Connect with us

ჰოროსკოპი

ვინ დაიწყებს უზრუნველ, მდიდრულ ცხოვრებას ივნისში

იმის გასაგებად, თუ რომელ სფეროებში ღირს ხელის მოჭერა, სად უნდა დატოვოთ ყველაფერი უცვლელი, როდის დაგეგმოთ შვებულება და როგორ  იმოქმედოთ კარიერული წინსვლისთვის, გთავაზობთ ანჯელა პერლის 2021 წლის ივნისის ტარო პროგნოზს.

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ 2021 წლის ზაფხულის პირველ თვეს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

2021 წლის ივნისის ტარო პროგნოზი

ვერძი

პირველი სამი კვირა რაიმე საქმის დაწყებისგან თავი შეიკავეთ, ხოლო ზაფხულის პირველი თვის ბოლო კვირიდან შეგიძლიათ სწავლა დაიწყოთ ან ახალი საქმე გახსნათ. ხელსაყრელია რაიმეს შესყიდვა. მსხვილი შენაძენი საკმაოდ წარმატებული იქნება.

რაღაც ძველი უნდა დაასრულოთ, რომ მომავალს კარი გაუღოთ. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, მაგრამ ინტუიციას მოუსმინეთ და ნიშნებს დააკვირდით. საბოლოოდ, სამყაროს მადლობელი იქნებით იმ შესაძლებლობებისა და სასიამოვნო სიურპრიზებისთვის, რომლებიც ივნისში მოგიტანა.

კურო

თვის დასაწყისში ბევრი გეგმა ჯოჯოხეთში გაფრინდება. რაღაც დაიშლება, მაგრამ ეს დარდის მიზეზი არაა, რადგან ცვლილებები ხშირად უკეთესობისკენ არის მიმართული. გარშემომყოფებისა და ცხოვრების მიმართ ხედვას შეიცვლით.

ფული ცოტა მოგვიანებით, მაგრამ აუცილებლად მოვა. საკუთარ თავს დრო დაუთმეთ და საჭესთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. ფული არ გაასესხოთ, დიდი ალბათობით, ვეღარ დაიბრუნებთ. აი, ახლობლების და ნათესავების დახმარება შეიძლება და აუცილებელიცაა.

ტყუპები

ზაფხულის პირველი თვის დადგომასთან ერთად ტყუპების ცხოვრებაში გამართლების ეტაპი იწყება. ივნისისგან ელოდეთ სამსახურში დაწინაურებას, ხელის თხოვნას ან ორსულობაზე ახალ ამბებს.

მაღალ ემოციურ განწყობაზე იქნებით. ეს შეიძლება ახალ რომანს ან ჰობს უკავშირდებოდეს, რომელიც ძალიან მოგწონთ. შემოქმედებას დრო დაუთმეთ, ამისთვის ხელსაყრელი დროა!

კირჩხიბი

თვის პირველ ნახევარში ბავშვებთან და ახლობლების წრეში მეტი დრო გაატარეთ. დროა, ძველი მეგობრები მოინახულოთ და მათთან ერთად პიკნიკზე წახვიდეთ. დიდი ალბათობით, ივნისში შემოსავლის ახალ წყაროს იპოვით.

საპირისპირო სქესის მხრიდან ყურადღების ნაკლებობა ნამდვილად არ შეგაწუხებთ. გასაკვირი არცაა, რადგან გარეგნობას დიდ ყურადღებას დაუთმობთ. საკუთარ იმიჯზე იზრუნებენ არა მხოლოდ ქალები, არამედ სერიოზული ბატონებიც.

ლომი

2021 წლის ივნისის ტარო პროგნოზი ლომისთვის უბრალოდ შესანიშნავია! ამ სამეფო ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების გარშემო ერთგული მეგობრები და კეთილგანწყობილი კოლეგები შეიკრიბებიან. ყველა სამუშაო მომენტი მარტივად მოგვარდება.

ხელსაყრელი დროა დასასვენებლად. მით უფრო, ფინანსურად ისეთი მდგომარეობა გექნებათ, რომ საკუთარ თავს სხვადასხვა სახის გართობაზე ფულის დახარჯვის უფლებას მისცემთ.

ქალწული

ჩვეულ ცხოვრების რიტმში რაღაც ჩაიშლება ან შეიცვლება. ზაფხულის პირველ თვეს უჩვეულო სიტუაციებში მოხვდებით. თუ ეს შვებულებასთან იქნება კავშირში, საკმაოდ უჩვეულო დასვენება გელით. რაიმე სტრესის არსებობა უფრო გაგაძლიერებთ და თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება.

ფული ყველა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გეყოფათ. სასურველი ნივთის შეძენაზე არ იძუნწოთ. საჭესთან სიფრთხილე გამოიჩინეთ!

სასწორი

იურიდიული საქმეები, გასაუბრებები და დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები წარმატებით დასრულდება. ივნისში სამსახურის პრობლემებში გახვევის შანსი არსებობს. შეიძლება სიტუაციის მძევალი გახდეთ, რომელშიც რაღაცის გარკვევა ან დამტკიცება მოგიწევთ.

არ ინერვიულოთ, რადგან წარმატება თქვენს მხარესაა. შესაძლებლობის მიხედვით კონფლიქტს თავი აარიდეთ. ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლის ალბათობა მაღალია, მაგრამ უფრო თვის ბოლოს.

მორიელი

ივნისში მორიელის ზურგს უკან ბევრს ილაპარაკებენ, მაგრამ ამაზე რეაგირება საჭირო არაა, ეს დიდად არ შეგაწუხებთ. სიცხადის და გამოღვიძების შეგრძნებას ივნისის შუა რიცხვებში იგრძნობთ.

ფინანსურად ყველაფერი რიგზეა და სტაბილურად. ურთიერთობებსა და განცხადებებში უფრო დელიკატური იყავით: კრიტიკას თავი აარიდეთ და ზრდილობა გამოიჩინეთ.

მშვილდოსანი

გამოფხიზლების და ცვლილებების აუცილებლობას იგრძნობთ. სამსახურის ან პროფესიის შეცვლა მოგინდებათ. წუთიერი სირთულეები წარმოიქმნება, მაგრამ მათ მოგვარებას შეძლებთ. ფული ყველაფრისთვის გეყოფათ, რაც გჭირდებათ.

ურთიერთობის მხრივ ყველაფერი საუკეთესოდ მოეწყობა. ძალა გეყოფათ, რომ ყველა ჩანაფიქრი განახორციელოთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ.

თხის რქა

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ცხელი ივნისი ელით. თვე კაშკაშა მომენტებით სავსე იქნება, რომელთაც მოგვიანებით ღიმილით გაიხსენებთ.

დიდი ალბათობით, შვებულებაში წასვლას, შორეული ნათესავების მონახულებას და რაღაც ახლის სწავლას შეძლებთ. 2021 წლის ივნისში თხის რქა კმაყოფილი იქნება.

მერწყული

ივნისში ბევრი საქმე საათივით აწყობილი იქნება. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები არა მხოლოდ დაწყებული საქმის დასრულებას შეძლებენ, არამედ საინტერესო, პერსპექტიულ საქმეს ხელს მოკიდებენ.

ფულის მხრივ მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს. რაღაც არაორდინალურ გამოსავალს ნამდვილად იპოვით.

თევზები

შვებულების აღების ან მეორე ბიზნესის დაწყების სურვილი გაგიჩნდებათ. აი, პირველზე ფსონის დადება ღირს. შეჩერდით და დაისვენეთ. ძალები და ენერგია აღიდგინეთ.

2021 წლის ივნისში შემოსავლის ზრდას იგრძნობთ ან წინა შრომის მოსავალს აიღებთ. ჯანმრთელობა ძლიერი იქნება!

როგორ მოგწონთ 2021 წლის ივნისის ტარო პროგნოზი? თქვენ როგორ გეგმავთ ზაფხულის გატარებას და რას ელით მისგან?