Connect with us

ჯანმრთელობა

ეს მარცვლები თქვენს ორგანიზმს ყველა სასარგებლო ნივთიერებით გაამდიდრებს და განკურნავს

დღეს ადამიანისთვის კვების მრავალი პროდუქტია ხელმისაწვდომი, თუმცა, ამ მრავალფეროვნებაში იგი სრულად იკარგება და, ხშირად, უპირატესობას ნაკლებად სასარგებლო, ხანდახან კი სულაც მავნე, თუმცა ნაცნობ პროდუქტს ანიჭებს.

ამიტომ დღეს ჩვენი რედაქცია კიდევ ერთ გასაოცარ ნატურალურ პროდუქტზე, ბაზილიკის თესლზე მოგიყვებათ, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება. ბაზილიკის თესლების სასარგებლო თვისებები იმდენად გასაოცარია, ტომ ეს პროდუქტი ნამდვილად იმსახურებს თქვენს რაციონში დაუყოვნებლივ ჩართვას.

1. გახდომა

ცელულოზა, რომელსაც ბაზილიკის თესლი შეიცავს, დიდი ხნით ხსნის შიმშილის გრძნობას. ხოლო, თუ მიღებამდე თესლს ჩაალბობთ, მისი მოცულობა 30-ჯერ გაიზრდება და უფრო დიდი ხნით  დანაყრდებით.

2. თმის მდგომარეობის გაუმჯობესება

K ვიტამინის, ცილისა და რკინის შემცველობა დადებითად აისახება თმების ჯანმრთელობაზე – ხელს უშლის მათ ცვენასა და გამელოტებას, ასტიმულირებს თმის ზრდას ფოლიკულებიდან.

3. კანის ჯანმრთელობა

ფლავონოიდებისა და ანტიოქსიდანტების არსებობა ხელს უწყობს უჯრედების ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ბაზილიკის თესლის დახმარებით შესაძლებელია კანის ისეთი დაავადებების განკურნება, როგორებიცაა ფსორიაზი ან ეკზემა. საკმარისია, 100 მლ ქოქოსის ზეთი შეურიოთ 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ბაზილიკის თესლს, გაათბოთ, გადაწუროთ და შეიზილოთ მასა კანის საფარველში.

4. კუჭის მჟავიანობა

ბაზილიკის თესლები კუჭზე დამმაშვიდებელ ეფექტს ახდენს. საკმარისია, 1 ჭიქა რძეში 1 კოვზი ბაზილიკის თესლი ჩაყაროთ და მიირთვათ. კუჭის წვა სწრაფად გაგივლით.

5. შაქრის დონის შემცირება

რძეში ჩალბობილი ბაზილიკის თესლი გვეხმარება მეორე ტიპის დიაბეტის განკურნებაშიც კი. ეს ყველაფერი პროდუქტში დიეტური ბოჭკოების შემცველობის დამსახურებაა, რომლებიც აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს.

6. კუჭის გაწმენდა

ბაზილიკის თესლი მოქმედებს, როგორც კუჭის ამშლელი საშუალება, წმენდს კუჭს და გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები. უბრალოდ დაუმატეთ რძეს წყალში წინასწარ ჩალბობილი თესლი და დალიეთ.

7. სხეულის ტემპერატურის ნორმალიზება

თუ ზაფხულში ძალიან ცხელა, ბაზილიკის თესლი აუცილებლად დაგეხმარებათ. უბრალოდ დაუმატეთ ეს ძალიან სასარგებლო პროდუქტი ნებისმიერ სასმელს და სიცხე ისე ძლიერად აღარ აღიქმება.

8. მხედველობის გაუმჯობესება

სტაფილოს მსგავსად, ბაზილიკის თესლი შეიცავს A ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ცუდი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის. ბაზილიკის თესლის მოხმარება ხელს უშლის მხედველობის საერთო პრობლემებს, მაგალითად, კატარაქტის ან ყვითელი ლაქის დეგენერაციის განვითარებას.

ჩამოთვლილის გარდა, ბაზილიკის თესლს უდიდესი საკვები ღირებულება აქვს. იგი შეიცავს ეთერზეთებს, ბეტა-კაროტინს, ლუტეინს, ვიტამინ A-სა და K-ს, ასევე, მინერალურ ნივთიერებებს: კალციუმს, მაგნიუმს, მარგანეცს, კალიუმსა და თაფლს.