ჯანმრთელობა
ეს 20 მწარე პროდუქტი ჯანმრთელობას ნამდვილად აუმჯობესებენ?
ადამიანების უმეტესობას დრო და დრო ტკბილეული პროდუქტების, მაგალითად კანფეტის ან მარილიანი სასუნავის, მაგალითად ჩიფსების ჭამის სურვილი აქვს. თუმცა მწარე პროდუქტების მიღება ნაკლებად სურთ. მწარე პროდუქტები ბევრ უპირატესობას შეიცავენ, მაგრამ მათ გემოს როგორც გურმანები, ასევე ჯანსაღი კვების მოყვარულები ხშირად ვერ ამჩნევენ.
მწარე პროდუქტები, როგორიცაა კომბოსტო, არტიშოკი და რუკულა, არა მხოლოდ მკვებავი ნივთიერებებით არის მდიდარი, არამედ ნაწლავების ჯანმრთელობას, მადას და საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს. ახალი კვლევა ამ ძლიერი სუპერ პროდუქტების სასარგებლო თვისებებს ადასტურებენ.
აი, რა უნდა იცოდეთ მწარე პროდუქტების შესახებ, სანამ მაღაზიაში წასვლას გადაწყვეტთ.
რა არის მწარე საკვები?
მწარე პროდუქტი ყველაზე პოპულარული არა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მკვებავი ნამდვილად არის. ისინი მწარე გემოს რეცეპტორებს ააქტიურებენ და ამას ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებელი მოაქვს.
ტრადიციული მწარე საკვები, როგორიცაა მწვანილი, ფესვები და ბალახები, საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულირებისთვის და კომფორტული მონელებისთვის ჩვეულებრივ სადილის შემდეგ მოჰქონდათ. გარდა ამისა, მედიცინაში მწარე პროდუქტი ძლიერი სამკურნალო თვისებების გამო უძველესი დროიდან დაფასებული იყო.
მაგალითად, აიურვერდში მწარე და მწკლარტე გემოს მქონე პროდუქტების მიღებას პიტა და კაფჰა დოშას ტიპის ადამიანებს ბალანსის უზრუნველსაყოფად ურჩევდნენ. ითვლება, რომ ისინი ბუნებრივი შარდმდენი საშუალებები არიან, რომლებიც მუცლის შებერილობას აფერხებენ, წყლის შეკავებას ამცირებენ და რეგულარულ განავალს უზრუნველყოფენ.
ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში მწარე საკვები სითბოს ზრდის და ბიოლოგიური სითხის შეკავებას ამცირებს. ასევე წვრილი ნაწლავის და გულის ჯანმრთელობის გასაძლიერებლად გამოიყენება. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი პროდუქტი ხუთივე არომატთან (ტკბილი, მჟავე, მარილიანი და ცხარეს ჩათვლით) კომბინაციაში უნდა გამოიყენოთ, რომ ორგანიზმის ბალანსს მხარი დაუჭიროთ.
ბოლო დროს კვლევებში, რაციონში მწარე პროდუქტების ჩართვის შესახებ ბევრი ახალი მონაცემები დაგროვდა.
მწარე საკვების 5 უპირატესობა
1. საჭმლის ჯანსაღ მონელებას ხელს უწყობს
ახალი კვლევები აჩვენებს, რომ მწარე საკვები ნერწყვის და კუჭის მჟავის წარმოებას ხელს უწყობს, რაც საჭმლის კარგი მონელებისთვის აუცილებელია. ასევე ნაღვლის წარმოებას სტიმულირებს, რომელიც ცხიმების დაშლას და გადამუშავებას ახდენს.
მწარე საკვების ზრდა საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ზრდას იწვევს. ეს ფერმენტები საჭმლის მონელებაზე და მკვებავი ნივთიერებების ათვისებაზე არიან პასუხისმგებელნი. ეს გარანტიას მოგცემთ, რომ საკვებიდან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ.
2. მკვებავი ნივთიერებების ათვისებას მაქსიმალურად ზრდის
რაციონში მწარე საკვების ჩართვით ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ვიტამინების და მინერალების, მაგალითად კალციუმის ათვისებას მაქსიმალურად გაზრდით. ისინი ორგანიზმში მომნელებელი ფერმენტების სინთეზს ზრდიან.
ის დაგიცავთ უზომო ჭამისგან და მკვებავი ნივთიერებების დეფიციტისგან, როგორიცაა რკინა, B12 ვიტამინი, მაგნიუმი და იოდი. ენერგიის დონეს გაზრდის და მთელი დღე თავს კარგად იგრძნობთ.
3. ნაწლავების დაავადება შეიძლება თავიდან აგაცილოთ
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელსაც ნაწლავების გაზრდილი გამტარიანობა ახასიათებს. ეს კი საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლში ტოქსინების, ბაქტერიების და საკვების ნაწილების მოხვედრას იწვევს. ამას უსიამოვნო სიმპტომები ახლავს – ქრონიკული ანთებიდან დაწყებული დაღლილობით, ჭარბი წონით, კანის და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებით დამთავრებული.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სხვა მიზეზებიც არსებობს. მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც სხვა პრობლემებთან ერთად ნაწლავების ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.
რაციონში მწარე ხილის და ბოსტნეულის დამატებით საჭმლის მომნელებელ სისტემას გააუმჯობესებთ, ნაწლავურ გამტარიანობას შეამცირებთ, რაც ბევრი უსიამოვნებისგან დაგიცავთ.
4. მადას ზრდის
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მწარე პროდუქტები მადას აუმჯობესებენ. მწარე გემოს რეცეპტორების გააქტიურება გრელინის სეკრეციას (შიმშილის გრძნობაზე პასუხისმგებელი მთავარი ჰორმონი) სტიმულირებს.
უფრო მეტიც, ერთ-ერთი ალტერნატიულ სამედიცინო მიმოხილვაში აღინიშნება, რომ მწარე საკვების მიღება მუცლის ღრუს ორგანოებში სისხლის მიწოდების და გემოს მაკონტროლებელი ზოგიერთი ნერვების აქტივობის გაზრდით მადას სტიმულირებს.
5. მიკრობიუმს აუმჯობესებს
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შიგნით რთული საზოგადოება არსებობს, რომელიც ტრილიონი მიკროორგანიზმისგან შედგება. ისინი ჯანმრთელობის თითქმის ყველა ასპექტზე, დაწყებული იმუნური ფუნქციიდან და დაავადებების პროფილაქტიკით დამთავრებული, გავლენას ახდენენ.
მწარე ბოსტნეულის სიაში შემავალი თითქმის ყველა პროდუქტი პრებიოტიკებით მდიდარია.
პრებიოტიკები უჯრედისის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიებს ენერგიით უზრუნველყოფს. მკვებავ დიეტასთან და ცხოვრების ჯანსაღ წესთან კომბინაციაში მწარე საკვების ყოველდღიური დოზა დიდ სარგებელს მოგიტანთ. შეიძლება ნაწლავების ჯანსაღი ბაქტერიები საწვავით უზრუნველყოფს, რაც მათ გამრავლებისთვის სჭირდებათ.
ტოპ 20 გავრცელებული მწარე პროდუქტი
ეს პროდუქტები კონცენტრირებული კაფსულების, ტონიკების და ექსტრაქტრების სახით ფართოდ გავრცელებულია. მიუხედავად ამისა, მთელი საკვების არჩევანი უფრო სასარგებლოა, რომელიც ვიტამინების, მინერალების და მკვებავი ნივთიერებების უფრო ფართო სპექტრით აგავსებთ.
საერთო მწარე პროდუქტებად ფურცლოვანი მწვანილი, ციტრუსი და ზოგიერთი ბალახი, სანელებელი და ბოსტნეული ითვლება. მათ სარგებელი არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის მოაქვს, არამედ მთელ ორგანიზმს მკვებავი ნივთიერებების გრძელი სიით უზრუნველყოფენ. აი, რამდენიმე საუკეთესო მწარე პროდუქტი, რომლებიც სჯობს რაციონს დაუმატოთ:
- ვაშლის ძმარი
- არტიშოკი
- რუკოლი
- ლაიმა
- ბროკოლი
- ბრიუსელის კომბოსტო
- ვარდკაჭაჭა
- ყავა
- შტოში
- ბაბუაწვერას მწვანილი
- მუქი შოკოლადი
- კამა
- ბადრიჯანი
- არდი
- კოჭა
- გრეიფრუტი
- კომბოსტო
- პიტნა
- ზაფრანა
- სეზამის თესლი
უსაფრთხოების ზომები
მწარე საკვების მოხმარების გაზრდა უდაოდ სასარგებლოა. რამდენიმე პორცია კომბოსტოს ან რუკოლის დამატება თქვენს ჯანმრთელობაზე გავლენას ვერ მოახდენს, თუ მას დაბალანსებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ხელს არ შეუწყობთ.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად ამ პროდუქტებთან ერთად ბევრი სხვა ხილი, ბოსტნეული, მთელი მარცვლეული, უცხიმო ცილები და მკვებავი ცხიმები მიიღეთ. ასე ჯანმრთელობაზე დადებით ზემოქმედებას გაზრდით.
გაითვალისწინეთ, რომ მწარე პროდუქტების უმეტესობა ბევრ უჯრედისს შეიცავს. უჯრედისი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, შეიძლება უსიამოვნო გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს, თუ რაციონში მათ რაოდენობას უცებ გაზრდით.
რაციონში უჯრედისის რაოდენობა ნელ-ნელა გაზარდეთ, რომ მის მიმართ ამტანობა შეაფასოთ. წყლის მოხმარების გაზრდა არ დაგავიწყდეთ.
თქვენ მწარე საკვები გიყვართ?