ყვავილები
ეს მცენარეები ჰაერს ბუნებრივი გზით წმენდენ. სახლში ერთი ქოთანი მაინც უნდა გქონდეთ
ოთახის მცენარე სახლის არა მხოლოდ ლამაზი აქსესუარი, არამედ ჰაერის ეფექტური გამწმენდი და გამაჯანსაღებელია. სწორად შერჩეული მცენარე სახლში ჰაერს სხვადასხვა ტოქსინებისგან გაწმენდს და მას ჟანგბადით გაამდიდრებს.
გთავაზობთ 6 მცენარეს, რომელიც ამ საქმეში დაგეხმარებათ. ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა ჰაერის გასაწმენდად.
ჰაერის გამწმენდი მცენარეები
1. ჰამედორეა
ჰაერს ფორმალდეჰიდებისგან წმენდს და ბუნებრივი დამატენიანებლის სახით მოქმედებს.
2. სანსევიერია
ეს მცენარე ჰაერიდან აზოტის ოქსიდებს და ფორმალდეჰიდებს შთანთქავს.
3. მოყვითალო დიპსისი
ერთ–ერთი საუკეთესო მცენარე, რომელიც შენობაში ჰაერს წმენდს.
4. ქლოროფიტუმი
ეს მცენარე ნახშირორჟანგის მონოოქსიდებს და სხვა სახის ტოქსინებს შთანთქავს.
5. სპატიფილუმი
მცენარე ძალიან კარგად შთანთქავს ობს, ამიტომ ხშირად სააბაზანო ოთახში დებენ.
6. გერბერა
ეს დიდებული ყვავილი ჰაერიდან ბენზოლს და ნახშირორჟანგს შთანთქავს და ძილს მნიშვნელოვანად აუმჯობესებს.
ამ მცენარეებისთვის სახლში ადგილი გამოყავით და ისინი არა მხოლოდ ბინას დაამშვენებენ, არამედ ჰაერს უფრო სუფთას გახდიან. სუფთა და ჯანსაღი ჰაერით ისუნთქეთ!
ამაში მეგობრებსაც დაეხმარეთ!