Connect with us

ტესტები

ვიზუალური ტესტი, რომელიც თქვენს შესახებ სრულ სიმართლეს ააშკარავებს

თანამედროვე ადამიანმა, სადაც არ უნდა მუშაობდეს, ცოტამ რამ მაინც იცის ისეთი კონცეფციის შესახებ, როგორიცაა ქვეცნობიერი. იმის შესახებ, რომ ჩვენი ქცევა 100%–ით ჩვენივე სურვილებით არ კონტროლდება. არსებობს რაღაც უფრო მეტი, ღრმა, რაც ჩვენში იმალება. ტყუილად არ არსებობს ფსიქოლოგიური ტესტები ყველაზე სანუკვარ კითხვებზე პასუხებით. მათი დახმარებით ჩვენი არსის გაგებას ვახერხებთ.

Аlltime.ge–ს რედაქცია ერთდროულად რამდენიმე ასეთ ტესტს გთავაზობთ. რთული არაფერია. მით უფრო, რომ სწორი და არასწორი პასუხები არ არსებობს. მთავარია, რომ დაუფიქრებლად და გულწრფელად უპასუხოთ. ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ყოველთვის ყველაზე მომგებიანი გამოსავლის არჩევას ცდილობს, თუნდაც ტყუილი იყოს. სცადეთ, ისეთი იყოთ, როგორიც ხართ. ასე საკუთარ თავზე რაღაც ახალ და საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ.

ფსიქოლოგიური ტესტები პასუხებით

რა დაინახეთ პირველად?

ქვემოთ მოცემულ სურათს დააკვირდით. დიდხანს ყურება საჭირო არაა. განსაკუთრებული დავალება არ გაქვთ. გვითხარით, რა დაინახეთ პირველად მოცემულ გამოსახულებაზე. სულ ორი ვარიანტია და ორივე თვალსაჩინოა. და მაინც, თითოეულის ტვინი ინდივიდუალურად მუშაობს და უცნობია, რომელი ფორმა იქნება მისთვის ახლოს. რა დაინახეთ?

თუ პირველად დაინახეთ „სპილო“, გულის სიღრმეში კეთილი, ნაზი და მოსიყვარულე ხართ. ემპათია და თანაგრძნობა თქვენთვის უცხო არაა. ალბათ, კარგმა ნაცნობებმა იციან, რომ თქვენი იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ. თუნდაც, რაღაც მიზეზით, ასე არ ფიქრობდეთ.

მეორე მხრივ, ხვალინდელ დღეზე ნერვიულობა გახასიათებთ. მცირე თავდაუჯერებლობა და ძალიან ციცქნა პესიმიზმი. ის, რასაც ვერ აკონტროლებთ, გაშორებთ და გაშინებთ. მასთან თანმხლები პრობლემებიც შეიძლება იყოს დაკავშირებული. ყველაფრის გაკონტროლება შეწყვიტეთ და სიტუაცია ხელიდან გაუშვით, თუნდაც ცოტა ხნით.

თუ პირველად სოკო დაინახეთ, სავარაუდოდ, სარკეში თავდაჯერებული ადამიანი გიყურებთ. აქტიური ადამიანი ხართ. სიტყვას საქმეს ამჯობინებთ. შედეგის მისაღებად კომფორტის ზონას მშვიდად ტოვებთ.

მეორე მხრივ, ზოგჯერ ამას სოციალური კუთხით თქვენზე ბოროტად ხუმრობა შეუძლია. ყველას არ მოსწონს სიტყვაძუნწი ადამიანები. ზოგი თვლის, რომ ასეთი ადამიანები რაღაცას მალავენ. სწორედ ამიტომ, თქვენთვის მოსახერხებელი ქცევის და ურთიერთობის მოდელი უნდა შეარჩიოთ. თუ, რა თქმა უნდა, არჩევანი ჯერ არ გაგიკეთებიათ.

დიალოგი ქვეცნობიერთან

ამ ტესტში საკუთარ ქვეცნობიერთან დაკავშირებას გთავაზობთ. უმეტესად ამის გაკეთება ადვილი არაა, ჩვენ ხომ რაციონალურად ფიქრს მიჩვეული ვართ. ფანტაზია ჩართეთ, „საღი გონება“ გამორთეთ და სცადეთ ზუსტი პასუხების მიღება, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. მარტივი და საინტერესო პროცესია.

წარმოიდგინეთ ზღაპრული ქვეყანა. ბევრი ფერი, რომელიც მაქსიმალურად არ ჰგავს იმას, რასაც ყოველდღე ვხედავთ. რეალობასთან საერთო არაფერია. სასახლეში ცხოვრობთ. სცადეთ, ზედმეტი ფიქრის გარეშე კითხვებს უპასუხოთ. თუ საჭიროა, პასუხები ქაღალდზე მოკლედ ჩაწერეთ. დავიწყოთ!

  1. რამდენი ადამიანი ცხოვრობს თქვენთან ერთად? ვინ არიან: თქვენი მცველები, მსახურები, თუ მათ შორის არის მეფე ან დედოფალი?
  2. აღწერეთ შენობა, სადაც ცხოვრობთ.
  3. არის სასახლეში ცხოველები, რომელი?
  4. რას აკეთებენ ცხოველები, როგორ ექცევით მათ?
  5. სასადილო დარბაზში შედიხართ. გვითხარით, როგორი ჭურჭელი და ინტერიერია?
  6. იქ მიირთმევთ?
  7. რა არის სასახლის კარიბჭის მიღმა?
  8. ზემოთ აიხედეთ. როგორი ცაა?
  9. ამინდზე გვიამბეთ. თბილა თუ ცივა?
  10. გსურთ კიდევ ერთხელ გაიაროთ სასახლეში თუ სახლში წახვალთ?

ფსიქოლოგების ტესტები პასუხებით

გაშიფვრაზე გადავიდეთ. აქ დროზე ადრე არ ჩაიხედოთ. ყველა კითხვაზე გულწრფელად პასუხის გაცემა სცადეთ. ასე ტესტს აზრი ექნება. ვიმეორებთ, არასწორი პასუხები არ არის, როგორც სწორი.

  1. ეს არის ხალხი თქვენი გარემოცვიდან. ვისზეც ფიქრობთ, ვისთანაც ურთიერთობთ. მათი როლები სასახლეში მათდამი თქვენს დამოკიდებულებას გამოხატავს.
  2. შენობა საკუთარი თავისადმი თქვენი დამოკიდებულებაა. დიდი და ლამაზი – თავის მოწონება გიყვართ. კომპაქტური და შეუმჩნეველი, გულჩაკეტილი ხართ და ზედმეტი ხმაური არ გიყვართ.
  3. ცხოველები ააშკარავებს, რას ფიქრობთ სამყაროზე. მტაცებლები აგრესიის სიმბოლოა. შინაური ცხოველი მშვიდობის და სიმშვიდის სიმბოლო.
  4. ცხოველებთან თქვენი ურთიერთობა ამ მომენტში თქვენი სულიერი მდგომარეობაა. გიცავენ, ნიშნავს, რომ ახლა შფოთავთ. თქვენი კომპანიონია, ნიშნავს, ყველაფერი რიგზეა.
  5. რაც უფრო გამძლე და საიმედოა თეფშები, მით უფრო მტკიცეა თქვენი ზრახვები საყვარელი ადამიანის მიმართ.
  6. არ გსურთ ჭამა? გამოდის, გადაუჭრელი პრობლემები ან კონფლიქტები გაქვთ.
  7. ღობე და სასახლის გარშემო გამაგრება გარე სამყაროსგან თქვენი შინაგანი დაცვაა. ასეთის არქონა თქვენს გულახდილობაზე საუბრობს.
  8. მოღრუბლური ცა ნეგატიური ემოციების შეკავებაზე საუბრობს. ხოლო მოწმენდილი ცა სიმშვიდის სიმბოლოა.
  9. ტემპერატურა შიდა ზამბარაზე მეტყველებს. თუ ცხელა, სამოქმედოდ მზად ხართ. თუ ცივა, დრო გჭირდებათ. ეს ეხება ურთიერთობას, სამსახურს, დაუმთავრებელ საქმეს.
  10. თუ გსურთ სახლში წასვლა, სერიოზული ცვლილებებისთვის მზად არ ხართ. გაკმაყოფილებთ ყველაფერი ისე, როგორც არის. როგორც მინიმუმ, არაფრის შეცვლა გსურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასახლეში კიდევ ერთხელ გასეირნებას აირჩევდით.

როგორც ხედავთ, მარტივი, მაგრამ საინტერესო ტესტები საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში, ზოგიერთი მომენტის გარკვევაში გვეხმარება. თან თამაშ–თამაშით. ზოგი ხანგრძლივ და რთულ მედიტაციას ირჩევს, რომ გონება გაწმინდოს და საკუთარ თავში ჩაიხედოს. ჩვენ მარტივ გზას ვირჩევთ და ცნობიერის მოტყუებით არაცნობიერთან ხანმოკლე კომუნიკაციას ვცდილობთ.

Advertisement