Connect with us

ჯანმრთელობა

დღესვე ჩაანაცვლეთ ყავა ვარდკაჭაჭით. სარგებელი ორგანიზმისთვის

ბევრი ადამიანი, რომელთათვის კოფეინის მიღება არ შეიძლება, გამამხნევებელ სასმელს ვარდკაჭაჭას ჩაით ან ნახარშით ანაცვლებს. გემო განსხვავდება, მაგრამ უმნიშვნელოდ. ასეთი სასმელი არა მხოლოდ გამოგაფხიზლებთ, არამედ ორგანიზმს დიდ სარგებელს მოუტანს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ უნდა მიიღოთ ვარდკაჭაჭა ყოველდღე.

ყავა ნაკლებად სასარგებლო სასმელია, ხოლო დიდი რაოდენობით მიღებისას ძილის დარღვევას, შფოთვას, მადის პრობლემებს, მაღალ აგზნებადობას იწვევს. ეს უსიამოვნებების მოკლე ჩამონათვალია. გირჩევთ, ყავის ნაცვლად ვარდკაჭაჭას სასმელი მოამზადოთ. ასე სწრაფად გამოფხიზლდებით და ორგანიზმს არა ზიანს, არამედ სარგებელს მოუტანთ.

ვარდკაჭაჭას სარგებელი

  1. მცენარე შეიცავს ინულინს. ის ნაწლავების მიკროფლორას აწესრიგებს. ზოგადად, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებითი გავლენა აქვს.
  2. ვარდკაჭაჭა ნერვულ სისტემას ამშვიდებს, სტრესს აქრობს, გულისა და სისხლძარღვების სისტემაზე დადებითად მოქმედებს.
  3. წნევის შემცირებას ხელს უწყობს.
  4. ინულინის ხარჯზე სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონის წარმოება იზრდება.
  5. სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.
  6. ტონუსი და ენერგია გულზე ნეგატიური ზემოქმედების გარეშე იზრდება.
  7. მადას ზრდის, მაგრამ ზედმეტ კილოგრამებს გაშორებთ.

ვარდკაჭაჭას მიღება რეკომენდებულია, თუ გაწუხებთ შემდეგი დაავადებები:

  1. კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები. ჩაი, ნახარში ან ნაყენი მოამზადეთ.
  2. ვარდკაჭაჭა ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ და ნაღვლმდენ პრეპარატებში გვხვდება, ამიტომ სახლში მისი ქონა აუცილებელია.
  3. ღვიძლის ციროზის დროს. მასში ბევრი ინულინი, გლიკოზიდი და ფისი შედის.
  4. ტოქსინებს მოგაშორებთ და იმუნიტეტს გააძლიერებს. მცენარის ნახარში მოამზადეთ და თაფლი გემოვნებით დაუმატეთ.
  5. ნაწლავების მიკროფლორას აწესრიგებს. ნახარში მოამზადეთ.
  6. ვარდკაჭაჭა შესანიშნავი ალტერნატივაა ყავის, რომელიც ორგანიზმიდან ბევრ კალციუმს გამოდევნის და ართრიტის დროს პრობლემას ამწვავებს. ვარდკაჭაჭას ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
  7. შაქრიანი დიაბეტის დროს მცენარე შაქრის შემცველად გამოიყენეთ.

ვარდკაჭაჭას ნახარში

გირჩევთ, რომ ნახარშს შაქარი ან სხვა სახის დამატკბობელი არ დაუმატოთ. მცენარეს ისედაც მოტკბო გემო აქვს, თუმცა თაფლის ან სტევიას დამატება დაშვებულია. აი, რძე და ნაღები არავითარ შემთხვევაში დაუმატოთ. მათი კომბინაცია სასმელის კალორიულობას ზრდის და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ნეგატიურად მოქმედებს.

ვისთვის არის უკუჩვენებული ვარდკაჭაჭა

  1. ადამიანებმა, რომელთაც შარდკენჭოვანი დაავადება აწუხებთ, ვარდკაჭაჭას მიღება დღეში მაქსიმუმ 1–2 ფინჯნით უნდა შეზღუდონ. ამ მცენარეს შარდმდენი ეფექტი აქვს.
  2. სისხლძარღვების დაავადებები, განსაკუთრებით ვარიკოზული გაფართოებული ვენების დროს.
  3. 1 წლამდე ბავშვებისთვის ნახარში რეკომენდებული არაა.
  4. ალერგიული ხალხისთვის ვარდკაჭაჭას მიღება უკუჩვენებულია.

ყველაფერში ზომიერება უნდა დაიცვათ. სასმელი გონივრულ ფარგლებში დალიეთ. ასე ყავას ჩაანაცვლებთ და ორგანიზმს სარგებელს მოუტანთ.

Advertisement