Connect with us

ყვავილები

ვიშორებ მავთულა ჭიებს ნაკვეთიდან, სანამ თავად არ გამაგდო

მებოსტნეს ყველაზე დიდ პრობლემას ტკაცუნა ხოჭო უქმნის. უფრო ზუსტად, არა ხოჭო, არამედ მისი გაუმაძღარი ლარვები, რომელთაც მავთულა ჭიებს უწოდებენ. მწერები კარტოფილს, ბოლოკს და სტაფილოს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ხახვი და ტიტის ბოლქვებიც არ რჩება. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიშოროთ მავთულა ჭიები ისე, რომ მიწა ქიმიური საშუალებებით არ მოწამლოთ.

როგორ მოვიშოროთ მავთულა ჭიები

საშუალოდ, ერთი მდედრი ტკაცუნა ხოჭო სეზონზე 200–მდე კვერცხს დებს. მათგან გაჩენილი ლარვები 5 წელი მიწაში თავისუფლად ცხოვრობენ. ასე მტაცებლებისა და პრეტენზიული კლიმატისგან საიმედოდ დაცულნი არიან. როცა თვალს მოკრავთ, მოსავლის გადარჩენა უკვე შეუძლებელია.

მეორე წელს სიტუაცია შეიძლება განმეორდეს, რადგან მავთულა ჭია მიწაში იზამთრებს, ხოლო გაზაფხულზე საქმეს გაორმაგებული ძალით იწყებს. ასეთი საფრთხის წინაშე ზოგი ინსექტიციდებს ხელში იღებს. სხვები მიწას ამონიუმის ნიტრატის დიდი დოზით ავსებს. შედეგად, ნაყოფი ივსება ნიტრატებით, მიწაში მინერალების და მკვებავი თვისებების რაოდენობა მცირდება.

არსებობს ნატურალური საშუალება, რომელიც მავთულა ჭიას არ მოსწონს. გარდა ამისა, ეს საშუალება მიწის სტრუქტურას აუმჯობესებს და მცენარეს დაავადებებისგან იცავს. მდოგვზე ვსაუბრობთ.

კარტოფილის მოსავლის აღების შემდეგ მდოგვის თესლი მიწაზე მიმოფანტეთ. მდოგვი გაღვივდება, გაიზრდება და ასე თოვლის ქვეშ დაიმალება. გაზაფხულზე მიწის დაბარვა საკმარისია, რომ ორმაგი სარგებელი მიიღოთ. პირველ რიგში, მიწა კალიუმით, აზოტით და ფოსფორით გამდიდრდება. მეორეც, მავთულა ჭიები შემცირდება.

თუ მავთულა ჭიების რაოდენობა ყველა ზღვარს სცდება, კიდევ ერთი მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. კარტოფილის დარგვისას თითოეულ ორმოს 1 ჩ/კ მშრალი მდოგვის ფხვნილი დაუმატეთ. ეფექტის გასაძლიერებლად თითოეულს ორმოს შეგიძლიათ 1 მუჭა ხახვის ფურცლებისა და ნაძვის ხის წიწვების ნარევი დაუმატოთ.

გულყვითელას ან ხავერდას აყვავებული ბუჩქები გაუმაძღარ მავნებლებს აფრთხობს. საერთოდ, მავთულა ჭიას მჟავე მიწა ძალიან უყვარს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი მეთოდი გამოგადგებათ, რომელიც მიწის მჟავიანობას ამცირებს. მაგალითად, კირის, ცარცის, დოლომიტის ფქვილის ან კვერცხის ნაჭუჭის დამატება.

Advertisement