Connect with us

ტესტები

ვის აქვს ყალბი ღიმილი? პასუხი თქვენი ხასიათის ფარულ მხარეებს გამოავლენს

ალბათ, გსმენიათ გამოთქმა, რომ ღიმილს ადამიანის შესახებ ბევრის თქმა შეუძლია. ეს ნამდვილად ასეა. ღიმილი ერთ–ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ადამიანის ემოციაა. ღიმილი შეიძლება იყოს დამაჯერებელი, თავი შეგაყვაროთ და დაგაეჭვოთ კიდეც, რადგან არსებობს ყალბი ღიმილიც.

გაოცდებით, როცა გაიგებთ, რომ 19 სხვადასხვა სახის ღიმილი არსებობს. მათი დაყოფა 2 კატეგორიად შეიძლება. პირველ კატეგორიაში თავაზიანი ღიმილები შედის, მეორეში – გულწრფელი ღიმილები.

ღიმილის მნიშვნელობა იცვლება იმის მიხედვით, თუ ვინ არის თქვენი თანამოსაუბრე. ზოგი ღიმილი თქვენთვის სასარგებლოა, ზოგი კი თქვენს ნაკლოვანებას და სუსტ ადგილებს ავლენს. და მაინც, ამ ყველაფრის ცოდნით გულწრფელი ან ყალბი ღიმილის გამოცნობა მარტივია.

სწორედ ამიტომ, Alltime.ge-ს რედაქცია ამ საკითხში გარკვევას გთავაზობთ. მოცემულ სურათზე 6 სხვადასხვა ტიპის ღიმილია გამოსახულ. ერთი შეხედვით, ყველა ერთნაირია, მაგრამ სინამდვილეში განსხვავდება. მათ შორის ფარისევლური, მოჩვენებითი ღიმილი გამოავლინეთ. არჩევანი თქვენს ხასიათს გამოაშკარავებს.

აირჩიეთ ღიმილი, რომელიც ყალბად მიგაჩნიათ

ღიმილის არჩევის შემდეგ შეამოწმეთ, გამოიცანით თუ არა. ასევე გაიგეთ, რას ნიშნავს თქვენი არჩევანი. მოდით, საკუთარი თავი სხვების ღიმილის დახმარებით გამოვიცნოთ.

გამოსახულება 1

თუ აირჩიეთ ერთი შეხედვით, ჭკვიანი, მომღიმარი ადამიანის გამოსახულება, უჩვეულოდ შთამბეჭდავი ადამიანი ხართ, სხვების განწყობას ზუსტად გრძნობთ, მათი თანაგრძნობა შეგიძლიათ.

სუსტი ადგილი: თაღლითებისთვის ადვილი სამიზნე ხართ. სხვების გავლენის ქვეშ ადვილად ექცევით. შფოთვა, ბრაზი და იმედგაცრუება, რომლებიც გარშემო არსებულ ატმოსფეროში დომინირებას, დიდ გავლენას ახდენს.

ეს ყველაფერი არაა. სხვებისთვის პოზიტივის განსახიერება ხართ. ნებისმიერ დროს, როგორც კარგ, ასევე ცუდ პერიოდში, კარგ მეგობრად გთვლიან.

გამოსახულება 2

არჩევანი ადასტურებს, რომ უნიკალური პიროვნება ხართ. გონებასა და გრძნობას შორის ბალანსი იპოვეთ. მთელი ცხოვრება ძლიერ გრძნობებს განიცდით, მაგრამ მათი ტყვე არასდროს გამხდარხართ.

ნებისმიერ სიტუაციაში კონტროლს არ კარგავთ. ერთი სიტყვით, თქვენს გრძნობებს და გონებას სრულად აკონტროლებთ.

გამოსახულება 3

ნამდვილად სიცოცხლით სავსე, მხიარული ადამიანი ხართ, ნებისმიერ პირობას ადვილად ეგუებით. რთულ სიტუაციაში თვითკონტროლს არასდროს კარგავთ. თქვენ პოზიტივის წყარო ხართ. სხვების განწყობას გრძნობთ და მხარდაჭერის აღმოჩენა შეგიძლიათ. ადამიანებს თქვენ გვერდით ყოფნა სიამოვნებთ. მეგობრები და ახლობლები თქვენს რჩევებს და მოსაზრებებს ყოველთვის უსმენენ.

გამოსახულება 4

თუ მომღიმარი ქალის გამოსახულება აირჩიეთ და ფიქრობთ, რომ მას ყალბი ღიმილი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ სიტუაციას მარტივად უმკლავდებით. როცა საქმე ჯანმრთელობას, ახლობლების და თქვენს უსაფრთხოებას ეხება, პასუხისმგებლობას ავლენთ.

ნეგატიური ფიქრები გავიწროებთ, მაგრამ სხვების წინაშე ცუდ განწყობას არასდროს ავლენთ. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში გამოსავალს პოულობთ და მისი გაკონტროლება შეგიძლიათ. თქვენი კრედო „ამ პლანეტაზე თქვენთვის განკუთვნილი დრო უაზროდ არ დახარჯოთ“.

გამოსახულება 5

თქვენი ცხოვრება ძალიან ჰარმონიულია. გესმით, რომ ცხოვრებაში შავ პერიოდს თეთრი მოყვება. წარუმატებლობის და იმედგაცრუების შემდეგ ყოველთვის საუკეთესო დრო დგება. სირთულეების წინაშე არასდროს ნებდებით. ღირებული რჩევის გაცემა შეგიძლიათ და ხალხი ამას აფასებს.

გამოსახულება 6

თუ ბოლო გამოსახულება აირჩიეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი გამოჭედა. ბუნებით გულწრფელი და დამოუკიდებელი ხართ, ყოველთვის მზად ხართ დასახმარებლად. სხვების ფსიქოლოგიაში კარგად ერკვევით.

რომელი ღიმილი აირჩიეთ? რამდენად ეთანხმებით დახასიათებას? გისურვებთ, უფრო ხშირად გაიღიმოთ. ღიმილი ხომ კარგი განწყობა, დადებითი ემოციებია. ადამიანებს კეთილი ღიმილი აჩუქეთ. ასე თქვენც და სხვებიც თავს უფრო ბედნიერად და კარგად იგრძნობთ.