Connect with us

ჯანმრთელობა

ექინაცეა სურდოს და მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის პრევენციისთვის

ექინაცეა ერთ–ერთ საუკეთესო ბუნებრივ იმუნომოდულატორად არის აღიარებული. თავიდან ჩრდილო ამერიკელი ინდიელები მის ფოთლებს და ფესვებს ჭრილობის შესახორცებლად იყენებდნენ. ამ მცენარის სამკურნალო თვისებების წყალობით სერიოზული ჭრილობები დაჩირქების და სხვა სახიფათო გართულებების გარეშე იკურნება. ექინაცეა როგორც საერთო, ასევე ადგილობრივ დონეზე ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ზრდის.

Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ გამოიყენოთ ექინაცეა პროფილაქტიკისთვის.

ექინაცეა: როგორ მივიღოთ პროფილაქტიკისთვის

ევროპელებმა ძველ კონტინენტზე ექინაცეა ჩამოიტანეს და თავიდან იყენებდნენ დეკორატიულ მცენარედ, რომელიც თითქმის მთელი წელი ყვავილობს. მოგვიანებით სამედიცინო მიზნით მისი გამოყენება დაიწყეს. სურდოს პრევენციისთვის საერთო იმუნიტეტზე სტიმულაციისთვის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა.

მეწამული ექინაცეა ყველაზე პოპულარული სახეობაა, რომელიც პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. მისგან ამზადებენ ექსტრაქტებს და იმუნომოდულატორ დანამატებს. ექინაცეას და თუთიის კომბინაცია განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ასე არა მხოლოდ საერთო, არამედ ადგილობრივი იმუნიტეტი ძლიერდება. განსაკუთრებით აქტუალურია მწვავე ვირუსული ინფექციების სეზონზე, რადგან ჰაერწვეთოვანი გზით ცხვირის და პირის ლორწოვანი გარსის გავლით გადაეცემა.

იმუნიტეტის გამაძლიერებელი მეთოდი ვირუსებისგან დამცავ ბარიერთან ერთად რისკის ზონაში ყოფნის დროსაც დაინფიცირებისგან დაგიცავთ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მედპერსონალისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტის თანამშრომლებისთვის (მძღოლი, კონტროლიორი), ასევე მაღაზიის თანამშრომლებისთვის, საოფისე შენობების, სალონების, რესტორნების და ბარების ადმინისტრატორებისთვის.

შემოდგომის ბოლოს და გაზაფხულის დასაწყისში იმუნიტეტს დახმარება განსაკუთრებით სჭირდება – ორგანიზმი დღის მოკლე სინათლის და ტემპერატურის ცვლილების გამო სტრესს განიცდის. მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის პრევენციისთვის ექინაცეას მიღება დაინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. მისი მიღება სასარგებლოა მოგზაურობის, გონებრივი დატვირთვის ან სამსახურში მძიმე, პიკური პერიოდის დროს: ეს ყველაფერი სტრესის ფაქტორებია, რომლებიც იმუნიტეტზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ.

მაშინაც კი, თუ უკვე ავად გახდით, ექინაცეას ნაყენი ორგანიზმს სწრაფად აღდგენაში დაეხმარება. ექინაცეა მხოლოდ გრიპის პრევენცია არაა. დაავადების პირველივე სიმპტომებზე მდგომარეობას ამსუბუქებს და გამოჯანმრთელების პროცესს აჩქარებს.

ვისთვის არის ექინაცეა უკუჩვენებული

მცენარე იმუნიტეტისთვის სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საწყობია, თუმცა იმუნური ფუნქციების დარღვევის დროს (აუტოიმუნური დაავადება, ლეიკოზი, იმუნოდეფიციტი) ექინაცეას მიღება უკუჩვენებულია. იმუნიტეტის დამატებითი სტიმულირება დაავადებას გაამწვავებს.

ჰიპერტონიკებმაც დიდი სიფრთხილით უნდა მიიღონ. ექინაცეას მატონიზირებელი თვისებები აქვს და შეიძლება წნევა გაზარდოს მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, რომ თუ მცირე ეჭვი მაინც გაქვთ, ღირს თუ არა ექინაცეას მიღება.