ჯანმრთელობა
ენა – ორგანიზმის სარკე! როგორ დავადგინოთ ორგანიზმის მდგომარეობა ენით
ენა სხეულის უნიკალური ნაწილია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სჭირდება. მისი დახმარებით ჩვენ ვურთიერთობთ, ვჭამთ, პირის ღრუს და მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას მხარს ვუჭერთ. გამოცდილ ექიმს ენაზე დაკვირვებით იმის თქმა შეუძლია, თუ რა გავლენას ახდენს გარემო, დიეტა და ცხოვრების წესი სხეულის მდგომარეობაზე. თუ ხელთ სარკე გაქვთ, შეგიძლიათ ახლავე გამოიყენოთ და ჯანმრთელობის შესახებ სრული სიმართლე გაიგოთ!
ჯანსაღი ენა
„ჯანსაღი“ ენის ფერი ყოველთვის თანაბრად ვარდისფერი, თავად ორგანო სველია, ნადების, ლაქების, წყლულების და ღარების გარეშე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კუჭი და საჭმლის მომნელებელი სისტემა კარგად მუშაობს და საჭმლის მონელების პროცესში კარგად ფუნქციონიერებს.
ნადები ენაზე
1. მსუბუქი თეთრი ნადები
ასეთი ენა ღვიძლის ან კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებებზე საუბრობს. მხოლოდ ამ ერთი ნიშნით ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია (ეს შეიძლება იყოს დაბალი მჟავიანობის და კუჭის წყლულის ნიშანი), სჯობს ექიმს მიმართოთ.
2. თეთრი ნადების სქელი ფენა
თუ ენა თეთრი ნადების სქელი ფენით არის დაფარული, ეს იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმში ზოგიერთი სისტემა სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს და ჯანმრთელობას მხარს ვერ უჭერს. ეს შეიძლება ვირუსული ინფექციის დაწყების ნიშანი იყოს.
3. ყვითელი ნადები
ასეთი ნადები ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებაზე საუბრობს. ასევე შეიძლება ორგანიზმში საჭმლის გაჩერების და ცუდი მონელების ნიშანი იყოს.
4. არათანაბარი ფერის, ღარებით დაფარული ენა
„გეოგრაფიული“ ენა – კუჭ–ნაწლავის დაავადებების ერთგული ნიშანია. თუ ღარები იმდენად ღრმაა, რომ ნახეთქებს ჰგავს – ეს სისხლში შაქრის გაზრდილ დონეზე საუბრობს. ზუსტი დიაგნოზის დასმას ექიმთან შეძლებთ.
ენის ფერი
1. მკრთალი თეთრი ენა
თეთრი ან მკრთალი ფერის ენა დიდი ალბათობით საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს უკავშირდება. ორგანოს ასეთ ფერს თან ახლავს თხევადი განავალი, ცივი ხელები ან ფეხები, დაღლილობა ან მუცლის შებერილობა.
ზედმეტად მკრთალი, მშრალი ენა სისხლის დეფიციტზე საუბრობს, რასაც, როგორც წესი, თან ახლავს შფოთვა, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება, უძილობა, დახეთქილი ტუჩები ან ანემია.
2. წითელი ენა
კაშკაშა წითელი ენა თითქმის ყოველთვის ორგანიზმში ინფექციების არსებობაზე მიუთითებს. ენაზე წითელი წერტილები ტემპერატურაზე ან სისხლში ანთებაზე საუბრობს. ასე ბავშვებში ინფექციებზე იმუნური პასუხი ვლინდება. მუქი წითელი ფერი თირკმლის პრობლემების ან სხეულის ინტოქსიკაციის ნიშანია.
3. ენა წითელი წვერით
ენის წვერი ცნობილია, როგორც გულის არე. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ენის წითელი წვერი დაავადების რაიმე ნიშნის გარეშე შეიძლება ემოციური გაოგნების მანიშნებელი იყოს.
4. კუთხეებში წითელი ენა
ენის ასეთი ფერი ცხარე ან ცხიმიანი საკვების, ასევე ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას უკავშირდება. აღმოსავლური მედიცინის თანახად, ამრიგად დიდი ხნის უკმაყოფილება ან წყენა ვლინდება.
5. იისფერი ენა
ხშირად ასეთი ფერი B2 ვიტამინის დეფიციტს უკავშირდება. ასევე შეინიშნება ქალებში, რომელთაც ძალიან მძიმე მენსტრუაციული ციკლი აქვთ ან იმ ადამიანებში, რომელთაც ქრონიკული ტკივილი აწუხებთ.
6. ლურჯი ენა
ეს სიგნალია, რომ ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ. ის ადასტურებს იმას, რომ ქსოვილებს ჟანგბადის მიწოდება აკლიათ. ასევე შეიძლება იყოს გულის დაავადების, დაზიანებული სისხლძარღვების, გულის დისფუნქციის ან სასუნთქი გზების დარღვევის ნიშანი.
7. ყვითელი ენა
თუ ენის სიყვითლე დიდხანს არ გადადის, ეს ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადების ნიშანია. ენის წინა ნაწილის მოყვითალო ფერი – ჰეპატიტის აშკარა ნიშანია.
8. მომწვანო ენა
მუქი ან მომწვანო ნადები შეიძლება ორგანიზმის ძლიერი მოწამვლის, მათ შორის ალკოჰოლით მოწამვლის ნიშანი იყოს.
ჩინურ მედიცინაში ირწმუნებიან, რომ ენა გულის გაგრძელებაა, ამიტომ მის მდგომარეობას ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გადახრის ან ცუდი განწყობის დროს კვალიფიციურ სპეციალისტს დახმარებისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ! ეს სტატია მეგობრებს გაუზიარეთ. მათ ორგანიზმის მდგომარეობის დამოუკიდებლად შემოწმება აუცილებლად მოუნდებათ.