ჯანმრთელობა
ექსკლუზიურად მარგარეტ ტეტჩერისთვის შექმნილი მაგის დიეტა. 4 კვირაში მინუს 28 კგ-მდე
მაგის დიეტის შექმნა უკავშირდება დიდ ბირტანეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონს. დიახ, საუბარი გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის შესახებ მიდის. პოლიტიკოსის გარდაცვალების შემდეგ მრავალ საბუთთან ერთად აღმოჩენილი იქნა თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი კვების განსაკუთრებული მენიუ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს მენიუ “რკინის ქალბატონის” განსატვირთი ინდივიდუალური პროგრამა იყო, რომელიც მაიოს კლინიკის სპეციალისტებმა შეიმუშავებს. დიეტის მთავარ პრინციპი დღიურად მიღებული ცილების რაოდენობის მაქსიმუმამდე გაზრდა და ნახშირწყლების მინიმუმამდე შემცირებაა.
კვერცხის 4 კვირიანი დიეტა
კვების ეს სისტემა გათვლილია 4 კვირაზე. თუ ინსტრუქციას ზუსტად დაიცავთ, ამ მოკლე ვადაში წონაში 10 დან 28 კილოგრამამდე დაკლებაა შესაძლებელი.
1-ლი კვირა
პირველი გვისი განმავლობაში საუზმე უცვლელია. თქვენ დილით, გაღვიძებისთანავე უნდა მიირთვათ ნახევარი ფორთოხალი ან გრეიფრუტი და 2 მოხარშული კვერცხი.
ორშაბათი
სადილი: ერთი სახეობის ხილი (ნებისმიერი რაოდენობით). მიზანშეწონილია არჩევნის შეჩერება ვაშლზე, ფორთოხალზე, მსხალზე, გარგარზე, ატამზე ან ალუბალზე. აკრძალულია ფინიკი, ბანანი, ლეღვი, სხვადასხვა ხილის ჩირი და ყურძენი.
ვახშამი: სალათის ფურცლები, ხორცი (საქონლის ან ფრინველის). მნიშვნელოვანია კვების რაციონიდან ცხვრისა და ზედმეტად ცხიმიანი ხორცის გამორიცხვა.
სამშაბათი
სადილი: ქათმის ხორცი (უცილებლად კანგაცლილი), მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული.
ვახშამი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი, 1-2 ხლებცი, მწიფე ფორთოხალი და ბოსტნეულის სალათი.
ოთხშაბათი
სადილი: 1-2 ხლებცი, პომიდორი, დაბალცხიმიანი ყველი ან ხაჭო (მაქს. 5-10%-იანი).
ვახშამი: ღორის, საქონლის ან ფრინველის ხორცი, სალათის ფურცლები.
ხუთშაბათი
სადილი: ერთი სახეობის ხილი (ნებისმიერი რაოდენობით). აკრძალულია ფინიკი, ბანანი, ლეღვი, სხვადასხვა ხილის ჩირი და ყურძენი.
ვახშამი: ღორის, საქონლის ან ფრინველის ხორცი, სალათის ფურცლები.
პარასკევი
სადილი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი და მოხარშული ბოსტნეული.
ვახშამი: ღორის, საქონლის ან ფრინველის ხორცი, სალათის ფურცლები.
შაბათი
სადილი: ერთი სახეობის ხილი (ნებისმიერი რაოდენობით).
ვახშამი: ღორის, საქონლის ან ფრინველის ხორცი, სალათის ფურცლები.
კვირა
სადილი: ქათმის ხორცი (უცილებლად კანგაცლილი), მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული.
ვახშამი: მოხარშული ბოსტნეული. გამორიცხეთ კარტოფილი, ლობიო და სიმინდი.
მე-2 კვირა
მეორე კვირის განმავლობაშიც თქვენ დილით, გაღვიძებისთანავე უნდა მიირთვათ ნახევარი ფორთოხალი ან გრეიფრუტი და 2 მოხარშული კვერცხი.
ორშაბათი
სადილი: ღორის ან საქონლის უცხიმო ხორცი. გახსოვდეთ, უნდა გამორიცხოთ ცხვრის ხორცი.
ვახშამი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი, სალათის ფურცლები და კარგად მომწიფებული ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
სამშაბათი
სადილი: ღორის ან საქონლის უცხიმო ხორცი.
ვახშამი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი, სალათის ფურცლები და კარგად მომწიფებული ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
ოთხშაბათი
სადილი: ღორის ან საქონლის უცხიმო ხორცი. 1 ან 2 კიტრი.
ვახშამი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი, სალათის ფურცლები და კარგად მომწიფებული ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
ხუთშაბათი
სადილი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი, დაბალცხიმიანი ყველი ან ხაჭო (მაქს. 5-10%-იანი).
ვახშამი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი.
პარასკევი
სადილი: უცხიმო თევზი, ღუმელში გამომცხვარი, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი ან წყლის აბაზანაზე მომზადებული ომლეტი.
შაბათი
სადილი: ღორის ან საქონლის უცხიმო ხორცი, 1 პომიდორი და 1 მომწიფებული ფორთოხალი.
ვახშამი: ხილის სალათი (ვაშლი, მსხვალი, გარგარი, ალუბალი, ფორთოხალი).
კვირა
სადილი: ქათმის ხორცი (აუცილებლად კანგაცლილი), 1 პომიდორი, 1 მწიფე ფორტოხალი.
ვახშამი: ქათმის ხორცი (აუცილებლად კანგაცლილი), 1 პომიდორი, 1 მწიფე ფორტოხალი. გარნირად – მოხარშული ბოსტნეული.
მე-3 კვირა
მესამე კვირის განმავლობაში საუზმე, სადილი და ვახშამი უნდა შედგებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისგან.
ორშაბათი
შეგიძლიათ ნებისმიერი ხილის მირთმევა, გარდა ყურძნისა, მანგოსა, ბანანისა, ფინიკისა და სხვადასხვა ხილის ჩირებისა, ნებისმიერი რაოდენობით.
სამშაბათი
მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ მოხარშული ბოსტნეული ან მათგან მომზადებული სალათები. გამორიცხეთ კარტოფილი და ლობიო.
ოთხშაბათი
მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ ხილი, ნედლი ან მოხარშული ბოსტნეული.
ხუთშაბათი
მოხარშული ან შემწვარი (ზეთის გარეშე) თევზი, სალათები, მოხარშული ბოსტნეული.
პარასკევი
დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული ან ზეთის გარეშე შემწვარი უცხიმო ხორცი. მიზანშეწონილია არჩევნის შეჩერება ქათმის ხორცზე. გარნირად შეგიძლიათ მოხარშული ბოსტნეულის გამოყენებაც.
შაბათი და კვირა
ამ დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ განუსაზღვრელი რაოდენობით ხილი მხოლოდ ერთი სახეობის. აკრძალულია ფინიკი, ბანანი, ლეღვი, სხვადასხვა ხილის ჩირი და ყურძენი.
მე-4 კვირა
მეოთხე კვირის განმავლობაში თქვენ უნდა იკვებოთ ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებით, თუმცა აუცილებლად მცირე პორციებით. დღის განმავლობაში საკვები აუცილებლად უნდა მიიღოთ 4-ჯერ ან 5-ჯერ 2-3 საათიანი შუალედებით.
ორშაბათი
ღორის, საქონლის ან ფრინველის უცხიმო ხორცი, 3 პომიდორი, 4 კიტრი, პატარა ნაჭერი გახუხული პური, 1 ქილა თინუსი (ზეთის და ცხიმის გარეშე) , 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
სამშაბათი
2 პატარა ნაჭერი შემწვარი ხორცი (მაქსიმუმ 200 გრამი), პატარა ნაჭერი გახუხული პური, 4 კიტრი, 3 პომიდორი, 1 ვაშლი ან მსხალი.
ოთხშაბათი
1 სუფრის კოვზი ხაჭო ან უცხიმო ყველი, 500 გრამი მოხარშული ბოსტნეული, 2 პომიდორი, 2 კიტრი, პატარა ნაჭერი გახუხული პური, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
ხუთშაბათი
მოხარშული ან ზეთის გარეშე შემწვარი ქათმის ხორცი, 3 პომიდორი, 1 კიტრი, პატარა ნაჭერი გახუხული პური, ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
პარასკევი
2 მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათი, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
შაბათი
2 კარგად მოხარშული ქათმის მკერდი, 120 გრამი ხაჭო, პატარა ნაჭერი გახუხული პური, 2 პომიდორი, 2 კიტრი, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
კვირა
1 სუფრის კოვზი ხაჭო, თინუსი, 200 გრამი მოხარშული ბოსტნეული, 2 პომიდორი, 2 კიტრი, პატარა ნაჭერი გახუხული პური, 1 ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
კვების ამ მარტივი სქემით, როგორც უკვე გითხარით, 4 კვირაში წონაში 10 დან 28 კილოგრამამდე დაკლებაა შესაძლებელი. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!