ჯანმრთელობა
ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა: მიირთვით დღეში 10 ცალი
ეს თხილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების საბადოა.
100 გრამ ფისტაში – 540 კალორია შედის, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ის სასარგებლო და კარგი არჩევანია. ის აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლად, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ანელებს დაბერების პროცესს.
ჩვენ რამდენიმე მიზეზს დაგისახელებთ, რატომ უნდა მიირთვათ ფისტა ყოველდღე:
- ვიტამინი Е სიმსივნის სხვადასხვა სახეობებისგან გვიცავს; ასევე ფისტა Е ჯგუფის ისეთ ვიტამინებს შეიცავს რომლებიც ფილტვის სიმსივნის განვითარების რისკს 30%-ით ამცირებს. დღეში 68 გრამი ფისტა არაჩვეულებრივი პროფილაქტიკური საშუალებაა ონკოლოგიური დაავადებებისთვის.
- ფისტების მოხმარებისას მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის გაჩენის რისკი 10-ჯერ მცირდება.
- ფისტა ძალიან ბევრ ანტიოქსიდანტ – ლუთეინს შეიცავს, რომელიც ცხიმის დაგროვებას და ანთებითი პროცესის გაჩენას უშლის ხელს. ფისტას რამდენიმე დღის განმავლობაში გამოყენება 20%-ით ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
- ყოველდღიურად გამოიყენების შემთხვევაში, ის მამაკაცებში პოტენციას 51%-ით ზრდის, იმ შეუცვლადი ცხიმოვანი მჟავების წყალობით რომელიც სქესობრივ ჰორმონებს ასტიმულირებს.
- ფისტა მდიდარია ბოჭკოთი, რომელიც საკვების მონელებას აიოლებს. მხოლოდ 10 გრამი ფისტა დღის დოზა ბოჭკოთი უზრუნველგყოფთ.
- ფისტა ორ კაროტინოიდს შეიცავს, რომლებიც რთულად მოიპოვება სხვა თხილეულში. საუბარია ლუტეინზე და ზაეკსანტინზე – ანტიოქსიდანტებზე, რომლებიც თვალებს იცავენ და კატარაქტის გაჩენას უშლიან ხელს.
- თუ დაბერების გეშინიათ, აუცილებლად გამოიყენეთ 5 – 10 ცალი ფისტა ყოველდღიურად. ის “ბუნებრივ ბოტოქსს წარმოადგენს რადგან ძალიან ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს.