თავის მოვლა
ვარჯიში ძაფების ნაცვლად, რომელიც სახის ოვალს აძლიერებს
კანი დედამიწის გრავიტაციის გავლენით „ჩამოწელვას“ ცდილობს. ე.წ. გრავიტაციული პტოზი ღაბაბის და ორმაგი ნიკაპის წარმოქმნას ხელს უწყობს. პრობლემა შეგიძლიათ ქირურგიული ჩარევის გარეშე მოაგვაროთ. ამ მიზნით ვარჯიში საკმარისია და Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ ივარჯიშოთ.
რა არის მიუინგი
სინამდვილეში, იდუმალი სიტყვა „მიუინგი“ არ იშიფრება – ტერმინი მეთოდის დამფუძნებლის, მაიკა მიუს გვარიდან არის მიღებული. ორთოდონტი მიუ მამის და ბაბუას კვალს გაჰყვა, რომლებიც ძველ ადამიანებში ქალის და კბილების სტრუქტურებს სწავლობდნენ და სახის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად საკუთარი სისტემა შეიმუშავეს. მისი არსი – თანკბილვის გასწორება ბუნებრივი მეთოდით, რომელიც პირში ენის სწორად დაჭერის უნარით მიიღწევა. ექიმმა ამას მთელი იუთუბ არხი მიუძღვნა. ბრიტანელი ექიმები მეთოდს უარყოფენ, მაგრამ მას ბევრი მადლიერი გულშემატკივარი და ფანი ჰყავს.
როგორ შევასრულოთ სწორად
მიუინგის მთავარი ამოცანაა პირში ენის გარკვეულ მდგომარეობაში დაჭერა ისწავლოთ, კერძოდ, სასაზე მიბჯენა. არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მეთოდის მიმდევრები გირჩევენ, რომ სასაზე პატარა ჩაღრმავება იპოვოთ, რომელიც ზედა კბილების შუა ნაწილთან ახლოს მდებარეობს, და იქ ენის წვერი მოათავსოთ. ამოცანის გასამარტივებლად თქვით ასო „ნ“ – შემდეგ ენა სასას მიადეთ. ავტომატური ჩვევის გამომუშავების შემდეგ უნარის დახვეწა მოგიწევთ. საქმე სწორ ყლაპვაშია, რაც თავიდან რთული ჩანს – ეს ენის ღრმა კუნთების ცუდად განვითარების გამო, რომელიც კისრის წინა ნაწილში გადადის. მიუინგის ათვისებისას კბილები არ დაგავიწყდეთ: ერთმანეთს მჭიდროდ არ უნდა დააჭიროთ, მაქსიმუმ მსუბუქად უნდა ეხებოდეს.
რა ხდება მიუინგის დროს
ენა ერთი კუნთი არაა, როგორც ბევრი ადამიანი შეცდომით ფიქრობს, არამედ 16 კუნთისგან შედგება. ენის გარდა კისერი და ნიკაპიც აქტიურდება. გაძლიერებით და განვითარებით არა მხოლოდ თანკბილვა სწორდება (რაც მთავარი ამოცანაა), არამედ სასიამოვნო გვერდითი ეფექტის სახით სახის ოვალი მკვეთრი ხდება. ნიკაპი ცოტა წინ გამოდის, უფრო მახვილი ხდება (ეს სახეს ახალგაზრდულ იერს ანიჭებს), ყვრიმალები ძლიერდება, სახის კონტური უფრო მკაფიო ხდება. შეშუპების საწინააღმდეგო ზომების და სწორი კვების ხარჯზე ღაბაბი ქრება. მეთოდი ცდად ღირს – რაც მთავარია, ფულის და ბევრი დროის დახარჯვა არ მოგიწევთ.
რამდენად ხშირად უნდა ივარჯიშოთ?
თავად მიუინგის დამფუძნებლის თქმით, პირის ღრუში ენის ასეთი მდგომარეობა ადამიანისთვის ბუნებრივია. ამას რომ მიეჩვიოთ, ექიმი დღეში რამდენჯერმე ვარჯიშს გირჩევთ, თანდათან მიუინგი თქვენი უცვლელი ჩვევა გახდება. მხარდასაჭერად ჩვევების ასოციაცია უნდა შექმნათ, რომელთაც ყოველდღიურად ავტომატურად შეასრულებთ. მაგალითად, ენის „საწყისი პოზის“ დაბრუნება ყოველჯერზე, როცა ტელეფონში იხედებით ან კარის სახელურს ხელს კიდებთ.