Connect with us

ყვავილები

ეფექტური საშუალება, რომელიც ფრთათეთრას ბოსტნიდან მოგაშორებთ

ფრთათეთრა წარმოუდგენლად ნაყოფიერი ჩრჩილია, რომელსაც შეუძლია ფერმერი მოსავლის გარეშე დატოვოს. თბილ და ნოტიო კლიმატში მისი თაობა მცენარეს თეთრი საბანივით ფარავს. დაზიანებული ფოთლები ხმება და იხვევა. სახიფათო მწერს სათბურსა და ბაღში დასახლების უფლება არ უნდა მისცეთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ ებრძოლოთ ფრთათეთრას.

როგორ ვებრძოლოთ ფრთათეთრას

საპროფილაქტიკო ზომები

1. კარანტინი

მავნებელი ნაკვეთზე ნაყიდ ნერგთან ერთად ხშირად ხვდება. სწორედ ამიტომ, მცენარე დარგვამდე ცალკე შენობაში გააჩერეთ.

2. საშემოდგომო დეზინფექცია

მოსავლის აღების შემდეგ ყველა მცენარეული ნარჩენი მოიშორეთ. საქმე იმაშია, მათზე შეიძლება დარჩეს ლარვები, რომელთაც გამოზამთრება და გაზაფხულზე გამრავლების გაგრძელება შეუძლიათ. ამ მიზეზით მიწის ღრმად დაბარვა არ დაგავიწყდეთ.

3. მექანიკური ხაფანგები

ზოგიერთი მებაღე ირწმუნება, რომ მათ ნერგებთან წებოვანი ხაფანგების დადება დაეხმარათ. ფრთათეთრას ყვითელი ფერი იზიდავს, ხოლო წებოვან ფენაზე მოხვედრისას გაფრენას ვეღარ ახერხებს.

4. რეგულარული გამარგვლა

ხარბი მავნებელი სარეველებსაც არ იწუნებს. ზოგჯერ ბაღის კულტურებზე სწორედ სარეველებიდან ხვდებიან. სწორედ ამიტომ, კვლების გარშემო სარეველების რეგულარულად მოშორება არ დაგავიწყდეთ.

ფრთათეთრებთან ბრძოლის საშუალება

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხალხური საშუალება დიდად ეფექტური არაა ისეთი მავნე მწერების მოსაშორებლად, როგორიცაა ფრთათეთრა. თუ ნაკვეთზე უკვე ფეხი მოიკიდა, ეფექტურობას წყვეტს. ყველაზე საიმედო მეთოდია ინსექტიციდის „ტეპეკის“ (Teppeki) გამოყენება.

პრეპარატს ასევე იყენებენ ისეთი მავნებლების წინააღმდეგ, როგორიცაა ბუგრი, ტრიპსი, ობობის ტკიპა, ფაროსანა. ის შესხურებისთანავე მწერების კვებას აჩერებს. მავნებლებზე მოქმედებს და ადამიანისთვის უსაფრთხოა.

500 გრამიანი შეფუთვა ვინმესთვის შეიძლება ძვირი იყოს. ბევრ მაღაზიაში წონით იყიდება. ერთი დამუშავებისთვის 1 გ პატარა გრანულაც საკმარისია. აი, წყლის რაოდენობა დამოკიდებულია კულტურაზე, რომლის დამუშავებასაც აპირებთ.

გრანულები გამოყენების წინ წყალში გახსენით. ამის გაკეთება რთულია. მუდმივად მორევა სჭირდება. ჯერ ცოტა თბილი წყალი დაუმატეთ. შემდეგ კონცენტრატი საჭირო მოცულობამდე დაიყვანეთ. კარტოფილს 3 ლ სჭირდება, ყვავილებს – 4-8 ლ, ვაშლის ხეს – 7 ლ.

მცენარე დილით ადრე ან მზის ჩასვლის შემდეგ დაამუშავეთ. პირველად გაზაფხულის დასაწყისში უნდა დაამუშავოთ, როცა ფრთათეთრის ლარვები ჩნდება. გაითვალისწინეთ, რომ 8-10 დღეში ლარვები გამოიჩეკება, რომლებიც შესხურებისას კვერცხები იყო. სწორედ ამიტომ, დამუშავება 7-8 დღეში 2-ჯერ უნდა გაიმეოროთ.

დავამატებთ, რომ საცნობო ინფორმაციის მიხედვით, 200 გ პრეპარატი საკმარისია, რომ 1 ჰა მიწაზე ფრთათეთრის გამოჩენა აკონტროლოთ. „ტეპეკის“ დამცავი თვისება 30 დღე მოქმედებს. გამოდის, კულტურა ბოლოს მოსავლის აღებამდე 1 თვით ადრე უნდა დაამუშავოთ. როგორც უკვე გითხარით, პრეპარატი ადამიანისა და ფუტკრებისთვის უსაფრთხოა. პროცედურის დროს ხელთათმანი, სათვალე და რესპირატორი გამოიყენეთ.

Advertisement