Connect with us

თავის მოვლა

დიეტოლოგმა მასწავლა, როგორ მივიღო სასარგებლო კოლაგენი პირდაპირ სახლში

ბებიას აზრით, ბავშვის აღზრდის მთავარი ნაწილი კვების ჯანსაღი კულტურის ჩამოყალიბებაა. ბავშვობაში ჩემს სრულფასოვან რაციონზე ბებია იყო პასუხისმგებელი. ეს ქალი გამონაკლისს არ უშვებდა. დესერტზე უარის თქმა შემეძლო, ბებია ხომ ტირანი არ იყო! პირველი კერძი ჩემს მენიუში აუცილებლად შედიოდა. ბებია ამბობდა, რომ ხორცის ბულიონი ბავშვის ორგანიზმისთვის წარმოუდგენლად სასარგებლოა.

ახლა ამას ჩემი კოსმეტოლოგიც ამბობს. რამდენიმე თვის წინ მისი რჩევით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკვები დანამატების კურსი გავიარე. ჩემმა ორგანიზმმა კოლაგენის ასეთი დარტყმაც უგულებელყო. მაშინ ექიმმა ჩემს კვებას მიხედა. მისი თქმით, ხორცის ბულიონის სარგებელი ქალის ორგანიზმზე განსაკუთრებით შეიმჩნევა. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არის სასარგებლო ხორცის ბულიონი ქალისთვის.

რით ჩავანაცვლოთ საკვები დანამატები და ვიტამინები აბებში

ყველამ ვიცით, რომ მხოლოდ დეკორატიული კოსმეტიკა ჯანმრთელობას და სილამაზეს ვერ მოგვანიჭებს. აქ, კომპლექსური მიდგომა მნიშვნელოვანია: ჯანსაღი ძილი, სწორი კვება, სტრესის და მავნე ჩვევების არ ქონა. კოსმეტოლოგის თქმით, ვიტამინების კურსი ზედმეტი არაა, რადგან მიღებული საკვებიდან ორგანიზმი საკმარის სარგებელს ვერ იღებს.

მეორე მხრივ, საკვები დანამატებით და სხვადასხვა ქიმიით ორგანიზმის გავსება არ გვსურს. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ სწორი რაციონის შექმნა საკვები დანამატების გარეშეც შეიძლება. მაგალითად, კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კოლაგენის მწარმოებელი საკვები უნდა მიიღოთ.

კოლაგენის წარმოებაზე პასუხისმგებელი პროდუქტები

ორაგული. თევზი მდიდარია თუთიით, რომელიც კოლაგენის წარმოებას ხელს უწყობს, ასევე შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას, რომელიც კანს შიგნიდან ატენიანებს. სწორედ ამიტომ, თუ სახის კანის ახალგაზრდობის გახანგრძლივება გსურთ, ორაგულის მირთმევა დაიწყეთ.

კვერცხი. კვერცხის ცილა გლიცინს და პროლინს შეიცავს. ორივე ამინომჟავა კოლაგენის სინთეზს ხელს უწყობს. კვერცხის გული თავად არის კოლაგენი. სწორედ ამიტომ, დღეში მინიმუმ 2 კვერცხი მიირთვით, თუ ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ.

ციტრუსი. C ვიტამინით მდიდარია, რომელიც კოლაგენის საწარმოებლად აუცილებელია. ნებისმიერი ციტრუსი ალერგენია, ამიტომ დღეში 2 ხილზე მეტი არ მიირთვათ.

მწვანილი. ნებისმიერი ახალი მწვანილი, ასევე წყალმცენარე ქლოროფილს შეიცავს. ის, თავის მხრივ, ცილების სინთეზში მონაწილეობს. სწორედ ამიტომ, ზეითუნის ან სეზამის ზეთით (A, K ვიტამინები) მორთული სალათი თქვენს კანს ბზინვარებას შემატებს.

ხორცის ბულიონის სარგებელი

ჩვენს რაციონში კოლაგენის მთავარი წყარო ხორცის ბულიონია. ძვლიანი ხორცი ან ფილე, ძროხის ან ქათმის – მნიშვნელობა არ აქვს. რაც უფრო მსუყეა, მით უფრო სასარგებლოა. საქმე იმაშია, რომ ძვლის კოლაგენი იშლება შემდეგ ამინომჟავებად: პროლინი, ლიზინი, არგინინი, გლიცინი და გლუტამინის მჟავა. ისინი ცილების საშენი მასალებია. მათი დახმარებით კანის, ძვლების და სახსრების უჯრედები იქმნება.

ბუნებრივია, ასაკთან ერთად ორგანიზმს აუცილებელი რაოდენობის კოლაგენის ბუნებრივი გზით წარმოება უჭირს. სწორედ ამიტომ, ჩნდება ნაოჭები, კანი იწელება. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, კოლაგენი არა მხოლოდ კანის, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობაა. კოლაგენის დეფიციტის გამო სახსრებში ხრაშუნი ჩნდება, ძვლები უფრო მყიფე ხდება. სწორედ ამიტომ, რაციონში ხორცის ბულიონი, ასევე ჟელეს კერძები ჩართეთ.

რა თქმა უნდა, ხორცის ბულიონის სარგებელი ორგანიზმზე შეუფასებელია, თუმცა გარეგნული მოვლაც არ უნდა დაივიწყოთ. მაგალითად, ნატურალური პროდუქტებით კოლაგენის წარმოებას ხელი შეუწყვეთ. სუფთა ჰაერზე დიდხანს სეირნობა და ცივი წყლის შეპკურება მხოლოდ სასარგებლოა. თქვენ როგორ ზრუნავთ კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობაზე? გაგვიზიარეთ გამოცდილება!