ჯანმრთელობა
ეს საუკეთესო საშუალებაა საკვების მომნელებელი სისტემისთვის, ასთმის მკურნალობის, ანემიისა და სისხლძარღვების წმენდვისთვის
ლეღვი მთელ წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია, ამიტომ მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჯანმრთელობის სტიმულირებისთვის, საკვების მონელებისა და თვთშეგრძნების გაუმჯობესებისთვის. გემრიელი და სასარგებლო საშუალება ასთმის მკურნალობაში, სისხლძარღვების გაწმენდასა და ანემიის მოცილებაში დაგეხმარებათ. გაიგეთ როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ მისი დადებითი თვისებები.
ლეღვი მდიდარია კალციუმით, კალიუმითა და თუთიით. ის წარმოადგენს რკინის და C, E, K და A ვიტამინის წყაროს. უნდა იცოდეთ, რომ გამომშრალი ლეღვი მეტ კალორიას შეიცავს ვიდრე ახალი. ამიტომ აჯობებს შეზღუდული რაოდენობით მიიღოთ რათა წონის მატება აიცილოთ თავიდან.
ეს საშუალება გაგიმუჯობესებთ საკვების მომნელებელი სისტემის მდგომარეობას, დაგეხმარებათ ქოლესტერინის შემცირებაში და მოგიხსნიტ სასუნთქ გზებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
თუ ვეგანი ხართ ლეღვის რძის პროდუქტების სანაცვლოდ გამოყენებაც შეგიძლიათ. ის ცნობილი აფროდიზიაკიც გახლავთ.
ასთმის შეტევების შემცირებაში ლეღვი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის ასევე გვეხმარება ასთმასთან დაკავშირებული სხვადასხვა სიმპტომების მკურნალობაში.
ინგრედიენტები:
- 40 ცალი ლეღვის ჩირი
- ზეითუნის ზეთი
გარეცხეთ ლეღვი და გამოაშრეთ ოთახის ტემპერატურაზე. დაჭერით ორ ნაწილად და მოათავსეთ ქილაში. აასხით ზეითუნის ზეთი, სანამ ლეღვი სრულად არ დაიფარება (პლუს 2-3 სანტიმეტრი).
ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავი და დატოვეთ 40 დღით. ლეღვს ზეთის შეწოვის თვისება აქვს და ამ გზით მათი თვისებები ინტეგრირდება. მიირთვით ნახევარი ლეღვი ყოველი კვების წინ და ნახავთ თუ როგორ უმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობა, როგორ დაჩქარდება ასთმისა და ანემიის მკურნალობა და შემცირდება ქოლესტერინის დონე.
გახსოვდეთ, რომ სასურველი შედეგების მისაღებად – პირველი დაწურვის ზეითუნის ზეთი უნდა გამოიყენოთ.