ჯანმრთელობა
ერთი უბრალო ბოსტნეული აჯანსაღებს სახსრებს, ამცირებს ანთებას და სტიმულირებს წონის კლების პროცესს
ნიახური ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც შეგიძლიათ რაციონში ჩართოთ. ის მრავალრიცხვოვანი მინერალების და ვიტამინების მდიდარი წყაროა, ამიტომ დადებითი გავლენა აქვს ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე და ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.
კვლევის თანახმად
„ნიახური მდიდარია ფენოლის ფიტონუტრიენტებით, რომელსაც ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს. ეს ფიტონუტრიენტები მოიცავს კოფეინის მჟავას, ქლოროგენულ მჟავას, ფენილაკრილის მჟავას, კუმარის მჟავას, ფეროულის მჟავა, აპიგენინს, ლუტეოლინს, კვერცეტინს, კემფეროლს, ბეტა-სიტოსტეროლსა და ფურანოკუმარინის.
ნიახური k ვიტამინის და მოლიბდენის შესანიშნავი წყაროა. მასში შედის ფოლიუმი, კალიუმი, საკვები ბოჭკოები, მანგანუმი და პანთოტენორუ მჟავა. ასევე A, B2, B6, C ვიტამინების, სპილენძის, კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის შესანიშნავი წყაროა.
აქედან გამომდინარე, აი, 8 მიზეზი, რატომ უნდა მიიღოთ ნიახური ყოველდღე:
1. ნიახური ქოლესტერინის დონეს ამცირებს
ფთალიდები თავისი არსით ნაღვლის მჟავის წარმოებას ხელს უწყობს, რაც თავის მხრივ სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
2. ნიახური სისხლის წნევის რეგულირებაში დაგეხმარებათ
კალიუმის მაღალი შემცველობის გამო ნიახური არტერიულ წნევას არეგულირებს, ხოლო ფთალიდები ასუსტებენ კუნთებს, რომლების არტერიებს გარს ახვევია, და სისხლძარღვებს აფართოებს, რითაც სისხლის არტერიულ წნევას ამცირებს.
3. ნიახური ანთებას ამცირებს
მას ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს.
4. ნიახური შარდის ბუშტის ინფექციებს კურნავს
როგორც ბუნებრივი შარდმდენი საშუალება, ის შარდის ბუშტის ინფექციებს ებრძვის, ანთებას კურნავს, ნაღვლის ბუშტიდან ქვები და ორგანიზმიდან ბაქტერიები გამოაქვს.
5. ნიახური საჭმლის მომნელებელ სისტემას ეხმარება
ნიახური უჯრედისით და წყლით მდიდარია, ამიტომ შეკრულობას კურნავს და ნაწლავების ჯანსაღ მოძრაობას უზრუნველყოფს.
6. ნიახური სახსრების ჯანმრთელობას ხელს უწყობს
ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისების წყალობით ნიახური სხვადასხვა ანთებას კურნავს, მათ შორის პოდაგრას და ართრიტს, ტკივილს და შეშუპებას ამცირებს.
7. ნიახური სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ
ნიახური მდიდარია მაგნიუმით, რომელიც ნერვულ სისტემას ამშვიდებს, სტრესს და შფოთვას ამცირებს, ძილს აუმჯობესებს.
8. ნიახური წონის დაკლებაში დაგეხმარებათ
ნიახური წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, რადგან ის ბოჭკოვანით არის სავსე და დანაყრების შეგრძნებას დიდი ხნით განიჭებთ.