Connect with us

საკითხავი

ექსპერტები ამბობენ, რამდენად ხშირად უნდა გამოცვალოთ და გარეცხოთ თეთრეული

წლები გავიდა, მაგრამ ერთი მოგონება ჩემი ბავშვობიდან მეხსიერებას არ ტოვებს. ზამთარია, ბნელა. დედა ვიწრო აბაზანაში მაბანავებს, შემდეგ დიდ პირსახოცში მახვევს და საძინებელში მივყავარ. იქ, ქათქათა საწოლში ვწვები და კედელზე ხალიჩას ვათვალიერებ. როცა დედა თეთრეულის ხელით გასარეცხად მოდიოდა, ჩემი კარგი მოგონებების ფასს ვერც ვხვდებოდი.

რა თქმა უნდა, ახლა ხელით რეცხვა შეგვიძლია დავივიწყოთ. ყველაზე დელიკატური ქსოვილიც შეგიძლიათ სარეცხ მანქანას ანდოთ. უფრო მეტიც, სხვა საკითხი წამოიჭრა: რამდენად ხშირად უნდა გავრეცხოთ თეთრეული და ნივთები ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში. ამ საკითხის მნიშვნელობაზე როგორც დერმატოლოგები, ასევე ალერგოლოგები საუბრობენ.

თვეში რამდენჯერ უნდა გამოცვალოთ საწოლის თეთრეული

თეთრეულის გამოცვლა რთული ამოცანაა. ჯერ ხომ ჭუჭყიანი უნდა გადააძროთ, გაწმინდოთ და სარეცხ მანქანაში მოათავსოთ. შემდეგ სუფთა უნდა გადააკრათ და გაასწოროთ. თან სუფთა საწოლში დაუბანელი დაწოლა რაღაც უხერხულობას ქმნის.

მოკლედ, მთელი მანიპულაციების გავლა გვიწევს, სანამ სისუფთავით და კომფორტით ვისიამოვნებთ. ალბათ, ეს არის მიზეზი, რატომ ეზარება ბევრ ჩვენგანს თეთრეულის ისე ხშირად გამოცვლა, როგორც საჭიროა. და სულ ტყუილად!

როგორც იცით, ჰიგიენა ჯანმრთელობის გარანტიაა. ამერიკელი მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ყოველდღე ადამიანი 1,5 გრ კანს იშორებს, რომელიც ტკიპებს ძალიან უყვართ. თეთრეულზე ასევე რჩება კანის ცხიმი, ოფლი, ნერწყვის ნაწილები და ინტიმური გამონადენი. დამეთანხმეთ, ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელი გარემოა.

ბუნებრივია, თეთრეულის სიბინძურის ხარისხის თვალით განსაზღვრა რთულია. ამის გამო ბევრი თეთრეულს 2-3 კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად რეცხავს. იცოდეთ, თუ თეთრეული გაყვითლდა და ცუდი სუნი აქვს, ეს უკვე ზღვარია. ალერგოლოგები გირჩევენ, თეთრეული ყოველ კვირა გარეცხოთ. ამასთან მინიმუმ 50 გრადუსზე გარეცხეთ. ასე ბაქტერიების და ტკიპების განადგურებაში დარწმუნებული იქნებით.

სუფთა საწოლი – სუფთა კანი

ამ საკითხზე დერმატოლოგებიც თავის აზრს გამოთქვამენ. ისინი გირჩევენ შხაპი მიიღოთ და დაძინებამდე სახე კარგად გაიწმინდოთ. ამრიგად, სუფთა საწოლს დიდხანს შეინარჩუნებთ. სიტყვაზე, ექსპერტები გირჩევენ, რომ ბალიშისპირი კვირაში 2-ჯერ გამოცვალოთ. ასე კანის პრობლემებს, აკნეს და ანთებას მოიშორებთ.

თეთრეულის სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ შემდეგი წესი:

  • ცხოველებს ლოგინზე ამოსვლის უფლება არ მისცეთ;
  • საწოლში არ ჭამოთ და არ დალიოთ;
  • გაღვიძების შემდეგ საწოლი გაასწორეთ;

დამეთანხმეთ, ზემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინება აქსიომაა. დიასახლისებმა იცოდნენ, რომ თეთრეულის გარეცხვა ყოველ კვირა საჭიროა, საწოლში ჭამა არ შეიძლება და ლოგინში კატის ადგილი არაა. შესაძლოა, ყველა ძველი წესი ახლა აქტუალური არაა, მაგრამ ზოგიერთის გათვალისწინება მაინც ღირს!