამო). ასეთი ნიშნის ადამიანი საპირისპირო სქესისგან ენერგეტიკულად ჩაკეტილია, ქვეცნობიერად სიახლოვის ეშინია და თავის სექსუალურობას ბლოკავს. ხშირად მერკურის რგოლის მქონე ადამიანი ინტიმურ ურთიერთობას დიდხანს გაურბის, ამასთან ძველი ქალწულის ნიშანიცაა. თუმცა ამ ნიშანს კარგი მხარეც აქვს, ის ადამიანს მჭერმეტყველების უნარს აძლევს, ასევე პოზიტივით და ლიტერატურული ნიჭით აჯილდოებს.

ოჯახის რგოლი

ძირითადად, ცერა თითის საფუძვლის ჯაჭვი, რომელიც მიგითითებთ, როგორი იქნება ადამიანის ოჯახური ცხოვრება. თუ რგოლზე კუნძულები არაა, გამოდის, მას მხოლოდ ერთი მშობელი ზრდიდა, მეორე მშობელი შეიძლება საერთოდ არ ყოლია ან არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ინდოეთში ამ ხაზზე კუნძულების მიხედვით ბავშვების რაოდენობას თვლიან, რომლებიც ადამიანს უნდა გაუჩნდეს. ზუსტი ინფორმაციისთვის ნეკა თითის ქვეშ ბავშვების ხაზთან უნდა დააკავშიროთ. რაც უფრო ზუსტი და კარგად ჩამოყალიბებული ჯაჭვია, მით უფრო ბედნიერი იქნება ადამიანი ქორწინებაში, თუმცა ამ თემაზე რიგი სხვა მაჩვენებლებიც არსებობს. გაწყვეტილი და დარღვეული რგოლი ოჯახური ცხოვრების დაშლაზე, რთულ ურთიერთობებსა და პრობლემებზე საუბრობს.

კუნძი რეკჰა

ეს ცერა თითზე მსხვილი მარცვლებია, როგორც რგოლი მის შუაში. ეს მატერიალური კეთილდღეობის ნიშანია. ითვლება, რომ კარგი მარცვლის მქონე ადამიანი ყველაფერს ადვილად აღწევს, ხოლო წყვეტილის შემთხვევაში მიზნების მისაღწევად მძიმე შრომა და დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევთ. მარცვლის არსებობისას ადამიანი ყოველთვის კმაყოფილია იმის მიუხედავად, თუ რამდენად მდიდარია. ამ ნიშნის არარსებობა და მასში არსებული ხარვეზები სამსახურის, კარიერის მოწყობის და ფულის გამომუშავების კუთხით რთულ ცხოვრებაზე მიგითითებთ. ყურადღება მიაქციეთ: რაც უფრო დიდია „მარცვალი“, მით უფრო წარმატებულია ადამიანი ფინანსურ საკითხებში. თუ გაქვთ ხაზი, მაგრამ არა მარცვალი, სიცოცხლის ბოლომდე ფინანსური სირთულეებისთვის მოემზადეთ. საინტერესო ფაქტი: ხაზის არსებობისას ადამიანი შეიძლება მდიდარი იყოს, მაგრამ ამასთან კმაყოფილება ვერ იგრძნოს. ასეთი ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, რომ ზედმეტად ბევრი არ აქვს, რამდენიც არ უნდა ჰქონდეს, მისთვის მაინც ცოტაა. იმის გასაგებად, თუ ვინ არის ჩვენს წინაშე: ღარიბი თუ შედეგებით უკმაყოფილო მდიდარი, ყველა ხაზის საერთო ანალიზი უნდა გააკეთოთ და მაჩვენებლები ერთმანეთს დაუკავშიროთ.