Connect with us

ჯანმრთელობა

ვარჯიშები, რომლებიც 50+ ასაკის ქალებისთვის აკრძალულია

ვარჯიშს ასაკობრივი შეზღუდვები არ აქვს. ნებისმიერ ასაკში ზომიერი ფიზიკური დატვირთვა მხოლოდ სასარგებლოა. და მაინც, ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილებები არსად ქრება. ვარჯიშის შემდეგ ადამიანის სხეული ასაკთან ერთად უფრო ნელა აღდგება, ამიტომ არსებობს ვარჯიშები, რომლებიც ხანდაზმულებმა სავარჯიშო გრაფიკიდან უნდა ამოიღონ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვირაობით იოგა აღარ უნდა შეასრულოთ ან სავარჯიშო დარბაზში სიარული შეწყვიტოთ. ნებისმიერ ასაკში სხეულს უნდა მოუსმინოთ და თქვენი ორგანიზმის განსაკუთრებულობა გაითვალისწინოთ.

ვარჯიშები ხანდაზმულებისთვის

კუნთების ტონუსის შესანარჩუნებლად კვირაში 3–ჯერ გაწელვები საკმარისია. თუ ფიტნესით დაკავებული ხართ, ვარჯიში მცირე გახურებით დაიწყეთ და გაწელვებით დაასრულეთ. ეს კუნთების აღსადგენად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად აუცილებელია. კარგი გაწელვები ტრავმების რისკს ამცირებს და სახსრების მოძრაობას აუმჯობესებს. თუ 30 წლისას შტანგას რამდენიმე ბლინს ამატებდით, 60 წლისას სჯობს საკუთარი სხეულის წონით ვარჯიშს უპირატესობა მიანიჭოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია მოქნილობის შენარჩუნება და არა სიმძიმეების აწევით რეკორდების დამყარება.

თქვენს გრაფიკში კარდიო ვარჯიშები ჩართეთ. არ გადააჭარბოთ. ველოსიპედით სეირნობა, სკანდინავიური სიარული, ძაღლთან ერთად გასეირნება გამოგადგებათ. ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიშებს შორის ორგანიზმი დაასვენოთ. ყველაფერი თქვენს ფიზიკურ მომზადებაზეა დამოკიდებული. ვიღაცას აღსადგენად 1 დღე სჭირდება, ზოგს – 3 დღე, რომ ტკივილი გაქრეს.

კუნთების სხვადასხვა ჯგუფი ავარჯიშეთ. თუ არ იცით, რით დაიწყოთ, ჯგუფურ ვარჯიშზე ჩაეწერეთ ან რამდენიმე გაკვეთილისთვის მწვრთნელი დაიქირავეთ. მწვრთნელი მიმართულებას მოგცემთ და გაჩვენებთ, თუ რით დაიწყოთ. შემდეგ მიხვდებით, რა და როგორ გააკეთოთ, როგორი ინტერვალებით.

აკრძალული ვარჯიშები

ფეხის გაჭიმვები ტრენაჟორზე

მუხლის სახსრებზე ნებისმიერი დატვირთვა რისკია, რადგან ასაკში მუხლის ჯანმრთელობა დიდი ბედნიერებაა. თუ ზედ რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს დაუმატებთ, ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ იქნება. ეს ვარჯიშები მარტივი ჩაჯდომებით ჩაანაცვლეთ, სიმძიმეების გარეშე. ვარჯიშის სწორად შესრულებას ყურადღება მიაქციეთ.

ბლოკის გადაწევა თავს უკან

პრინციპში, ფიზიოლოგიის კუთხით არასწორი ვარჯიშია. ბევრი სპორტსმენი ასე მხრების სახსრებს იზიანებს. ჩაანაცვლეთ აზიდვებით ან მკერდიდან ზომიერი წონის აწევით.

ჰანტელების აზიდვა თავს ზემოთ

60 წლის შემდეგ მხრების სახსრები და მყესები დაუცველია. სწორედ ამიტომ, თავს ზემოთ სიმძიმეების აწევაზე უარი თქვით და უპირატესობა მიანიჭეთ ჰანტელებით ხელების გვერდზე გაწევას ან ჰანტელების აზიდვას თქვენ წინ.

ზედმეტი არ იქნება, კვების გახსენება. ვარჯიშამდე 2 საათით ადრე უნდა ჭამოთ ისე, რომ ვარჯიშების შესასრულებლად ძალა გქონდეთ. ასევე ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და შემდეგ წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ და დაიმახსოვრეთ, რომ მოძრაობა ცხოვრებაა!