Connect with us

საკითხავი

დიასახლისების რჩევები, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი მაცივარში სწრაფად და მარტივად

ზოგჯერ მაცივრის კარს ვაღებთ და უსიამოვნო სუნს ვგრძნობთ. ამ შემთხვევაში მაცივრის კამერების გაწმენდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. თუმცა ხშირად მაცივრის საწმენდად დრო არ გვაქვს. ზოგჯერ წმენდაც უშედეგოა, უსიამოვნო სუნი მაინც რჩება. ამ შემთხვევაში ხალხური მეთოდების გამოცდას გირჩევთ.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ გამოცდილი დიასახლისების რჩევებს, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი მაცივარში სწრაფად და მარტივად.

უსიამოვნო სუნი მაცივარში

მაცივარში უსიამოვნო არომატების მოშორებაში რამდენიმე პროდუქტი გამოგადგებათ.

1. ძმარი. ლიტრ წყალს 1–2 კოვზი ძმარი აურიეთ და მაცივარი გაწმინდეთ. კამერები ღია დატოვეთ, რომ გაშრეს. ძმართან ერთად უსიამოვნო სუნიც აორთქლდება.

2. სოდა. ლიტრ წყალს 2 სუფრის კოვზი საკვები სოდა აურიეთ. მაცივრის კამერები გაწმინდეთ და უსიამოვნო სუნი გაქრება. სოდის ფხვნილიც გამოგადგებათ. უბრალოდ თეფშზე დაყარეთ და თაროზე დადეთ. ფხვნილი უცხო სუნებს შეიწოვს. თვეში ერთხელ სოდის ფხვნილი გამოცვალეთ.

3. შაქარი. შაქრით მაცივრის გაწმენდა საჭირო არაა. უბრალოდ მინის ან კერამიკის ჭურჭელში ჩაყარეთ და მაცივარში შეინახეთ. ჭურჭელს თავზე არ დაახუროთ. შაქარი ზედმეტ ტენს და სუნს შეიწოვს. მაქსიმალური დატენიანების მიხედვით შაქარი გამოცვალეთ.

4. ლიმონი. რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი სუფთა ღრუბელს დააწვეთეთ და მაცივრის კამერები გაწმინდეთ. ლიმონის არომატი სხვა სუნებს ჩაანაცვლებს. თევზის, ხორცის და მედიკამენტების სუნს მშვენივრად უმკლავდება.

ლიმონის ნაჭრები მაცივარში თაროებზე დააწყვეთ. ასე 2–3 დღე მაცივარში უსიამოვნო სუნი არ შეგაწუხებთ. ლაიმი, გრეიფრუტი ან ფორთოხალიც შესაფერისია. ციტრუსის ქერქიც გამოსადეგია.

სხვა ხრიკები

ბრინჯი კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა მაცივრიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ბრინჯი თასზე ან ნაჭრის ქისაში ჩაყარეთ და მაცივარში თაროზე დადეთ. ბრინჯი უცხო სუნებს შთანთქავს. პერიოდულად ბრინჯი განაახლეთ. გამოყენებული ბრინჯი გადაყარეთ.

არომატული ბალახებიც გამოგადგებათ. მაგალითად, ტარხუნა, რეჰანი, მიხაკი, დაფნა და ვანილი. მათი არომატები ცუდ სუნს დაფარავს. იმავეს ახალი მწვანილი და გამხმარი მცენარეც აკეთებს. გამხმარი ბალახი ნაჭრის ქისაში ჩაყარეთ და მაცივარში შეინახეთ.

ჭვავის პური შეფუთვიდან ამოიღეთ და მაცივარში თაროზე დადეთ. ის უსიამოვნო სუნებს შეიწოვს. ასეთი პური საჭმელად ვარგისი აღარაა. სუნებს აქტივირებული ნახშირიც უმკლავდება. 20-50 აბი დაფშვენით და ჭიქაში ჩაყარეთ და მაცივარში შეინახეთ. ნახშირი უცხო სუნებს შთანთქავს. ერთი და იმავე ფხვნილი რამდენჯერმე შეგიძლიათ გამოიყენოთ. განმეორებით გამოყენებამდე ღუმელში ან ქურაზე გააცხელეთ.

წყალბადის ზეჟანგი ღრუბელს დაასხით და მაცივრის თაროები გაწმინდეთ, შემდეგ გაამშრალეთ. ნიშადურიც გამოგადგებათ. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ, როცა სხვა მეთოდებმა ეფექტური შედეგი არ მოგცათ.

ნიშადურის სპირტი ღრუბელს დააწვეთეთ და მაცივარი გაწმინდეთ. პროცედურის ჩატარებისას ფანჯრები გააღეთ. შემდეგ შემოსასვლელი კარი და მაცივრის კარი ღია დატოვეთ, რომ ამიაკის სუნი სწრაფად აორთქლდეს.

Advertisement