Connect with us

ჰოროსკოპი

ვინ არიან ფიქსირებული ზოდიაქოს ნიშნები და რით განსხვავდებიან სხვებისგან

სავარაუდოდ, თქვენი მზის ზოდიაქოს ნიშანი იცით, მაგრამ იცით მისი ზემოქმედების შესახებ? ასტროლოგიაში გამოიყოფა სამი კატეგორია, რომლებიც მოდალობებს უწოდებენ: კარდინალური, ფიქსირებული და ცვალებადი ნიშნები. სტიქიის ოთხ ელემენტთან ერთად, რომლებიც ნიშნების ჯგუფებს განასახიერებენ, მოდალობები ნიშნების უკეთ დახასიათებაში გვეხმარება. ფიქსირებული ნიშნები: კურო (მიწა), ლომი (ცეცხლი), მორიელი (წყალი) და მერწყული (ჰაერი). ცვალებადი ნიშნები: ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები, კარდინალური – ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა. დღეს Alltime ფიქსირებულ ზოდიაქოს ნიშნებზე გიამბობთ.

ფიქსირებული ნიშნები შუა სეზონში იბადებიან: კურო – შუა გაზაფხულს, ლომი – ზაფხულში, მორიელი – შემოდგომას და მერწყული – ზამთარში. ლოგიკურია, რომ სხვა ნიშნებს შორის ერთგვარი სტაბილიზატორები არიან. ამ ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები საუკეთესო მეგობრები არიან, რომელთა იმედიც ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ. ისინი სხვებს განვითარებაში ეხმარებიან, მხარს უჭერენ და მტკივნეული დაშორების შემდეგ ნაყინი ყოველთვის მოაქვს. ამასთან, ძალიან კრეატიულები არიან და თუ რაიმე იდეა გაუჩნდათ, საქმე ყოველთვის ბოლომდე მიყავთ.

მათ რამდენიმე ცუდი თვისებაც აქვთ. პირველ რიგში, წარმოუდგენლად ჯიუტები არიან. როცა რაიმე გადაწყვეტილებას იღებენ, ვინმე ან რამე აზრს ვერ შეაცვლევინებს. საკუთარი რწმენისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

კურო

ალბათ გსმენიათ, თუ კუროსთან ურთიერთობთ, მის რქებთან შესახვედრად მოემზადეთ.  ეს სიმართლეა. კურო ნელ–ნელა დუღდება, მაგრამ როგორც კი დუღილის წერტილს მიაღწევს, ბრძოლაში ებმება, როგორც ხარი წითელი ნაჭრის დანახვისას. კურო მომთმენი, კეთილი, მგრძნობიარე და ერთგულია. მისი შრომისმოყვარეობა და კრეატიულობა მის საშინელ სიჯიუტეს ანაზღაურებს. უბრალოდ მასთან წვრილმანებზე კამათი შეწყვიტეთ.

ლომი

ამ ფაფრიანს დრამების მოწყობა უყვართ, როცა მოწყენილია, მაგრამ უფრო ექსპერიმენტების ჩატარება და შედეგების ნახვა სურს. ლომი უჩვეულოა და ამით ამაყობს. მისი თეატრალურობა და გარკვეული პრეტენზიულობა ზოგისთვის შეიძლება რთული ასატანი იყოს, მაგრამ მისი გულუხვი და ერთგული გული ამის კომპენსირებას ახდენს.

მორიელი

მორიელი წყლის ნიშანია, ანუ თავის ნესტარს მათგან თავდასაცავად იყენებს, ვინც მისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს. ინტუიციაში თანასწორი არავინ ჰყავს. ვნებიანია, პრობლემების გადაჭრა შეუძლია. იმდენად ძლიერი ნებისყოფა აქვს, რომ ყოველთვის აკვირდება, რომ ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით შესრულდეს.

მერწყული

ზოდიაქოს ბოლო ფიქსირებული ნიშანია მერწყული – ყველა ფიქსირებულ ნიშნებს შორის ერთგვარი ორგანიზატორი. მერწყული იყენებს ინტელექტს, რომ განვითარდეს, ახალი იდეები იპოვოს და ამას სამყაროს უზიარებს. როგორც კი, თავის იდეალებს ჩამოაყალიბებს, მათში უნივერსალურ ჭეშმარიტებას ხედავს, რომელიც აუცილებლად უნდა გაავრცელოს. მერწყული ბუნებით ჰუმანისტია. სამყაროს პრობლემების გადაჭრაზე იმდენად კონცენტრირებულია, რომ გარეგნულად შეიძლება განკერძოებული მოგეჩვენოთ. არადა ახლო ურთიერთობებს დიდად აფასებს.