Connect with us

ჰოროსკოპი

ებრაული სიბრძნე ზოდიაქოს ნიშნებისთვის: აი, ვინ იცის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ

ებრაელებმა, როგორც ბევრმა ძველმა ხალხმა თავისი ჰოროსკოპი დაგვიტოვეს. ყველამ იცის ამ ხალხის თვითკმარი და გულწრფელი იუმორის და კიდევ უფრო სხარტი სიბრძნის შესახებ.

მათი ზოდიაქოს ნიშნებიც ასეთი გამორჩეული და „პირდაპირ წერტილში“ მოხვედრილია. აი, ჩემი მეგობარი ადარის თვეში დაიბადა და თითქოსდა ყველაფერი მასზე დაწერილია. მათი ჰოროსკოპი ნამდვილი ებრაული სიბრძნით სავსე და ძალიან ლაკონურია, როგორც მათი ხუმრობა. თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს გარკვეული თვე შეესაბამება. თქვენი ზოდიაქოს ნიშანი იპოვეთ და ნახეთ, რომელი ებრაული თვე შეესაბამება მას.

ვერძი – ნისანის თვე

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი მამაცი, შეუპოვარი და ძლიერია, საკუთარი შეხედულებები აქვს, პროგრესულია და ამავდროულად აგრესიული, მებრძოლი და თავდაჯერებული. ბრძოლაში ყველაფერს აკეთებს, რომ გამარჯვებული გამოვიდეს. შეტევაზე პირველი გადადის და მტერს ანადგურებს. ისტორიულად ნისანის თვე ებრაელების ეგვიპტიდან გასვლას, შინაგანი მონობიდან ცოდვებისგან გათავისუფლებაზე, ფიზიკური დამოკიდებულებიდან თავისუფლებისკენ გადასვლას აღნიშნავს.

კურო – იარის თვე

ებრაული ჰოროსკოპით იარის თვე ზოდიაქოს ნიშან, კუროს შეესაბამება (ებრაულად – შორი, ანუ ხარი). სიტყვა „შორი“ ებრაულში ზრდასრულ, დამოუკიდებელ ცხოველს ნიშნავს, ხოლო „ტალე“ სუსტს და პატარას. ხარი არის ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ, ინდივიდუალური არსის გამოვლენისკენ.

ტყუპები – სივანის თვე

ტყუპები ინტელექტუალია, რომელსაც ყველაფრის ცოდნა სურს. სწორედ  ამიტომ, მისთვის ცოდნა ძალაა და რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს ახლა, მით უფრო გაუადვილდება მომავალში არჩევანის გაკეთება. მას ერთი საქმისადმი ერთგულება უჭირს, ქარის მსგავსად ძალას და მიმართულებას ხშირად იცვლის. ებრაული ჰოროსკოპის მიხედვით, ტყუპები შეიძლება ყოველდღე განსხვავებული იყოს.

კირჩხიბი – თამუზის თვე

ებრაული ჰოროსკოპის თანახმად, კირჩხიბს ზრუნვა, სიყვარული, ერთგულება უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე სხვა ნიშნებს. გარდა ამისა, მთელი ძალისხმევა უნდა გაიღოს, რომ მშფოთვარე წარსულზე არ იფიქროს და წინ უყუროს, მტკივნეული მოგონებები და სულიერი ჭრილობები უკან დატოვოს. მისთვის ეს ბედნიერების და სიყვარულის საპოვნელად ერთადერთი მეთოდია. ებრაული ჰოროსკოპის თანახმად, კირჩხიბი მეოჯახეა. მისი ლოზუნგია „ჩემი სახლი – ჩემი ციხესიმაგრე“. ოჯახს და სახლს ძლიერ ეჯაჭვება, ისტორია და ასტრონომია უყვარს, ყველაფერი, რაც წარსულს ახსენებს.

ლომი – ავის თვე

ებრაული კალენდრით მე-5 თვე. ლომი თავის ენერგიას მზისგან იღებს და ამიტომ მისი გავლენის ქვეშ მყოფი ერთადერთი ნიშანია. ლომი თვლის, რომ მთელი სამყარო მის გარშემო ტრიალებს. საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებში დარწმუნებული ლომი ამ თავდაჯერებულობას მთელ სამყაროში აგზავნის. სურს, რომ პატივს ცემდნენ. თუ ასე არ მოხდება, შურს იძიებს. როგორც მეფე, შეიძლება ამაყი და დახვეწილი იყოს. ყველას არ ჰგავს. ის ლომია!

ებრაული ჰოროსკოპის მიხედვით, ლომის სუსტი ადგილი გულია. მას გულსისხლძარღვთა დაავადებებისკენ მიდრეკილება აქვს. ნდობას ადვილად არ ავლენს, მრჩევლებს და პარტნიორებს ბრძნულად ირჩევს. ბოლომდე მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობა, დახმარებას პრაქტიკულად არასდროს ითხოვს, რადგან თვლის, რომ არ სჭირდება. თუ ითხოვს, რჩევას არ უსმენს. კოლეგები და მეგობრები ლომის დამხმარეები და მისი თანასწორები არ არიან. ბუნებით ლიდერია, ყველაფრის ორგანიზება უყვარს, მაშინაც კი, როცა ამას არავინ თხოვს. ლომს შეიძლება შეხვდეთ პოლიტიკაში, განათლების სისტემაში და ბიზნესში მაღალ თანამდებობებზე. ყოველთვის ეძებს იმას, რის მართვასაც შეძლებს.

ქალწული – ელულის თვე

ქალწულს წესრიგისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვა ახასიათებს. არაფერი ხელს ისე არ უშლის, როგორც უწესრიგობა. მისი სამუშაო მაგიდა, სახლი და ავტომობილი ეფექტურობის და სისუფთავის მაგალითებია. ქალწულს ყველაფრისთვის ადგილი აქვს. ნებისმიერ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება. მისთვის ამოცანის შესრულება პატივის საკითხია. ებრაული ჰოროსკოპით, ქალწული ფიზიკურ სამყაროში სრულყოფილ წესრიგს მოითხოვს, რომლის მხარდასაჭერად დედამიწაზე სპეციალურად გამოგზავნეს.

მათი სისუფთავის და სიზუსტის სიყვარულით ქალწულს ხშირად შეხვდებით რედაქტორებს, ბუღალტრებსა და ქირურგებს შორის. როგორც წესი, მათგან წვრილმანებზე კრიტიკას ხშირად მოისმენთ. სხვისთვის ტკივილის მიყენებას მიზნად არ ისახავს, უბრალოდ შეცდომები და ნაკლოვანებები მის წესრიგის გრძნობას შეურაცხყოფას აყენებს და ამ ხარვეზის სწრაფად ამოვსებას ცდილობს.

სასწორი – თიშრეის თვე

სასწორი წონასწორობისა და ერთიანობისთვის იბრძვის, ხშირად ჩახლართულ სიტუაციაშია. საქმის განხილვისას პრობლემის თითოეულ ასპექტს განიხილავს, რომ წონასწორობას მიაღწიოს. სასწორი ყოველთვის კამათის ორ მხარეს ხედავს და ორივე მათგანი სწორად მიაჩნია.

შეცდომის დაშვება და არასწორი არჩევანის გაკეთება აშინებს. კომუნიკაბელური, მეგობრული, გულახდილი, თბილი ადამიანია, სხვების პრობლემებს იზიარებს და მათში ნდობას აღვიძებს. სხვებზე ზრუნვა – აი, რას აყენებს სასწორი პირველ ადგილზე.

მორიელი – ხეშვანის თვე

მორიელს ცვლილებები არ უყვარს. საკუთარი და სხვების ცხოვრების გაკონტროლება სურს. კონტროლის დაკარგვა მისი ყველაზე დიდი შიშია. როგორც მაქსიმალისტისთვის სიყვარული ყველაფერია. თუ გრძნობს, რომ მისი სიყვარული უპასუხოა, სიყვარული სიძულვილად გადაიქცევა. მორიელს პატიება ან დავიწყება უჭირს. ტიპიური მორიელი ადგილს ვერ იპოვის, სანამ მოღალატეზე შურს არ იძიებს.

ებრაული ჰოროსკოპის თანახმად, მორიელი საზრიანი ბიზნესმენია. ფული უყვარს, რადგან ფული კონტროლს და ძალაუფლებას აძლევს. შესანიშნავი ექიმი, ფიზიოლოგი, ასტროლოგი და ფინანსისტია. კარგ ოკულტურ შესაძლებლობებს და ინტუიციას ფლობს. ძლიერი მისტიკოსია და სულიერი განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ის, ვინც „არასწორ გზას“ ირჩევს, შეიძლება საშიში და დაუნდობელი გახდეს.

მშვილდოსანი – ქისლევის თვე

მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი აკვნიდანვე ოპტიმისტია. მას ყველაფერი მოსწონს, ყველაფერს საუკეთესოდ აწესრიგებს. ასეთი ადამიანი ხვდება, რომ ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა შეუძლია და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ხშირად ზედმეტად ოპტიმისტია, გაზვიადების, ირონიის, აზარტული თამაშებისა და დაუდევრობისკენ მიდრეკილება ახასიათებს. თანდაყოლილი ფილოსოფოსი, მასწავლებელი, საყვარელი, შუამავალი და მეგობარია. ებრაული ჰოროსკოპის მიხედვით, უყვარს მოგზაურობა, თავისუფლება და დიდი სივრცე, მსოფლიოს მასშტაბით კვლევა, სხვა კულტურების და რელიგიების შეცნობა. ამ ცოდნას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სიამოვნებით უზიარებს.

თხის რქა – ტევეთის თვე

თხის რქა მიწის ნიშანია, რომელიც მატერიალურ სამყაროსთან ძლიერ კავშირშია. მისი შინაგანი ენერგია წყლის სტიქიას მიეკუთვნება. ამით აიხსნება თხის რქის სურვილი, რომ სასარგებლო იყოს, სხვებს დაეხმაროს და მათზე იზრუნოს. ამ თვეში დაბადებულებს მატერიალური უზრუნველყოფა სჭირდებათ და ხვალინდელ დღეზე ძლიერ განიცდიან. მხოლოდ თავის ალღოს ენდობა. უჭირს იმ ყველაფრის აღქმა, რაც მისი თვალთახედვის არიდან ქრება. ებრაული ჰოროსკოპის თანახმად, თხის რქა მშვენიერი მეოჯახეა.

ხშირად ნაკლებად რელიგიურია, ღმერთის არ სწამს, ამიტომ სამყაროს მატერიალური ნაწილის ძლიერი კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამ თვეში დაბადებული ადამიანი საიმედო, პასუხისმგებლიანი, მზრუნველი, პუნქტუალურია, რადგან დრო ფულია. თხის რქისგან გამოდის შესანიშნავი მეწარმე, ბუღალტერი, ინჟინერი, ადვოკატი და სხვა პროფესიის წარმომადგენელი, სადაც დისციპლინა საჭიროა.

მერწყული – შვატის თვე

შვატის თვე, ებრაული ჰოროსკოპის მიხედვით, მერწყულის ნიშანს შეესაბამება, რომელიც ჰაერის სტიქიას მიეკუთვნება. მერწყული ბუნებით მეამბოხეა, ამიტომ პირადი ცხოვრება, მისი უნიკალურობა და ინდივიდუალურობა ხშირად აწუხებს. მთელ ძალას იყენებს, რომ ძველი საზღვრები დაანგრიოს. მერწყულისთვის სასწორი მხოლოდ ხანმოკლეა, რომლის მოშორებას ცდილობს, რომ რაღაც ახალი და უცნობი იპოვოს.

ახალი ჭეშმარიტება, რომელიც ახალ დროს უფრო შეეფერება. ებრაული ჰოროსკოპის მიხედვით, მერწყული კარგი მასწავლებელი, ჰაკერი, სოციალური მუშაკი გამოდის. რაღაც რევოლუციურთან კავშირში მყოფ საქმეში წარმატებას აღწევს. მერწყული უნიკალურია. ბრბოდან გამოიყოფა და შეუმჩნეველი არ რჩება.

ბავშვობიდანვე დიდი იმედებს იძლევა, ხოლო ზრდასრული იდეალისტი ხდება, რომელიც თავისი უჩვეულო შეხედულებებით სამყაროს შეცვლას ცდილობს. მთელი კაცობრიობის კეთილდღეობაზე ზრუნავს და მსოფლიოს პრობლემების გადასაჭრელად გზებს პოულობს. ყველაზე დიდი საზღვარი, რომელიც უნდა გადალახოს, საკუთარი „მეა“. მერწყული კაცობრიობის ისტორიაზე განსაკუთრებულ და უნიკალურ გავლენას ახდენს, მას ყველაფრის გაკონტროლება, ორგანიზება და საკუთარი ეგოს დამშვიდება შეუძლია. შეუძლია გულმოწყალე და თავშეკავებული იყოს, მოკრძალებულად და უბრალოდ იცხოვროს.

თევზები – ადარის თვე

ებრაული ჰოროსკოპით, თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ნებისმიერ საქმეში, მოგებასა და სიმდიდრეში, ქორწინებაში წარმატებულია. განსაკუთრებულად მგრძნობიარეა, სხვებთან შედარებით კარგი ინტუიცია აქვს. ყველაფერში სერიოზულია, იქნება ეს მათი აზრი თუ გართობა. ბევრ თევზს მათემატიკოსის, მეცნიერის, ფიზიკოსის ნიჭი აქვს (მაგალითად, ალბერტ აინშტაინი თევზის ნიშნის ქვეშ იყო დაბადებული). თევზის სიმბოლო ებრაულ ჰოროსკოპში – ორი თევზი, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით ცურავენ.

როგორც წესი, თევზი ძალიან მშვიდია. სხვების პრობლემებს ღრუბელივით იწოვს. ამ მიზეზით სისრულისკენ მიდრეკილება ახასიათებს, მისი ორგანიზმი წყალს ადვილად ითვისებს. ფიზიკა, ქიმია, ფილოსოფია და ფსიქოლოგია მისი მეორე ბუნებაა. თევზებს გაგება, დათმობა და პატიება, შურის გარეშე დახმარება, სიმშვიდის შენარჩუნება, გაცემა და სიყვარული შეუძლია – ყველაფერი, რისკენაც ყველა უნდა ისწრაფვოდეს.