Connect with us

ჯანმრთელობა

ვიტამინების დეფიციტის 8 ნიშანი

როცა ყველა საჭირო ვიტამინს და მკვებავ ნივთიერებას ვიღებთ, ორგანიზმი სწორად მუშაობს და თავს შესანიშნავად ვგრძნობთ. როგორც კი რომელიმე ვიტამინი გვაკლია, ორგანიზმი შფოთვის სიგნალს გვაძლევს და აქ, სწორი მიდგომა მნიშვნელოვანია.

Alltime.ge–ს რედაქცია გაგაცნობთ 8 ნიშანს, რომლებიც საჭირო ვიტამინების და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტზე გაფრთხილებთ.

ქერტლი

რა გაკლიათ: ცხიმოვანი მჟავები

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ჩვენი სხეულისთვის (სისხლძარღვების კედლებიდან კანამდე) ერთგვარი შესაზეთი საშუალებაა. თუ რაციონში სასარგებლო ცხიმები არ შედის, ორგანიზმი ეკონომიას და სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოების სასარგებლოდ ნაკლებად მნიშვნელოვანი ორგანოების „გამოშრობას“ იწვევს. თავის კოდი ერთ–ერთი შესაძლო „დონორია“. თუ ქერტლს ვერ იშორებთ, მეტი თევზი, ასევე ნიგოზი, ზეთისხილი და მცენარეული ზეთები მიირთვით.

თხელი, მტვრევადი თმა

რა გაკლიათ: B ჯგუფის ვიტამინები

B ჯგუფის ვიტამინების და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი თმის დასუსტებას, მტვრევადობას და სიმშრალეს იწვევს. ასეთი დეფიციტის მოწყობა ძალიან მარტივია: საკმარისია რაციონში სასარგებლო ნახშირწყლების წილი შეამციროთ. საბედნიეროდ, დეფიციტის აღდგენა ისპანახის, სატაცურის, შვრიის და ბრინჯის დახმარებით შეგიძლიათ.

ნახეთქები და წყლულები ტუჩში

რა გაკლიათ: B12 ვიტამინი

პირის კუთხეებში ნახეთქები და მცირე წყლულები პირის ღრუში B12 ვიტამინის დეფიციტზე საუბრობს. ამ დეფიციტის აღმოფხვრას შეძლებთ, თუ რაციონში ჩართავთ კვერცხს, ფრინველის ხორცს და წითელ ხორცს. თუ ნახეთქები ხშირად ჩნდება და დიდხანს არ ქრება, ექიმს აუცილებლად მიმართეთ – ეს შეიძლება ზოგიერთი სიმსივნის ნაადრევი სიმპტომი იყოს.

დაღლილობა

რა გაკლიათ: D ვიტამინი

მუდმივი დაღლილობა, რომელიც დიდხანს არ ქრება, თუნდაც კარგად გამოძინების (8-9 საათზე მეტი) შემთხვევაში, თითქმის გარანტირებულად D ვიტამინის დეფიციტზე საუბრობს. ენერგიის ნაკლებობა, ძილიანობა, დაღლილობა – ეს ყველაფერი სიგნალს გაძლევთ, რომ დროა „მზის“ ვიტამინის დონე შეამოწმოთ. ზაფხულსა და გაზაფხულზე ქუჩაში მეტი დრო გაატარეთ (15-20 წუთით მზეზე ყოფნისას ვიტამინის დღიურ ნორმას მიიღებთ), ზამთარსა და შემოდგომაზე მეტი რძის პროდუქტი, ცხიმიანი თევზი, ნუში და სოკო მიირთვით.

სისხლჩაქცევები

რა გაკლიათ: C ვიტამინი

კანს ადვილად იზიანებთ და სწრაფად გილურჯდებათ? ეს შეიძლება C ვიტამინის დეფიციტის ნიშანი იყოს, რომელიც კოლაგენის წარმოებაში აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ძლიერი სტრესის დროს C ვიტამინს სწრაფად ვკარგავთ. ამ ვიტამინის დეფიციტს შეიძლება გრძნობდეთ მაშინაც კი, თუ C ვიტამინის შემცველ ბევრ პროდუქტს მიირთმევთ. თუ ფეხებსა და ხელებზე ბევრი სისხლჩაქცევები გაქვთ, სჯობს მეტი კომბოსტო და ფორთოხალი მიირთვათ.

კრუნჩხვები

რა გაკლიათ: მაგნიუმი ან კალციუმი

მაგნიუმი და კალციუმი კუნთების შეკუმშვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მათი დეფიციტის დროს კრუნჩხვების პრობლემა ჩნდება. რძის პროდუქტები, ბანანი, ავოკადო და გოგრის თესლი დეფიციტის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ.

ნაადრევი ჭაღარა

რა გაკლიათ: სპილენძი

ნაადრევ ჭაღარას ბევრი მიზეზი იწვევს, მათ შორის სტრესი და ენდოკრინული სისტემის დარღვევა, ასევე გენეტიკა. რაციონში სპილენძის დეფიციტი ნაადრევი ჭაღარის ერთ–ერთი ნიშანია. საქმე იმაშია, რომ სპილენძი მელანინის წარმოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რაც თმის ბუნებრივი ფერის შენარჩუნებას ხელს უწყობს. თუ ნაადრევად გაჭაღარავდით და ეს ოჯახური ისტორიით განპირობებული არაა, სპილენძის დონე შეამოწმეთ.

ყაბზობა

რა გაკლიათ: უჯრედისი და მაგნიუმი

ჩვეულებრივ, ნაწლავები მაქსიმუმ ყოველ 48 საათში უნდა დაიცალოს. ბევრი მიზეზის გამო ნაწლავების დაცლა ირღვევა, მათ შორისაა დეპრესია, ენდოკრინული დარღვევები, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია უჯრედისის მუდმივი დეფიციტი. უჯრედისის ყოველდღიური ნორმა ქალებისთვისთვის 25 გრ, ხოლო კაცებისთვის 38 გრამია. საკმარისი საკვები ბოჭკოების მისაღებად ბევრი ახალი ხილი და ბოსტნეული, ასევე პარკოსნები მიირთვით.