Connect with us

საკითხავი

დიასახლისის საპნის გამოყენების 10 მეთოდი, რომლის შესახებ არ იცოდით

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როდის გამოვიყენოთ ყველასთვის ნაცნობი საშუალება, რომლის შეძენას ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მაღაზიაში შეძლებთ.

დიასახლისის საპნის შემადგენლობა: ცხიმები (72%–მდე) და ტუტე (ph 11-12 ადამიანის კანისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომად ითვლება). მას ცხოველური და მცენარეული ცხიმებისგან ამზადებენ, ამიტომ ყველა კომპონენტი ნატურალურია და ალერგიას არ იწვევს. ტუტე აგრესიული ნივთიერებაა, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს, ამიტომ საპონი შესანიშნავი საშუალებაა სადეზინფექციოდ და ნებისმიერი ზედაპირიდან ჭუჭყის მოსაშორებლად. დიასახლისის საპონი საკმაოდ იაფია, ამიტომ საოჯახო საქმეებში ერთ–ერთ მთავარ დამხმარედ ითვლება.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ დიასახლისის საპნით?

იატაკების მოწმენდა

საპონი გახეხეთ და 1 ვედრო თბილ წყალს დაუმატეთ. ასე ჭუჭყს და ლაქებს შესანიშნავად მოაშორებთ.

თეთრეული გარეცხეთ

საპონი ყველაზე ჭუჭყიან წინდებსაც გარეცხავს. გახეხეთ. სჯობს ერთ ტაშტ წყალში გახსნათ და თეთრეული ჩაალბოთ. საპონი საბავშვო ნივთების გასარეცხადაც გამოგადგებათ, რადგან კანის გაღიზიანებას არ იწვევს. მისი დახმარებით ნაქსოვი  ტანსაცმლის გარეცხვაც კარგია. ნაქსოვ ძაფებს არ შლის და არბილებს.

სანტექნიკის გაწმენდა

საპნის ბურბუშელა – უნივერსალური საწმენდი საშუალება. მდოგვის ფხვნილი და საპნის ბურბუშელა აურიეთ და გაზქურის და ნიჟარების საწმენდ პასტას მიიღებთ.

ბოსტნეულის გაწმენდა

მაღაზიაში ან ბაზრობაზე ნაყიდი სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი და სხვა ძირნაყოფი, ასევე ქათმის კვერცხი საპნიანი ხსნარით დაამუშავეთ. ეს სალმონელოზის პრევენციისთვის ხდება.

მცენარეების დამუშავება მავნებლების საწინააღმდეგოდ

საპონი ბუგრებს და სხვა ბაღის მავნებლებს უმკლავდება. ამასთან. საპნიანი ხსნარი მცენარისთვის უსაფრთხოა. ხსნარი არა მხოლოდ ბაღში, არამედ ოთახის მცენარისთვისაც გამოიყენება.

აკნეს მოშორება

2 კვირაში ერთხელ დიასახლისის საპნით სახე დაიბანეთ. საპონი კანს აშრობს და ბაქტერიებს ანადგურებს.

კბილის ჯაგრისების და ჭურჭლის სარეცხი ღრუბლების დეზინფექცია

საპონი შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალებაა, ამიტომ საპნიან ხსნარში ღრუბელი ან ჯაგრისი მთელი ღამე გააჩერეთ. ასე დეზინფექციას გაუკეთებთ. ეს მნიშვნელოვანია, თუ ვინმე ოჯახში ავადმყოფობს.

შეშუპების მოშორება და სისხლჩაქცევების პრევენცია

თუ დაზიანებულ ადგილს საპნით დაიმუშავება, კანი არ ჩაგილურჯდებათ. ამისთვის საპონი წყალში გახსენით და დაზიანებული ადგილი გაიწმინდეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

ინფექციების გაქრობა

თუ კანი გაიჭერით ან გაიკაწრეთ, დაზიანებული ადგილი დიასახლისის საპნით გაიწმინდეთ. ამ მეთოდით შეგიძლიათ დეპილაციის შემდეგ კანის მგრძნობიარე ნაწილები დაიმუშავოთ, რომ გაღიზიანება და აკნე თავიდან აიცილოთ.

საპონი ძაღლის ან კატის ნაკბენზე 

ჭრილობაში ინფექცია რომ არ მოხვდეს, სისხლს გამოდენა აცადეთ, შემდეგ დიასახლისის საპნის ხსნარში დასველებული მარლა დაიდეთ და შეიხვიეთ. ნაკბენი სწრაფად შეხორცდება, ხოლო ჭრილობაში ანთება არ განვითარდება.