Connect with us

ჯანმრთელობა

ექიმებმა ყოველდღე ლიმონიანი წყლის დალევის მოულოდნელი შედეგები გამოავლინეს

ფიტნეს ბლოგერები ხშირად გვირჩევენ, რომ არა უბრალო წყალი, არამედ წყალი ლიმონის ნაჭრით დავლიოთ. ციტრუსი ორგანიზმს აგრილებს, ატონიზირებს და წყურვილს კლავს. იციან თუ არა ბლოგერებმა, რომ მათი რჩევა შეიძლება უფრო ღირებული აღმოჩნდეს? ექიმები მოულოდნელ დასკვნამდე მივიდნენ და განმარტავენ, რატომ უნდა დალიოთ ლიმონიანი წყალი.

აღმოჩნდა, რომ ახალი გემო და სასიამოვნო ტონუსი ერთადერთი უპირატესობა არაა. ლიმონიანი წყლის რეგულარული მიღება მომავალ მშობლებს კარგად ეხმარება და რეპროდუქციულ სისტემას აძლიერებს.

ლიმონიანი წყლის სარგებელი რეპროდუქციული სისტემისთვის

ლუსია გარსიამ, აშშ–ში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთა: ყოველდღე თუნდაც 1 ჭიქა ლიმონიანი წყლის დალევა სპერმატოზოიდების აქტივობას ზრდის და კვერცხუჯრედების ხარისხს აუმჯობესებს. ეს კი C ვიტამინის რეგულარული მიღების ხარჯზე ხდება.

C ვიტამინი რეპროდუქციული სისტემის მუშაობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს, თავის მხრივ, ჯანმრთელი ნაყოფის განვითარებას იწვევს.

რა სარგებელი აქვს C ვიტამინს

ხშირად გვესმის, რომ C ვიტამინი იმუნიტეტს აძლიერებს, მაგრამ ეს ერთადერთი მისი სარგებელი არაა. თავისი ბუნებით ანტიოქსიდანტად ითვლება, ანუ ანეიტრალებს მავნე თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც კვერცხუჯრედების ან სპერმატოზოიდების დაზიანება შეუძლიათ.

C ვიტამინი მომავალ დედებს უკეთ მომზადებასა და შედეგების სწრაფად მიღწევაში ეხმარება. ლიმონიანი წყალი დაორსულების შანსებს ზრდის, რადგან საშვილოსნოზე დადებით გავლენას ახდენს და საკვერცხეების მუშაობას აუმჯობესებს.

დაორსულების შანსები ფოლიკულების გაძლიერებული განვითარების და სპერმატოზოიდების უფრო სწრაფი მოძრაობის ხარჯზე იზრდება.

რაციონში ლიმონიანი წყლის ჩართვა მარტივია. საკმარისია, რომ რამდენიმე ნაჭერი ციტრუსი გრაფინს დაუმატოთ და პერიოდულად წყალი განაახლოთ. სპორტსმენებისთვის კიდევ უფრო ადვილია: რამდენიმე ნაჭერი ლიმონი წყლის ბოთლს დაუმატეთ. ამ ხრიკით წყალში უსიამოვნო სუნის განვითარებას ხელს შეუშლით.

Advertisement