Connect with us

ტესტები

ერთწუთიანი ტესტი, რომელიც ზუსტად გეტყვით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პირდაპირ ახლა

ჩემი დილა საკმაოდ უცნაურად დაიწყოთ. მასაჟისთან ვიზიტით. სუსტი ქალი კისერს და მხრებს ზედმეტი ფიქრის გარეშე მიზელდა. სადღაც ორი თვე ყურადღებას არ ვაქცევდი, რომ მტკიოდა. აი, დადგა მომენტი, როცა ტკივილისგან ხელის განძრევაც აღარ შემეძლო. სასწრაფო დახმარებას მივმართე. გაინტერესებთ, საით მივდივარ? იმის თქმა მსურს, რომ ზოგჯერ ვუგულებელყოფთ პრობლემებს, რომელთაც დაუყონებლივ მოგვარება სჭირდებათ. გირჩევთ ტესტის გავლას, რომელიც ზუსტად გეტყვით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პირდაპირ ახლა.

პრობლემები მანამ მოაგვარეთ, სანამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწევს. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ მოაგვაროთ ის, რომელსაც დიდი ხანია გვერდს უვლით.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მარტივი ტესტია. ჭიქებს შეხედეთ და აირჩიეთ ის, რომლის აღებაც გსურთ. დიდხანს არ იფიქროთ, უბრალოდ აიღეთ ჭიქა, რომელსაც ყურადღება პირველ რიგში მიაქციეთ. აირჩიეთ? ახლა გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უახლოეს მომავალში.

იისფერი ჭიქა

თუ პირველი ჭიქა აირჩიეთ, ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ვიცი, როგორც ხდება. სადღაც გჩხვლეტთ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევთ. საკუთარ თავს ჰპირდებით, რომ მოგვიანებით მიხედავთ. ბოლოს, როცა ტკივილი აუტანელი ხდება, შედეგებთან გამკლავება გიწევთ. მარტივი მეგობრული შეხსენება: ექიმთან მიდით. თუ რაღაც დიდი ხანია გაწუხებთ, მიზეზი გაარკვიეთ.

გირჩევთ, ჯანმრთელობაზე წინასწარ იზრუნოთ და სერიოზულ პრობლემებს არ დაელოდოთ. ასე უფრო იაფი გამოდის და შედეგიც ეფექტურია. ვიცი, რომ ექიმთან მისვლა რთულია, მაგრამ საკუთარ თავში ძალებს იპოვით! წარმატებას გისურვებთ!

წითელი ჭიქა

ოჰ, ვიღაცამ მეორე ჭიქა აირჩია. თქვენც გაქვთ რაღაც, რასაც დიდი ხანია ყურადღებას არ აქცევთ. ეს მშობლებთან ან ახლო ნათესავებთან ურთიერთობაა. ბევრისთვის ეს მწვავე საკითხია. ბევრი უთქმელი წყენა და საკითხი არსებობს, რომლებიც უნდა გადაიჭრას. აუცილებელი არაა, რომ იჩხუბოთ და ყველაფერი თქვათ, მაგრამ გულახდილი საუბარი ზედმეტი არაა.

გაწუხებთ, რომ ნათესავებს გულს ვერ უმხელთ. თუ ასეა, ამის გამოსწორება სცადეთ. მენდეთ, შვებას იგრძნობთ. მომავალ შაბათ–კვირას ოჯახური ვახშამი მოაწყვეთ, მათ გულახდილად ესაუბრებთ. დაე, ეს პირველი ნაბიჯი გახდეს.

ცისფერი ჭიქა

თქვენ ყურადღება კარიერაზე უნდა გაამახვილოთ. შესაძლოა, სამსახურით უკმაყოფილო ხართ ან ემოციური გადაწვით იტანჯებით. ეს პრობლემაა, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, გვსურს გირჩიოთ, რომ საძულველ სამსახურს თავი დაანებოთ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. თუ გრძნობთ, რომ გადაიწვით, შვებულება აიღეთ.

ეს დრო გამოიყენეთ იმაზე დასაფიქრებლად, რას გააკეთებთ მომავალში. შესაძლოა დიდი ხანია ახალი პროფესიის ათვისებაზე ოცნებობთ ან საკუთარი ბიზნესის დაწყება გსურთ. თუ ეს თქვენზე არაა, სამსახურისგან დასვენების მეთოდი იპოვეთ. ჰობით დაკავდით. ასე ცხოვრებისგან მეტ სიამოვნებას მიიღებთ.

ყვითელი ჭიქა

როგორც ჩანს, პარტნიორთან ურთიერთობა თვითნებაზე მიუშვით. ზოგიერთი ოჯახური პრობლემის უგულებელყოფა ძალიან მარტივია, თუ ადრე ამას ყურადღებას არ აქცევდით. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ორმხრივი წყენა გროვდება, მაგრამ გამოსავალი არაა. დროთა განმავლობაში ეს ნამდვილი კატასტროფის მიზეზი შეიძლება გახდეს.

თუ რაღაც გაწუხებთ, მეორე ნახევარს გაესაუბრეთ. უმჯობესია პრობლემები მანამ მოაგვაროთ, სანამ შეუჩერებელი ვულკანი ამოიფრქვევა. დარწმუნებული ვართ, რომ გულახდილი საუბარი ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. თუ არა, იქნებ სჯობს თქვენი გზები გაიყოს?

ვიმედოვნებთ, ამ მარტივი ტესტით საკუთარ თავში გარკვევა შეძელით. ცხოვრება ბევრ უსიამოვნო სიურპრიზებს გვიმზადებს, მაგრამ მათი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუნდაც ზოგიერთის. წარმატებას გისურვებთ!

Advertisement