Connect with us

ტესტები

ვიზუალური ტესტი გაიარეთ და ნახეთ, რამდენი წლის ხართ სინამდვილეში

ადამიანის მენტალური ასაკი პასპორტში მითითებული რიცხვისგან განსხვავდება. ადამიანის ქცევა მის ემოციურ და ფსიქიკურ მომწიფებაზეა დამოკიდებული. მას ასაკთან არაფერი აქვს საერთო. 60 წელს გადაცილებული ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება საპნის ბუშტში წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს. მათ ემოციების სწორად გამოხატვა ვერ ისწავლეს. ზოგი ახალგაზრდა, რომელიც 20 წლისაც არაა, სამყაროზე არ ბრაზდება და საკუთარ თავს აანალიზებს.

მენტალური ასაკი

რატომ არის მნიშვნელოვანი გაზრდა და გონებრივი მომწიფება? მხოლოდ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარება. ჩვენ სოციალური არსებები ვართ, ამიტომ ჩვენი ბედნიერება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ სხვებთან რამდენად კარგად ვკონტაქტობთ.

საქმე იმაში არაა, რომ „ცვალებადი სამყაროს ქვეშ ჩახვიდეთ“. საკუთარი მოთხოვნების სწორად გამოხატვის სწავლით ვიღებთ იმას, რაც გვსურს. ეს ბედნიერს და კმაყოფილს გვხდის. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პრეტენზიებს გამოთქვამენ და ბრაზდებიან, სინამდვილეში უბედურები და სევდიანები არიან.

დარწმუნებული ვარ, გყავთ ნაცნობი ან მეგობარი, რომელსაც მსხვერპლის როლი მოსწონს. ასეთი ადამიანი შორიდან ჩანს. მათ ტანჯვა მოსწონთ. ძალიან კომფორტულია! ყველას ეცოდები, პასუხისმგებლობას არ გაკისრებენ. ოღონდ პასუხისმგებლობასთან ერთად თავისუფლებაც მიაქვთ. ასე მხოლოდ სულელი და უმწიფარი ადამიანი მოიქცევა.

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს მენტალური ასაკის დასადგენად. პასუხებზე დიდხანს არ იფიქროთ. უბრალოდ ინტუიციურად უპასუხეთ და ბოლოს შედეგები შეაჯამეთ!

ტესტი მენტალური ასაკის დასადგენად

1. აირჩიეთ მთავარი ფერი

1 (3 ქულა)

2 (5 ქულა)

3 (1 ქულა)

4 (2 ქულა)

5 (4 ქულა)

2. ეს ფოტო შავთეთრია?

დიახ (2 ქულა)

არა (1 ქულა)

3. მწვანეს ელფერი აირჩიეთ

1 (2 ქულა)

2 (5 ქულა)

3 (3 ქულა)

4 (4 ქულა)

4. რომელია ყველაზე კაშკაშა ფერი ამ პეიზაჟში?

ცისფერი (4 ქულა)

მწვანე (1 ქულა)

ყავისფერი (3 ქულა)

ყვითელი (5 ქულა)

5. რამდენი ფერის დანახვა შეგიძლიათ ამ სურათში?

4 (1 ქულა)

5 (3 ქულა)

3 (5 ქულა)

7–ზე მეტი (4 ქულა)

ტესტის შედეგები:

0-5 ქულა – 20 წელზე ნაკლები

6-12 ქულა – 20-30 წლის

13-18 ქულა – 30-45 წლის

18-23 ქულა – 45 წელზე მეტის

რედაქციისგან

გახსოვდეთ, რომ მსგავსი ტესტები ცოტა გარკვევაში გვეხმარება, მაგრამ ემოციური მომწიფების მთავარი ნიშანი თქვენი ბედნიერება და სოციუმია. თუ იცით, რა გსურთ, უკონფლიქტოდ და ზომიერად მოთხოვნა შეგიძლიათ, ასევე მომენტით ცხოვრობთ, გამოდის მენტალურად მომწიფებული ხართ. ყოველთვის არსებობს რაღაც, სადაც ზრდა გვჭირდება.