Connect with us

თავის მოვლა

ვაზელინის სარგებელი სახისთვის: გონივრული ეკონომია 

კოსმეტიკის მაღაზიები სხვადასხვა სილამაზის საშუალებით სავსეა, რომლის ფასმაც შეიძლება საგონებელში ჩაგაგდოთ. მაგალითად, ერთჯერადი ნაჭრის ნიღბების, როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი წარმოების, ფასი იკბინება. ნაცნობმა კოსმეტოლოგმა ნაჭრის ნიღბების ნაცვლად ვაზელინის გამოყენება მირჩია. Alltime.ge–ს რედაქცია დეტალურად გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ვაზელინი კანის მოსავლელად.

კოსმეტოლოგიაში არსებობს ცნება „ოკლუზიის ეფექტი“. რაც კანის დერმიდან სითხის აორთქლებას ანელებს. ასე კანი სწრაფად და უფრო დიდი ხნით ტენიანდება, ნაოჭები მყისიერად იმალება. სწორედ ამიტომ, ბევრი ქალი ნაჭრის ნიღბებს იყენებს. მსგავს ეფექტს შეგიძლიათ ვაზელინით მიაღწიოთ. პროცედურა შეგიძლიათ ხელზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზეც გაიმეოროთ.

დაგჭირდებათ:

  • ვაზელინი
  • თავის მოვლის საშუალება
  • სალფეთქი ან პირსახოცი

პროცედურისთვის შეგიძლიათ ნებისმიერი ვაზელინი გამოიყენოთ, თუნდაც კოსმეტიკური. თავის მოვლის საშუალებად შეგიძლიათ ნებისმიერი გელზე დაფუძნებული დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი, შრატი, ნიღაბი გამოიყენოთ. გახსოვდეთ, ვაზელინი მჟავებთან ვერ მეგობრობს.

გამოყენების წესი:

  1. სახე დაიბანეთ და ცოტა ნოტიო დატოვეთ. ახლა მოვლის საშუალება წაისვით.
  2. ზემოდან 3-5 მმ ვაზელინის ფენა წაისვით.
  3. 20-30 წუთით გაიჩერეთ. თუ გაშრება, წყლით (ბალახების ნაყენით ან მწვანე ჩაით) დაასველეთ.
  4. ვადის გასვლის შემდეგ სალფეთქით ვაზელინის ნარჩენები მოიშორეთ. პირდაპირ წყლით არ ჩამოიბანოთ, რადგან სახე გაცხიმიანდება და მისი მოშორება გაგიჭირდებათ.
  5. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ფორები რომ არ დაიხშოს, საპონი ააქაფეთ და სახეზე შეიზილეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. ზედმეტი რ წაისვათ, რომ ნიღბის ეფექტი შეინარჩუნოთ.

პროცედურა ხშირად არ გამოიყენოთ. ძალიან გამომშრალ კანზე და წვეულების წინ უბრალოდ ნამდვილი მხსნელია. ვაზელინის ნიღაბი როგორც სილამაზის კურსი შეგიძლიათ 1 თვის განმავლობაში, ყოველ 2-3 დღეში ერთხელ გამოიყენოთ. უფრო დიდხანს არ გააგრძელოთ! ვაზელინის დახმარებით კანი ხავერდოვანი გახდება. საკმაოდ ეფექტური და ბიუჯეტური მეთოდია.