Connect with us

ყვავილები

ვარდის ცუდი მეზობლები: რისი დარგვა არ შეიძლება მის გვერდით

შარშან დიდებული ბაღი დავგეგმე! წინასწარ მოვიფიქრე, თუ რომელ ყვავილს სად გავზრდიდი. სასუქი შევიძინე და სარწყავით შევიარაღდი. მაგრამ, აი, უიღბლობა: ვარდის ნახევარი დაჭკნა ან არ აყვავილდა. გამოცდილმა მეზობელმა მითხრა, რომ ვარდისთვის ცუდი მეზობელი გვალვაზე ან ზედმეტად მორწყვაზე უარესია.

მალე მებაღეები საყვარელ საქმიანობას, ყვავილების გაზრდას დაიწყებენ. თუ ჩემსავით პრობლემებთან შეჯახება არ გსურთ, წინასწარ გაიგეთ, რომელი მეზობლები ღუპავს ვარდს. ასეთი ყვავილები ბაღის მეორე მხარეს დარგეთ!

რომელ ცუდ მეზობლებს შეუძლიათ ვარდის დაღუპვა

ხახვთესლა (Lysimachia clethroides და Lysimachia punctate)

ხახვთესლა ვარდის გვერდით ლამაზად გამოიყურება და ბაღის ანსამბლს ჰარმონიულად ავსებს, მაგრამ გვერდიგვერდ მათი დარგვა არ შეიძლება. საქმე იმაშია, რომ ხახვთესლა აგრესიული ფესვების სისტემით გამოირჩევა, რომელიც სწრაფად ვრცელდება. მცენარე ნაზ ვარდს უბრალოდ ანადგურებს.

გეორგინა

თუ ზემოდან გვეჩვენება, რომ გეორგინა და ვარდი ერთად ლამაზად გამოიყურება, მიწისქვეშ ურთიერთდაპირისპირება ხდება. კვლავ პრობლემა ფესვებშია. ამოთხრისას გეორგინას ბევრი ფესვების გირჩს ნახავთ, რომელსაც ვარდის დაუზიანებლად ვერ ამოიღებთ.

კამპსისი

ტყუილად არ ამბობენ, რომ მცენარის გაზრდა ადვილია, მაგრამ მოშორება რთული. მისი ფესვების სიტემა ბეტონის ბლოკსაც არ ტოვებს. მებაღეებმა, რომელთაც მცენარის ამოთხრა სურდათ, ზუსტად იციან, რაზე ვსაუბრობ. მის მოშორებას წლები დასჭირდება. უდავოდ, ფერადი ვარდი კამპსისის გაჯერებული ყვავილების ფონზე შეუდარებლად გამოიყურება, მაგრამ ძალიან დიდი ფასი აქვს.

შროშანა

ვინ იფიქრებდა, რომ აგრესიული მცენარეების სიაში საყვარელი და ნაზი შროშანა მოხვდებოდა. ასეთი მხოლოდ გარეგნულად ჩანს! მცენარე თავის ფესვებს კამპსისზე უფრო სწრაფად ავითარებს. ვარდის ბუჩქში გაზრდა შეუძლია. შროშანა მეზობელს მკვებავ ნივთიერებებს ართმევს, ამიტომ მის გვერდით ვარდის დარგვა რეკომენდებული არაა.

როდოდენდრონი

საქმე მკვებავ ნივთიერებებში არაა, რადგან ვარდი და როდოდენდრონი სხვადასხვა დროს ყვავის. მათ შორის მტრობა არაა, უბრალოდ სხვადასხვა პირობები სჭირდებათ. როდოდენდრონს მჟავე მიწა სჭირდება, რომელშიც ვარდი ვერ გაიზრდება.

თქვენი ბაღი სწორად მოაწყვეთ, რომ მთელი ზაფხული არომატული და ფერადი ყვავილებით დატკბეთ. ლამაზად აყვავებული მცენარეები თვალს ახარებს და განწყობას ამაღლებს. რომელი ყვავილები მოგწონთ ყველაზე მეტად და რატომ?

Advertisement