თავის მოვლა
ეფექტური ვარჯიში ჩამოკიდებული ქუთუთოს სახლის პირობებში ასაწევად
ჩამოკიდებული ქუთუთოს პრობლემა სხვადასხვა ასაკის და ნებისმიერი სქესის ადამიანს აწუხებს. მას დაბერების ბუნებრივი პროცესი იწვევს და მის სრულად თავიდან აცილებას სახის კანზე სწორი და რეგულარული მოვლითაც ვერ შეძლებთ. ჩამოკიდებული ქუთუთო ხედვას ამძიმებს და ადამიანს ვიზუალურად უფრო ასაკოვანს აჩენს.
ქუთუთოს აწევაზე პასუხისმგებელია ამწევი კუნთი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება და თავის ფუნქციებს სათანადოდ ვერ ასრულებს. რეგულარული ვარჯიშის დახმარებით დასუსტებული კუნთის გააქტიურებას და ქუთუთოს აწევას შეძლებთ.
„მანამდე“ და „შემდეგ“ ფოტოები გადაიღეთ, რომ შედეგი უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდეს.
- სწორად დაჯექით. ხერხემალი გამართეთ, კისერი გაასწორეთ. ხელისგულები შუბლზე დაიდეთ ისე, რომ კანმა და კუნთებმა ვერ იმოძრაოს – ვარჯიშში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
- 4 დათვლაზე თვალები დახუჭეთ, ქუთუთოები ქვემოთ დაწიეთ. დაძაბულობა 4 წამით შეინარჩუნეთ. შემდეგ 4 დათვლაზე თვალები ნელა გაახილეთ. როცა სრულად გაახელთ, ქუთუთოები აწიეთ, ოღონდ ზემოთ.
- ვარჯიში 10-ჯერ გაიმეორეთ. თუ ძლიერ დაღლილობას გრძნობთ, უფრო ნაკლები გამეორებით დაიწყეთ.
ვარჯიში ყოველ დილას და საღამოს გაიმეორეთ. 2 კვირის შემდეგ რამდენიმე თვით შეისვენეთ. მარტივი და ეფექტური ვარჯიში სცადეთ და მალე კუნთების მუშაობას იგრძნობთ.
ზოგჯერ ქუთუთოს ჩამოკიდვას რიგი მიზეზები იწვევს, რომელიც ასაკთან კავშირში არაა. მაგალითად, დაზიანება ან სხვადასხვა დაავადება. ამ შემთხვევაში ექიმთან მისვლა და კონსულტანცია აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩამოკიდებული ქუთუთო მხედველობაში ხელს გიშლით.